x
image
alex999
10 პრეისტორიული არსება, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა!

დაახლოებით 200 000 დან 20 000 წლამდე დათარიღებით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებობდნენ ნეადერტალები. ადამიანები, რომელბიც თანამედროვე ადამიანებზე უფრო მაღლები და ძლიერები იყვნენ. დღეს, როგორც ადამინები შესუსტდნენ, იგივეს თქმაც შეიძლება ცხოველებზე, თუმცა პრესიტორიულ ხანაში არსებობდნენ ისეთი ცხოველები, რომლებიც ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ.


1. deinosuchus


imageimage


ასე რომ ვთქვათ, პრესიტორიული ნიანგი. როგორც ცნობილია, 70 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. მტაცებლების სიმაღლე 10 მეტრამდე აღწევდა და ძირითადად დინოზავრებით იკვებებოდნენ. განსაკუთრებულად ძლიერი კბილებით 1, 8 ტონიან არსებებთან ორთაბრძოლისთვის ყოველთვის მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. დინოზავრების ყველაზე საშინელი სახეობის- ტირანოზავრის ერთ-ერთი სერიოზული მეტოქე იყო.





2. Paraceratherium


imageimage


ცნობილია როგორც, პრეისტორიული ურქო მარტორქა. წარმოდგენილია პერიოდის ყველაზე მსხვილი ხმელეთის ძუძუმწოვარი. 23 მილიონი წლის წინ მთლიანად გადაშენდნენ. სიმაღლეში 5 მეტრას აღწევდნენ, ხოლო წონით 20 ტონამდე. თუ შევადარებთ აფრიკულ სპილოებს, მაშინ მივხვდებით, რომ აფრიკული სპილოები, ამ პრეისტორიულ არსებასთან ჯუჯები ითვლებოდნენ.





3. Archelon


imageimage


არქელონები დაახლოებით 80 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ ჩვენს პლანეტაზე. ისინი თანამედროვე კუების წინაპრები არიან. სიმაღლეში 4 მეტრას, ხოლო სიგანეში 5 მეტრას აღწევედნენ. ცოცხლობდნენ 100 წელიწადზე მეტს!





4. Titanoboa


imageimage


არსებობდნენ 60 მილიონი წლის წინათ, როდესაც დინოზავრები გადაშენების პირას იყვნენ. სიგრძეში 12-20 მეტრას აღწევდნენ, ხოლო წონით 1 ტონამდე. პრესიტორიული პერიოდის ყველაძე ძლიერი ქვეარმავლის სტატუსი ტიტანობოებს მიენიჭათ. ძირითადად ნიანგებით და კუებით იკვებებოდნენ.





5. Gigantopithecus


imageimage


დედამიწაზე ბინადრობდნენ 100 000 წლის წინ. ყველაზე დიდი მაიმუნის სახეობა, რაც კი დღემდე არსებულა. სიმაღლეში 3 მეტრს, ხოლო წონით 500 კილოგრამამდე აღწევდნენ. მათ ოჯახს ეკუთვნებიან ორანგუტანები.





6. Megalania


imageimage



მეგალანიები, კომოდოს დრაკონის წინაპრები არიან. 30 000 წლის წინათ გადაშენდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა აბორიგენებს ეს არსებები ენახოთ. მეგალანიები სიგრძეში 7 მეტრს აღწევდნენ, ხოლო წონით 450 კილოგრამს. ხვლიკისებრთა ოჯახის უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ.





7. Megalodon


imageimage


მეგადოლონი ზვიგენების წინაპარია. 2.6 მილიონი წლის წინ საბედნიეროდ გადაშენდნენ. წყლის ბინადრებიდან ყველაზე საშინელები და ამავდოროულად ყველაზე დიდიებიც იყვნენ. მეგადოლონების სიგრძე 18 მეტრს აღწევდა. იკვებებოდნენ ყველა არსებით.





8. ფავუსხაზია (ტერორის ფრინველები)


imageimage

ფრინველები, რომლებიც ვერ დაფრინავდნენ. ბინადრობდნენ სამხრეთ ამერიკაში და გადაშენდნენ 2, 5 მილიონი წლის წინათ. სიმაღლეში 3 მეტრამდე იზრდებოდნენ და იკვებებოდნენ ხორცით.





9. ბანჯგვლიანი მარტორქა


imageimage


ბოლო გამყივარებმადე, ბანჯგვლიანი მარტორქები მრავლად იყვნენ მოდებულნი ევროპისა და აზიის კონტინენტზე. გარდა ამისა ისტორიკოსების ცნობით, ქრისტეს შობამდე 8000 წელს, ამ ჯიშის მარტორქების ხილვა ციმბირშიც შესაძლებელი ყოფილა. სხეულის პარამეტრები თითქმის დღევანდელი მარტორქების თანაბარია, თუმცა ისინი უფრო მსხვილები იყვნენ. ბანჯგვლიანი მარტორქების წინა რქა 70 სანტიმეტრამდე იზრდებოდა.





10. Megatherium


imageimage

ეკუთვნიან ზარმაც ცხოველთა ოჯახს. იზრდებოდნენ 6 მეტრამდე და წონაში 4 ტონას აღწევდნენ. როგორც ბანჯგვლიანი მარტორქები, ასევე მეგათერიუმებიც, ქრისტეს შობამდე 8000 წელს, ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდნენ - ამტკიცებენ მეცნიერები.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



{თქვენთვის საინტერესო}


1. ისინი 18 წელია უკვე, რაც ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობენ

2. ნაკლებად ცნობილი 19 ისტორიული ფოტო, ფოტოგრაფიის არქივიდან!

3. რომელ თვეში, რომელი თევზი უნდა ვჭამოთ?

4. ულამაზესი ქვეყნები, რომლებიც მცირე მოსახლეობით გამოირჩევიან

5. როდესაც მათ საფლავი გახსნეს, შოკისმომგვრელი ფაქტის თვითმხილველები გახდნენ!

3
935
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
935
  
2017, 25 აპრილი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი alex999-ის კომენტარზე
2017, 25 აპრილი, 21:56
ასე ძაან გეშინია?
2017, 25 აპრილი, 21:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3