x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120588
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492650
მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო
image


ყველას ვინც პარკში ხვდება, რომელშიც ხეები გამონასკვული და ერთმანეთზე გადახლართულ-შეზრდილი არის, ეჩვენება, რომ არარეალურ, ზღაპრულ სამყაროში მოხვდა… მაგრამ, აქ ფანტასტიკური არაფერია – ეს უბრალოდ, არბოქანდაკებები (ლათ. arbor — ხე, sculptura — ქანდაკება, სკულპტურა) არის.

არბოსკულპტურის ხელოვნების ფუძემდებელი აქსელ ერლენდსონია (Axel Erlandson) (1884 – 1964). ის ფერმერი იყო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ექსპერიმენტებს ატარებდა: ის დამხმარე მოწყობილობების მეშვეობით, სხვადასხვა ფორმებს აძლევდა მცენარეების ღეროებს და ხეებს საკუთარი დიზაინით ზრდიდა. მისმა მცენარეებმა მსოფლიოში «ყველაზე უცნაური ხეების» სახელი დაიმკვიდრეს, ხოლო თავად ავტორი, საკუთარ ქმნილებებს, «ხეების ცირკს» ეძახდა. სამწუხაროდ, აქსელ ერლენდსონი ისე გარდაიცვალა, რომ უნიკალური ხეების შექმნის საიდუმლო არავის გაუმხილა.


image


ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აქსელს ჰობი ჰქონდა. ის ჩვეულებრივი ფერმერი იყო და თავისი საქმიანობის პარალელურად, ხეებით «ქსოვით» ერთობოდა. 1945 წელს მან მიწის ნაკვეთი შეიძინა კალიფორნიაში და თავისი დიზანიით შექმნილი საუკეთესო ნიმუშები, საკუთარი ბაღიდან იქ გადარგა და ამ უჩვეულო ბაღს — Tree Circus («ხის ცირკი») დაარქვა. ცირკი ტურისტებისთვის 1947 წელს გაიხსნა და შემდეგ, ათწლეულების მანძილზე, ის ხეებს «ასწავლიდა», თუ როგორ უნდა გაზრდილიყვნენ.


image


ექსპერიმენტებს, ძირითადად არყის, იფნის, თელას და მტირალა ტირიფის ხეებზე ატარებდა. მათგან ღეროს მარყუჟებს, გულებს, ხრახნილისებურ კიბეებს, რგოლებს, ფრინველების გალიებს, კოშკებს და კიდევ სხვა, უამრავი სახის ცოცხალ ქანდაკებებს ქმნიდა.


image


უნიკალური ხეების შესახებ პრესაშიც დაიწერა და «ხეების ცირკი» სულ მალე გახდა პოპულარული. საზოგადოების და მეცნიერთა დიდი ინტერესის მიუხედავად, ერლენდსონი არავის უყვებოდა ხეების «გაწვრთნის» საკუთარი ტექნოლოგიის შესახებ. როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ როგორ აიძულებდა მათ საკუთარი თარგით გაზრდას, ის ყოველთვის პასუხობდა: «მე მათ ვესაუბრებიო».



image


1963 წელს, 79 წლის ასაკში, აქსელ ერლენდსონმა კალიფორნიის ნაკვეთი 12 000 დოლარად გაყიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, გარდაიცვალა და თან წაიღო ხეების გაზრდის უნიკალური ტექნოლოგია. მან თავისი ცხოვრების 40 წელი არბოსკულპტურებს მიუძღვნა და ცოცხალი ხეებით, 30-მდე შედევრი შექმნა.


image


1977 წ. ნაკვეთი კიდევ ერთხელ გაიყიდა, მაგრამ ამჯერად, ის კომერციული მიზნებისთვის შეიძინეს. პროექტის თანახმად, ხეები უნდა მოეჭრათ და ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები აეშენებინათ. ჯოზეფ კეჰილმა, რომელიც პროფესიით ლანდშაფტების დიზაინერი იყო, მიწის ახალ მფლობელს 10 ათასი დოლარი გადაუხადა და 2, 5 წლით პროექტის გადავადება სთხოვა. ეს დრო მას ხეების სხვა ადგილზე გადასატანად ესაჭიროებოდა.

როდესაც ინფორმაცია, უნიკალური ხეების მოჭრის შესახებ, პრესაში მოხვდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ახალმა პატრონმა ვეღარ შეძლო თავისი ჩანაფიქრის განხორციელება.


image

image

1985 წელს ხეები მილიონერმა მაიკლ ბონფანტემ, Nob Hill Foods პროდუქტების ქსელის და გილროიში (ქალაქი კალიფორნიის შტატში) Tree Haven-ის ხის საშენი მეურნეობის მფლობელმა გამოისყიდა და 24 ხე თავის გასართობ პარკში – Bonfante Gardens გადარგა. ამჟამად ამ პარკს Gilroy Gardens პარკი ჰქვია.

image

image

imageimageimageimageimage

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმსოფლიოს მე-8-ე საოცრება

საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ

რატომ «უმზერს» მზესუმზირა ყოველთვის მზეს – აღმოჩენილია მცენარის მობრუნების «მექანიზმი»

არამიწიერი სილამაზე - გლიცინიას “ჩანჩქერი" იაპონიაში

მულტიკულტურული მემკვიდრეობა და ყურძნის უჩვეულო ჯიშები

მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება

0
1638
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0