x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125352
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუთა - ფოთოლმცვივანი ხეებისა და იშვიათად ბუჩქების გვარი თუთისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი, იშვიათად ერთსახლიანი მცენარეა, ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი სხვადასხვა ფერის ცრუ რთული კურკიანაა. გვარი შეიცავს 24-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამირიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.


image


საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა და ხართუთა. თეთრი თუთა ჩვენში უძველესი დროიდანაა მოშენებული. მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევენ. აშენებენ საქართველოს დაბლობ რაიონებში, აგრეთვე იზრდება გაველერებულად მთელ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ჭალის ტყეებში. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა, ეტანება ღრმა ნოყიერ ნიადაგს. ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელს. თუთის ნაყოფს, რომელიც 10% და მეტ შაქარს შეიცავს, იყენებენ საკვებად (როგორც ნედლს, ასე გამხმარს), აგრეთვე სხვადასხვა საკვები პროდუქტისა და არყის დასამზადებლად.


image


რომელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს თუთა? და ასევე რა დოზით?


ყველაზე მეტად თუთაში კალიუმია. ასევე შეიცავს შაქარს, რკინას და ძალიან ბევრ ვიტამენიბს. წითელი თუთა სასარგებლოა სისხლის გასაწმენდად, თეთრი თუთა - ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად. ის კარგად ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებით.


არის ერთ-ერთი საუკეთესო ატიოქსიდანტი. ამ თვისების საშუალებით, ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს და კანის დასაცავად სპეციალური მალამოებიც მზადდება. ჩინურ მედიცინაში თუთა დღემდე გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო ერთ-ერთ საშუალებად, გარდა ამისა ეფექტურია სისხლის შედედების წინააღმდეგაც.


image


100 გრამი თუთა შეიცავს:


წყალს - 82.7 გრამი

ცილას - 0.7 გრამი

ნახშირწყლებს - 13.6 გრამი

ორგანულ მჟავეებს - 1.2 გრამი

კალიმუს - 350 მილიგრამი

მაგნიუმს - 51 მილიგრამი

ნატრიუმს - 16 მილიგრამი

ვიტამინ B-კაროტინს - 0.2 მილიგრამი

ვიტამინ C - 10 მილიგრამი

ვიტამინ B1 - 0.04 მილიგრამი

ვიტამინ B2 - 0.02 მილიგრამი

ვიტამინ PP - 0.08 მილიგრამი

კალორია - 52.


image


დადებითი თვისებები:


1. ანტიოქსიდანტების შემცვლელობით ორგანიზმში ამცირებს კიბოს რისკს.

2. თუთა შეიცავს რკინას, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და სისხლის შედედებას ეწინააღმდეგება.

3. ასევე ეფექტური საშუალებაა სისხლის გაწმენდისთვის.

4. თუთას ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, თირკმელების გაძლიერება და ღვიძლის გაწმენდაა.

5. ეფექტურად მუშაობს გაციების, გრიპის და ხველების წინააღმდეგაც. მიირთვით ზამთარში თუთის ჩირი, წვენი ან სიროფი.


image


თუთის უარყოფითი თვისებები:


როგორც ყველა მცენარეს, თუთასაც აქვს უარყოფითი თვისებები.

1. თუთა ყველასორგანიზმში გლუკოზის დონეს ამცირებს, რაც მის უარყოფით თვისებას ხაზს უსმევს.

2. 2010 წელს ფრანგი მეცნიერების მტკიებით, თუთამ შესაძლოა კანის დაავადებები გამოიწვიოს, მათ შორის სიმსივნეც.

3. თუთა ნახშირწყლების შეწოვას ეწინააღმდეგება.

4. თუთა სისხლში შაქარს ამცირებს და აქედან გამოწვეულია ჰიპოგლიკემია.


imageimageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




{თქვენთვის საინტერესო}


1. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

2. მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3. ინდონეზიაში ჰომოსექსუალურ წყვილს გაამათრახებენ!!!

4. "6 დაკარგული სამყარო" - დედამიწაზე!

5. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც სისხლში შაქარს აბალანსებს!

6. ვარდკაჭაჭა - მცენარე, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს!

7. ტუნისის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი!

0
4359
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
4359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0