ნამცხვრები უგემრიელესი შოკოლადის ტორტი (რეცეპტი, რომელიც არ გიმტყუნებთ) 2017, 4 ივნისი, 11:00 თუ სტუმარს ელოდებით და თავის გამოჩენა გინდათ, მაშინ ეს უგემრიელესი შოკოლადის ტორტი თქვენთვისაა. მისი გამოცხობა არც განსაკუთრებულ ძალისხმევას ითხოვს და არც მთელი ღამით მაცივარში დახანება სჭირდება. მისი გემო ნებისმიერს მოხიბლავს და უბადლო დიასახლისის სტატუსიც გარანტირებული გექნებათ. თქვენ დაგჭირდებათ: ცომისთვის: 4 კვერცხი, 3 ჭიქა შაქარი, 3 ჭიქა მაწონი, 9 სადილის კოვზი ზეთი, ვანილი, სოდა ძმრით, 4 პატარა პაკეტი კაკაო, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი. კრემისთვის: 2 ცალი მარგანინი (უმჯობესია კარაქი-500 გრამი), 2 ცალი მოხარშული "სგუშონი", 2ჭიქა შაქარი, 2 სადილის კოვზი კაკაო. მომზადება: ჯერ სასურველია გავაკეთოთ კრემი. ის ძალიან ადვილი მოსამზადებელია. მითითებული ინგრედიენტები - 2 ც. მოხარშული "სგუშონი", 500 გ. კარაქი, 2 ჭიქა შაქარი, 2 სავსე კოვზი კაკაო ერთად მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში და კარგად, გამუდმებით ვურიოთ. სანამ არ წამოდუღდება, არ შევაჩეროთ რევა. როგორც ადუღდება, გამოვრთოთ. მაშინვე ვიწყებთ ცომის მომზადებას. ავდღვიბოთ კარგად კვერცხი, დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, როცა კვერცხი და შაქარი კარგად აერევა, მერე ჩავასხათ 3 ჭიქა მაწონი, 9 სადილის კოვზი ზეთი, ვანილი, 2 ჩაის კოვზი სოდა+ ძმარი, (თუ კარგად ავავსებთ, ერთიც ეყოფა), უმჯობესია, თუ სოდას მაწონში გავხსნით, მაშინ ძმარი აღარ დასჭირდება, განსაკუთრებით თუ მაწონი ცოტა მომჟავოა. ამის მერე ვამატებთ 4 პატარა პაკეტ კაკაოს(ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც 2 დიდი თავმობმული სადილის კოვზი) და ფქვილს, ოღონდ კაკაო და ფქვილი რომ ჩავყარეთ, მას მერე ნაზად ავურიოთ კოვზით, მიქსერი აღარ მივაკაროთ. მივიღებთ მაიონეზის სისქის მასას. გავყოთ ორად და გამოვაცხოთ ცხიმწასმული ქაღალდით თბილ ტაფაზე, 200 გრადუსზე. ასევე მეორეც. მეორე ფირფიტაც რომ გამოცხვება, ჯერ ისევ თბილი რომაა, დადოთ სინზე, დავასხათ კრემის ნახევარზე ცოტა ნაკლები, დავადოთ მეორე და ზემოდან - დარჩენილი კრემი. კრემი ისეთი სისქის უნდა იყოს, რომ არც გამაგრებული იყოს და არც ძალიან თხელი. ამას ტემპერატურის მიხედვით არეგულირებთ. მოუსწორეთ გვერდები დანით. ის შესახედად პრიალა და ლამაზია და მორთვა აღარც სჭირდება, მაგრამ შეგიძლიათ შოკოლადის ფორმები მოალაგოთ. ამ ნამცხვარს მაცივარში დახანება არ სჭირდება. ახალი უფრო გემრიელია. 9 კულინარიული ხრიკი, რომელიც არაერთჯერ გიშველით 5 უგემრიელესი დაბალკალორიული დესერტი, რომელიც პირში დნება და ზაფხულს გაგიხალისებთ თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა ჭურჭელი, რომელიც კლავს! დაიცავით თქვენი შვილები! 2090 2-ს მოსწონს |