x
image
Maia kordzadze
მაკიაჟის 3 ხრიკი, რომელიც გაგაახალგაზრდავებთ

იმისათვის, რომ მაკიაჟმა წლები არ მოგიმატოთ, აუცილებელია სახის კანი იყოს დასვენებული და მშვიდი. ამიტომ, სანამ გაიკეთებთ მაკიაჟს რეკომენდირებულია ბუნებრივი ნიღაბის გამოყენება.

სახის მაკიაჟი


რა თქმა უნდა, ყველა ქალი ოცნებობს მისი სახე იყოს ახალგაზრდული და ქორფა. როგორც იცით, აუცილებელია სწორი კვება და თავიდან უნდა მოვიშოროთ მავნე ჩვევები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ისეთი ერთგული თანაშემწე, როგორცაა მაკიაჟი.

და ახლა, გაითვალისწინოთ: მაკიაჟის გაკეთებას აქვს თავისი წესები, კანონები, და პატარა ხრიკები. არასწორად გამოყენებული ჩვენი დამხმარე მაკიჟი შეიძლება ადვილად გადაიქცეს მტრად, რის შედეგად შეიძლება გამოვიყურებოდეთ უფრო ასაკიანად ვიდრე ვართ. თუ ყურადღებით გამოიყენებთ მაკიაჟს, ეს თქვენ კანს შემატებს ახალგაზრდობასა და სილამაზეს.
გსურთ გაიგოთ სრულყოფილი მაკიაჟის უფრო მეტი საიდუმლოება? მაშინ დარჩით ჩვენთან ერთად! ჩვენ მოგცემთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას.


1. მეტყველი თვალები.




თვალები

მშვიდი, დასვენებული და მეტყველი თვალები. თუ ეს ასე არ არის, ადამიანის სახე ლამაზად არ ჩაითვლება. ასე რომ, თუ გვსურს ჩვენი სახე ასხივებდეს ახალგაზრდობას, აუცილებელია დაიწყოთ თვალებით. არაფერი აფუჭებს ხიბლს ისე, ჩვენი აზრით, როგორც ჩანთები და მუქი წრეები თვალების ქვეშ. ამის გამოა, რომ გამოვიყურებით უფრო ასაკიანად ვიდრე სინამდვილეში ვართ.

თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ დილით, შევდივართ აბაზანაში და ვხედავთ სარკეში ჩვენ ანარეკლს, თვალების ქვეშ "მორთული" ჩანთებით. ახლა ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს უსიამოვნო პრობლემა.
ხრიკი როგორ დავაღწიოთ თავი ჩანთებს და სისხლჩაქცევებს თვალების ქვეშ.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაიღვიძეთ ისევ ჩანთებით თვალების ქვეშ და სახე არ გაქვთ მწყობრში. არ არის პრობლემა! ყურადღება მიაქციეთ მარტივი რჩევებს:
მოამზადეთ გვირილის ნაყენი. ამისათვის, თქვენ უნდა აიღოთ1/2 ჭიქა წყალი და ორი პაკეტი გამხმარი გვირილა.

სანამ მზადდება გვირილის ნაყენი, აიღეთ პატარა ყავის კოვზი და შედეთ მაცივარში.
როდესაც გვირილის ნაყენი გაგრილდება, აიღეთ გვირილის პაკეტი და დაიფინეთ თვალებზე. გაიჩერეთ კომპრესი 5 წუთით. ამის შემდეგ, მაცივარიდან გამოიღეთ კოვზი და დაიდეთ თვალების ქვეშ. ცივი ლითონი ასტიმულირუებს სისხლის მიმოქცევას. ეს საშუალება ნამდლილად არის ძალიან ეფექტური.

მონაცვლეობით დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე ხან ცივი კოვზი, ხან გვირილის პაკეტი.შეამჩნევთ, რომ თვალები გამოიყურება უფრო ჯანმრთელად და გამოხედვა -დასვენებული.ახლა დადგა მაკიაჟის გაკეთების დრო.

თვალის მაკიაჟი: რამდენიმე მარტივი რჩევა
.დასაწყისში ვიყენებთ კარგი ხარისხის ბაზას, რომელიც ნიღაბს გაუკეთებს უმნიშვნელო კანის ნაკლოვანებებს. ეს თვალის ტუშს აძლევს დიდხანს გამძლეობას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პუდრი და ტონალური კრემი უნდა იყოს კარგი ხარისხის.
.წავისვათ ტუში ზედა ქუთუთოს წამწამებზე. ქვედა ქუთუთოზე გამოიყენეთ თეთრი ფერი. ეს თქვენ მზერას გახდის უფრო სიღრმისეულს. როგორც თვალის ჩრდილი, გამოიყენეთ თბილი ფერები: ატამის, ვარდისფერი, ოქროს. მათი დახმარებით, თქვენი სახე გამოასხივებს სითბოს და სიყვარულს.


2.ქორფა კანი ნაზი ღაწვებით

დაჭრილი კიტრი

სახლის საშუალებები, რომელიც თქვენ სახეს გახდის ახალგაზრდულს.
არსებობს რამდენიმე მარტივი კანის მოვლის საშუალებები, რომელიც თქვენი სახეს ახალგაზრდულსა და ლამაზს გახდის. საქმე ამ ბუნებრივი ინგრედიენტების რეცეპტშია: მათ აქვთ სამკურნალო თვისებები, რომელიც კვებავს კანს და აღადგენს ჯანმრთელობას. ახლა ჩვენ გაგაცნობთ ასეთი სასარგებლო ნიღბების რამდენიმე რეცეპტს:
1. კიტრის ნიღაბი
.დაჭერით მრგვლად საშუალო ზომის კიტრი
.2 გვირილის პაკეტი
.1 პაკეტი მწვანე ჩაი
.5გრ ალოეს ვერას გელი
პირველად, უნდა დააქუცმაცოთ ბლენდერში, კიტრი და ალოე. დაველოდოთ მიღებულ წვენს ჩვენ მიერ მოამზადებულ გვირილის და მწვანე ჩაისგან.მივიღებთ სქელ მასას. დაველოდოთ სანამ გაცივდება და დავიდოთ სახეზე ბამბის დახმარებით.
გამოყენების შემდეგ დაელოდეთ 10 წუთით, შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

2.პაპაიას და თაფლის ნიღაბი
.ნახევარი პაპაიას პიურე
.3 სუფრის კოვზი თაფლი
.3 სუფრის კოვზი ბუნებრივი ბერძნული იოგურტი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი პატარა თასში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნარევი, როგორც ღამის კრემი: წაისვით კანზე, და 15 წუთის შემდეგ დაიბანეთ თქვენი სახე თბილი წყლით. ნახავთ თუ როგორ ლამაზი გახდება თქვენი კანი.
სახის მაკიაჟი: მცირე ხრიკები
გამოიყენეთ კარგი ბაზა მაკაჟისთვის, რომელიც დაიცავს თქვენს კანს მზის ზემოქმედებისგან. ჩრდილები იყოს ერთი ტონით დაბალი, ვიდრე თქვენი სახის ბუნებრივი ფერი. უმჯობესია, თუ ტონალური კრემი იყოს ტენიანი. ამ შემთხვევაში, თქვენი სახე ახალგაზრდულად გამოიყურება.
წაისვით ცოტა პუდრა ლოყებზე, ასე თქვენი სახე იქნება დახვეწილი და ნაზი.უმჯობესია გამოიყენოთ ატმის ფერი პუდრა.

ყავისფერი ფანქარის დახმარებით აქცენტირება მოახდინეთ წარბებზე. თქვენ იცით, რომ ძალიან თხელი წარბები აღარაა მოდაში? ბუნებრივი წარბები დაგვეხმარება გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად, რომელიც სიცოცხლის უნარიანობას შესძენს ჩვენ ელფერს. გახსოვთ, როგორ უნდა გამოიყურებოდა Odri Hepbern-ის წარბები?


3. ჯანმრთელი და მიმზიდველი ტუჩები

ტუჩები

მარტივი რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ლამაზი ტუჩები.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე უარესია, როდესაც ტუჩები მშრალი და აქერცლილია. ამ შემთხვევაში, ჩვენ დაღლილად და ავადმყოფურადაც კი გამოვიყურებით. თუ თქვენ ეცდებით ტუჩ საცხის წასმას მშრალი ტუჩებზე, უარესი იქნება: ტონი არათანაბრად განაწილდება, შესიებულად ფორმირდება. ეს არასასიამოვნოა და ულამაზოა.
ეს პატარა რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ გქობდეთ ლამაზი და ჯანსაღი ტუჩები, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ ქორფად და ახალგაზრდულად:
.მოამზადეთ გვირილის ნაყენი. ამისათვის უნდა აიღოთ 1 ტომარა გვირილა და 1/2 ჭიქა წყალი. დააცადეთ გაციება.
.ახლა ბამბის ნაჭერი დაასველეთ გვირილის ბულიონში და დაიდეთ ის მთელ ტუჩებზე.
მას შემდეგ აიღეთ ცოტა შაქარი ( არაუმეტეს 1 ს.კოვზისა) და გაანაწილე ბამბის დისკზე თანაბრად. თქვენ მიიღებთ ბუნებრივ ტუჩის სკრაბს, რომელმაც შეიძლება მოაცილოს მკვდარი უჯრედის ნაწილები. ფრთხილად გაიკეთეთ მასაჟი ტუჩებზე.
.ახლა ტუჩებზე მცირე ფენის ვაზელინი წაისვით.
.შემდეგ 10 წუთი მასაჟით, გაიწმინდეთ ვაზელინი.
ასე რომ, ახლა თქვენი ბაგეები გახდა სუფთა, ახალი და ხავერდოვანი. ახლა უნდა აირჩიოთ პომადის ფერი? მნიშვნელოვანია, რომ მთელი მაკიაჟი გამოიყურებოდეს ჰარმონიულად. ამიტომ, თუ გამოიყენეთ ბევრი ტუში და თვალის ჩრდილი თვალის მაკიაჟისთვის, უნდა აირჩიოთ პასტელური ფერები. დაე ეს იყოს მყარი და რბილი ვარდისფერი ტონი.
თუ თქვენ გამოიყენეთ არამკვეთრი ჩრდილი და თვალების მსუბუქი მაკიაჟი, შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ პომადის ნათელ ფერებზე, მაგალითად, ალუბლისფერი ან ნარინჯისფერი.
ნუ დაგავიწყდებათ: თუ გინდათ, რომ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად მაკიაჟის მეშვეობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხარისხიანი ტონალური კრემი, ნათელი ფერის. და რაც მთავარია- ძალიან არ გადატვირთოთ სახე მაკიაჟით.





8 მაისი
















0
115
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0