x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამამ მის გოგონაზე მოძალადე მამაკაცი როგორც კი გაანთავისუფლეს სასამართლო დარბაზშივე მოკლა დანების ზუსტი სროლით

image ვინც რა უნდა თქვას როგორც არ უნდა წარიმართოს ამ კაცის მომავალი, მან გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა.
რუსეთის ერთერთ ქალაქში გავლენიანმა პირმა გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა, ხოლო როდესაც გოგონას ოჯახმა საჩივარი შეიტანა შესაბამის უწყებაში მათ ხალხი მიუგზავნეს და სოლიდური თანხა შესთავაზეს საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, ოჯახის უფროსმა მოსულებს პირდაპირ მიახალა: მე ჩემი შვილის ღირსებას ფულზე არ ვყიდი!
გოგონას მამას რამდენჯერმე დაესხნენ თავს დაშინების მიზნით, მაგრამ ყოფილმა ავღანელმა მომხვდურები ყოველთვის ნაცემი გაისტუმრა.
დაინახა რა საქმის გაჭიანურება გოგონას მამამ თავად დაიწყო მზადება მოძალადეზე შურის საძიებლად, მაღაზიებში დანების ყიდვით ყურადღება, რომ არ მიექცია თავადვე დაამზადა დანები და რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის 24 საათი ვარჯიშობდა გოგრაზე დანების სროლაში, მანამ სანამ ყოფილმა მედესანტემ არ აღიდგინა ის მონაცემები რაც მას გააჩნდა ავღანეთში ბრძოლის დროს.
სასამართლოში დაინიშნა განაჩენის გამოტანის დღეც, არავინ იცის რა რაოდენობის ქრთამი აიღო მოსამართლემ, მაგრამ მის მიერ გამოტანილი განაჩენი არანაირ კანონს და ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, ასევე ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ნაფიცი მსაჯულების მიერ მოძალადის უდანაშაულოდ ცნობა.
მოსამართლემ მოძალადეს 8 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და სასამართლოს დარბაზიდან მისი განთავისუფლება ბრძანა.
მოძალადემ დაზარალებული გოგონას მამას დამცინავი სახით გადმოხედა და სწორედ მაშინ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, გოგონას მამამ უსწრაფესი სამი გასროლით სამი დანა ჩაარჭო შვილზე მოძალადეს და ადგილზევე მოკლა. სამიდან ორი დანა გულში მოხვდა მოძალადეს, ხოლო მესამე აორტაში. დარჩენილი დანები გოგონას მამამ სასამართლოს დაცვის სამსახურს გადასცა და თავისი საქციელი სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენით ახსნა, ჩემმა გოგონამ ორჯერ სცადა მასზე ძალადობის მერე თავის მოკვლა და მხოლოდ იღბლის წყალობით გადარჩა, დღესაც კი ფსიქიატრთან მკურნალობს–ასე დაასრულა თავისი სიტყვები დაკავებულმა შურისმაძიებელმა.

3
1599
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1599
  
2017, 13 ოქტომბერი, 19:20
კარგად უქნია. ღორი ღორულად უნდა მოკვდეს!
2017, 26 აპრილი, 14:23
ხსნის ჩვეულებრივად ჩემთან, გარე რესურსის ლინკის დადებაზე დამბლოკავენ. ვიდეოს დავდებ და ნახე... იგივე სათაურით იქნება
2017, 26 აპრილი, 13:41
არ აჩვენებს. youtube-ის ლინკი დამიწერე.
0 1 3