სასარგებლო პროდუქტები როდის არ უნდა მივირთვათ მარწყვი - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2017, 21 მაისი, 14:56 გვიანი გაზაფხულის დადგომა ბევრისთვის სწორედ ამ უგემრიელესი კენკრის შემოსვლასთან ასოცირდება. იგი ბევრი ადამიანის საყვარელი ხილია, თუმცა მის გემოს არც მისივე სასარგებლო თვისებები ჩამოუვარდება. შესანიშნავი ანტიოქსიდანტი, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს, ასუფთავებს სისხლს, აღადგენს და აძლიერებს სისხლძარღვებს, წმენდს თირკმლებსა და საშარდე გზებს. თუმცა, ისევე, როგორც ყველაფერს, მარწყვსაც აქვს უკუჩვენებები... აღნიშნული კერნკრის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ, პირველ რიგში ადამიანებმა, რომლებიც ალეგიულები არიან. მარწყვი შეიცავს ანტოციანს - ნივთირებას, რომელიც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ძლიერ ალერგიას. ამას გარდა, დიდი რაოდენობით მარწყვის მიღება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახსრების ტკივილი და პოდაგრა აწუხებთ. მარწყვი მხოლოდ გააძლიერებს სახსრებში ტკივილის შეგრძნებას. ასევე არ ურჩევენ მარწყვის მიღებას გასტრიტითა და გასტრო დუოდენიტით დაავადებულ ადამიანებს. უკუნაჩვენებია აღნიშნული კენკრა წყლულის მატარებელი ადამიანებისთვისაც. არ არის რეკომენდებული ერთდროულად მარწყვის მირთმევა და წნევის წამლის (ენაპრილის საფუძველზე) მიღება. ეს დამატებით, არასასურველ დატვირთვას მისცემს თირკმლებს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რა განსხვავებაა ამ ორი ტიპის მარწყვს შორის: ასევე დაგაინტერესებთ: 1. რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის! 2. როდის არის ახალი კარტოფილი საშიში და როგორ გავხადოთ იგი უსაფრთხო - ეს ბევრმა არ იცის! 3. არ მიირთვათ კიტრისა და პომიდვრის სალათი! - ეს ბევრმა არ იცის! 4. ფრთხილად, კიტრია! ანუ რა სარგებლობა და რა ზიანი მოაქვს კიტრს 5. რა მოგვივა თუ მზესუმზირას ყოველდღე შევჭამთ - ეს ბევრმა არ იცის! 3464 5-ს მოსწონს 1-ს არა
|