x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
დღეში 1 ცალი ეს პროდუქტი ინსულტის პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი ხერხია! - გაითვალისწინეთ!
image

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ინსულტის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი მეთოდია ჩვეულებრივი ქათმის კვერცხის მოხმარება. ამ სფეროში კვლევები 1982 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის მანძილზე ბევრი პრაქტიკული ცდაც ჩატარდა, რომლებიც წინასწარ თეორიული საფუძვლით იყო გამყარებული.


image

მასშტაბურ კვლევაში ასი ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. კვლევების ფარგლებში, კვლევისპირებს ყოველდღიურად აჭმევდნენ ერთ ცალ მოხარშულ კვერცხს. რამდენიმე თვის შემდეგ მათ სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. შედეგების გაანალიზების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დღეში მხოლოდ ერთი კვერცხის გამოყენება იშემიური დაავადებების განვითარებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ, ინსულტის თავიდან აცილების შანსს 12%-ით ზრდის.


image
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, რატომ ახდენს მოცემული პროდუქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ამგვარ გავლენას. ვარაუდობენ, რომ ცილა, რომლითაც მდიდარია კვერცხი, ხელს უწყობს სისხლის წნევის ნორმალიზებას, რაც, თავის მხრივ, ინსულტის განვითარების რისკს აქვეითებს. თუმცა გაურკვეველია, იმავე მიზეზით რატომ არ ახდენს აღნიშნული პროდუქტი გავლენას გულის იშემიურ დაავადებაზე.

დღეისთვის ინსულტს მეხუთე ადგილი უჭირავს იმ დაავადებებს შორის, რომლებიც ლეტალური შედეგით მთავრდება. მედიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ 20%-ში სიკვდილი დგება სამედიცინო დახმარების დროულად ვერ აღმოჩენის გამო.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორი არტერიული წნევაა ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის - ეს ბევრმა არ იცის!

image

2. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image

3. ამ მეთოდით ადამიანს ინსულტის გადატანაში დაეხმარებით - ერთადერთი საგანი, რომლითაც სიცოცხლის

image

4. როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა მარტო ყოფნისას - ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ დროს გადაგარჩენთ!

image

5. 4 სიმპტომი იმისა, რომ ადამიანს ინსულტი უახლოვდება - ამით შეიძლება სიცოცხლე იხსნათ!

image


უფრო მეტი სასარგებლო სტატია იხილეთ ბმულზე.





0
380
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0