x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
7 აღმოჩენა, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს

არქეოლოგია და ზოგადად, ისტორია — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიას ნათელს ჰფენს. მაგრამ, ხომ შეიძლება, ჩვენი წარსული ისეთი არ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია? მაგ., იცოდით, რომ შუა საუკუნეებში რობოტები უკვე არსებობდა?!


ლეონარდო და ვინჩის რობოტი, XIV ს.image


ლეონარდო და ვინჩი ბრწყინვალე გამომგონებელი იყო და არავის გაჰკვირვებია, როდესაც მის დღიურში, გასული საუკუნის 50–იან წლებში, რობოტის ნახაზები აღმოაჩინეს, უფრო სწორედ, სამხედრო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. უცნობია, შეასრულა, თუ არა მეცნიერმა ჩანაფიქრი, მაგრამ ცნობილია, რომ მის რობოტს ადამიანის გარკვეული მოქმედების იმიტირება შეეძლო.


უძველესი ქიმიური იარაღი, 256 წ.image


გასულ საუკუნეში, სირიის ქალაქის დურა-ევროპოსი (Dura-Europos) გათხრების დროს, მეცნიერებმა გვირაბში 19 რომაელი ცენტურიონი და ერთი სპარსელი მეომარი აღმოაჩინეს. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ისინი ნგრევის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ შემდგომმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა. გაირკვა, რომ მეომრები გოგირდის და ფისის წვის შედეგად წარმოქმნილი აირის ნაერთით გაიგუდნენ.


პირველი ვერტიკალური შხაპი საბერძნეთიდან, ძვ. წ. აღრ. II ს.image


მეცნიერებმა ყველაზე უძველესი ვერტიკალური საშხაპეები ქალაქ პერგამონში (Pergamon) აღმოაჩინეს. ადრე ის ძველი ბერძნული ქალაქი იყო, ამჟამად, თურქეთს ეკუთვნის. რაც შეეხება მოწყობილობის კონსტრუქციას, ის საკმაოდ რთული იყო და 7 დონისგან შედგებოდა.


საკამათო ფრესკა – «მისტერ პინჩონი და სპრინგფილდის დასახლება», 1937 წ.image


ეს ფრესკა ("Mr. Pynchon and the Springfield Settlement") იტალიელმა მხატვარმა უმბერტო რომანომ (Umberto Romano) 1937 წელს შექმნა და მასზე, როგორც ხედავთ, ერთ–ერთ ინდიელს ხელში სმარტფონის მსგავსი ნივთი უკავია. რა არის ეს სინამდვილეში, არავინ იცის.



ავტომატური კარი ძველ დროში, I ს.image


მსოფლიოში უძველესი ავტომატური კარის გამომგონებელი ჰერონ ალექსანდრიელია (Heron of Alexandria). ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი გაკვირვებულები იქნებოდნენ ეგვიპტელები, როდესაც ასეთ საოცრებას ტაძრის შესასვლელში ნახავდნენ – იმ დროს, სწორედ ტაძრებში აყენებდნენ ასეთ კარებს.


სავაჭრო აპარატი, ძვ. წ. აღრ. 100 წ.image


საოცარია, მაგრამ თანამედროვე სავაჭრო აპარატის წინამორბედი, ჯერ კიდევ, უძველეს დროში არსებობდა და ტაძრებში ნაკურთხი წყლის რეალიზებისთვის გამოიყენებოდა. ის, როგორც ავტომატური კარი, ჰერონ ალექსანდრიელმა გამოიგონა. ხოლო, ავტომატის მუშაობის პრინციპი ასეთი იყო: ადამიანი მასში მონეტას აგდებდა, რომელიც ბერკეტს აწვებოდა, ეს უკანასკნელი კი, სარქველს ხსნიდა და ონკანიდან გარკვეულო რაოდენობის ნაკურთხი წყალი მოდიოდა. სამწუხაროს, დროთა განმავლობაში, ასეთი გენიალური იდეა დავიწყებას მიეცა და სავაჭრო აპარატი ახლიდან, მხოლოდ ХIХ საუკუნის ბოლოს გამოიგონეს.


ცენტრალური გათბობა მინოსის სასახლეში, ძვ. წ. აღრ. 2700–1400 წწ.image


მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გაკეთდა კნოსოსში (კრეტა) — ნანგრევების შესწავლის დროს გაირკვა, რომ მინოსელები სასახლეს ცილინდრული კონსტრუქციებით ათბობდნენ, რომლებიც იატაკის ქვეშ იყო მოთავსებული და ცეცხლით ხურდებოდა. ხოლო შედეგად, სითბო მთელს სასახლეში ვრცელდებოდა.


image


imageimageimageimage





0
1894
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0