x
image
- ლანა -
ცნობილი ადამიანები სიყვარულზე...
რტგ


ჯულია რობერტსი - ''ნამდვილი სიყვარული შენთან არ მოდის, ის შენში უნდა იყოს; თუ ვინმე შეგიყვარდებათ, მას ეს დაუყოვნებლივ და ხმამაღლა უთხარით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომენტი ჩაივლის; თუ ადამიანი შენგან მიდის, ე. ი. ის შენი ბედი არ იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანია, უბრალოდ შენს ამბავში მისი როლი დასრულდა''.


ანჯელინა ჯოლი - ''უმჯობესია გვერდით არავინ გყავდეს, ვიდრე ვინმე ნახევრად იყოს, ან არ სურდეს ყოფნა; გიჟური სიყვარული მალევე ჩაივლის, ორი გიჟის სიყვარული კი – არასდროს! გიყვარდეს - ეს ნიშნავს აკეთო მისთვის ყველაფერი საუკეთესო და დააყენო მისი ინტერესები შენსაზე მაღლა.''



image


ჯონი დეპი - ''თუ ერთდროულად ორი ადამიანი გიყვარს, მეორე მათგანი აირჩიე, რადგან პირველი ნამდვილად რომ გყვარებოდა, მეორედ აღარ შეგიყვარდებოდა; ცხოვრებაში ოთხი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს: რა არის ხელშეუხებელი? რა ამაღლებს სულისკვეთებას? რისთვის ღირს სიცოცხლე და რისთვის - სიკვდილი? ოთხივეს ერთი პასუხი აქვს... ეს სიყვარულია; იცინე ბოლო ამოსუნთქვამდე და გიყვარდეს სიცოცხლის ბოლომდე.''


ტეილორ სვიფტი - ''ჩვენ უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არ უნდა ჩავვარდეთ სიყვარულის მორევში, რადგან ყველაფერი რაც ეცემა, შემდეგ იმსხვრევა; შეიძლება არასწორი ადამიანი გვიყვარდეს, ვიტიროთ ტყუილად, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი შეცდომები სწორი ადამიანის ძებნაში გვეხმარება; სიყვარული თამაშია, გინდა ვითამაშოთ?''


image


მეგან ფოქსი - ''არ ეძებო სიყვარული, ეძებე ის, ვინც გაგხდის ბედნიერს. ადრე თუ გვიან ეს ბედნიერება სიყვარულში გადაიზრდება; იყო ერთი პატარა გოგონა, რომელმაც არ იცოდა სიყვარულის შესახებ, სანამ ბიჭმა გული არ გაუტეხა; სიყვარულისგან არავინ იღლება, მაგრამ ყველა იღლება ლოდინით, თავდაჯერებით, ტყუილების მოსმენით და ტკივილით.''


ჰარი სტაილსი - ''ნამდვილი გოგონა არ არის სრულყოფილი და სრულყოფილი გოგონა არ არის ნამდვილი; ხალხი ხშირად მეკითხება, რატომ არ მყავს შეყვარებული. შემდეგ ვიღიმი და ვპასუხობ რომ ათასობით მყავს, მაგრამ ის ვიღაც ჯერ არ შემხვედრია; მომწონს გოგონა, რომელსაც კარგი უიმორის გრძნობა აქვს და ცხოვრებას სერიოზულად არ უყურებს.''


ყყტ


ბრედ პიტი - ''შენ ნამდვილად არ ირჩევ ვის შეიყვარებ, სიყვარული ამოგირჩევს შენ; ერთ რამეს მივხვდი: ქალი მისი მამაკაცის ანარეკლია, კაცი - მისი ქალის. თუ მას სიგიჟემდე შეიყვარებ, ის ისეთივე გახდება, როგორიც შენ; ის (ა. ჯოლი) ჩემი დიდი სიყვარულია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, სულგრძელი ქალი და ფანტასტიკური დედა.'''


უილ სმიტი - ''სიყვარულისკენ მიმავალი 10 გზა: მოსმენა, საუბარი, დათმობა, თხოვნა, პასუხის გაცემა, გაზიარება, სიამოვნება, ნდობა, პატიება, პირობა; არ სდიო ხალხს, იყავი ის, ვინც ხარ, გქონდეს შენი საქმე და იმუშავე ბეჯითად. სწორ ადამიანთან მოვა ის ერთი, ვისაც მისი ცხოვრება ეკუთვნის... და შეჩერდი; თუ იმისთვის არ იბრძვი, რაც გსურს, არ იტირო დაკარგულისთვის.''


image
მერილინ მონრო - ''გოგონას ისეთი არავინ სჭირდება, ვისაც ის არ სჭირდება; ნამდვილი სიყვარული თვალებში არ ჩანს, მაგრამ გულშია. თვალებმა შეიძლება მოგატყუოთ; ბრძენი გოგონა კოცნის, მაგრამ არ გრძნობს, ისმენს, მაგრამ არ სჯერა და ტოვებს, სანამ მას მიატოვებენ.''


რიანა - ''ცხოვრებაში არაფერი მოდის მარტივად, ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს; ხანდახან იმას ვერ ვიტან, ვინც მიყვარს... ეს ყვირილს ჰგავს, რომელიც არავის ესმის; მჭირდება სიყვარული და სითბო, ვიმედოვნებ არ ვარ უიმედობის ჟღერადობა.''

1
194
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
194
  
2018, 30 აგვისტო, 18:24
კარგი სტატიაა.
0 1 1