სიახლეები სინამდვილეში რა არის და რა თვისება აქვს ენდროს - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 15 აპრილი, 0:45 ![]() ![]() იგი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ასკორბინისა და ღვინის მჟავას, პექტინებს, შაქარს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვი. ნედლეულს ამზადებენ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე ან აგვისტოს დასაწყისიდან ყინვების დადგომამდე. ფესვს იღებენ, ასუფთავებენ მიწისა და გაუხეშებული ნაწილებისგან, არ რეცხავენ, აშრობენ საშრობში 45 °C-ზე ან მოჩრდილულ ადგილზე. ასე შენახული პროდუქტის გამოყენების ვადა 2 წელია. ![]() ხალხურ მედიცინაში ენდროს ფესურის ნაყენით მკურნალობენ ელენთის ანთებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას. მცენარეს იყენებენ ასევე დამხმარე საშუალებად ძვლის ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს. ![]() ენდროზე დამზადეულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, წყლულებისა და დერმატომიკოზების სამკურნალოდ. ფესურის ნახარშს გარეგანად იყენებენ კანის კიბოს სამკურნალოდაც. ნაყენი: 200 მლ. გამოხდილი წყალი გააცხელეთ 80-85 გრადუსამდე, ჩაყარეთ მასში 20 გ. მშრალი ფესვი, დააყოვნეთ 2-3 საათით და გაწურეთ. მიღებული ნაყენი მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ 75 მგ-ის ოდენობით. აღნიშნული პრეპარატი შეუცვლელია შარდმდენი გზების დაავადებების დროს. ![]() ენდროს ექსტრაქტი: ექსტრატით მკურნალობა ეფექტურია თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, საშარდე გზების ინფექციისა და სხვა დაავადებების დროს. პრეპარატის მიღების დროს შარდი წითელ შეფერილობას იღებს, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. ხოლო თუ შარდი ძალიან კაშკაშა წირელი გახდა, ენდროს ექსტრაქტის მიღება დროებით უნდა შეწყდეს. ენდროს ფესვის ახალგამოწურული წვენი ეხმარება რაქიტისა და დისმენორეას (მტკივნეული მენსტრიაცია) დროს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენდროზე დამზადებულ პრეპატარების ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ტკივილი და გამწვავდეს ქრონიკული უროლოგიური დაავადებები. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 11789 8-ს მოსწონს
|