x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გველების «ქორეოგრაფები» და ცეკვა კობრული

image


«კობრას ცეკვა» – ამ სიტყვების გაგონებისთანავე, ყველას კალათიდან ამოსული გველი და საყვირიანი ინდოელი მამაკაცი ახსენდება. ჩვენთვის ეს ეგზოტიკური წარმოდგენა არის, სარისკო ტრიუკებით და აუწერელი შეგრძნებებით. ხოლო, ნებისმიერი ინდოელისთვის – ქალაქის მოედნებზე გამართული ჩვეულებრივი წარმოდგენა და ამავდროულად, ნამდვილი ხელოვნება პროფესიონალებისთვის.
imageგველების შემლოცველი — უძველესი და საოცარი პროფესია არის ინდოეთში. თუმცა, ამ ქვეწარმავლების შელოცვის ხელოვნება ძველ ეგვიპტეში ჩაისახა და უკვე იქიდან აზიის ქვეყნებში გავრცელდა. ყველა დროის, ყველაზე ძლიერ შემლოცველად შეიხი მუსა ითვლება ლუქსორიდან (ეგვიპტე). ამ პროფესიის პოპულარობა XX საუკუნეში გაიზარდა და ფართოდ გამოიყენებოდა ინდოეთში, ტურისტების მისაზიდად. დღეს ამ ქვეყანაში, 7 ათასამდე პროფესიონალი შემლოცველი არის. მათთვის სპეციალური კონფერენციებიც კი ტარდება, რომელზეც დელეგატები საკუთარი გველებით იკრიბებიან და საოცარ ტრიუკებს ატარებენ. მაგრამ, მაყურებლის ყველაზე დიდ აღფრთოვანებას კობრების ცეკვა იწვევს.
ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ სინამდვილეში, კობრა არ ცეკვავს, რადგან მას საყვირის ხმა არ ესმის. გვერდიდან ისე ჩანს, რომ თითქოს გველი მელოდიის რიტმზე მოძრაობს. მაგრამ, რეალურად, ის საყვირის მოძრაობას მიჰყვება და ვიბრაციაზე რეაგირებს, რომელსაც შემლოცველი, საყვირზე დაკვრის დროს, ფეხის მიწაზე დარტყმით ქმნის. აი ასე იქმნება ცეკვის ილუზია, რომელიც ადამიანებს ნუსხავს. გარდა ამისა, გველების გაწვრთნისას, საყვირით დარტყმაც გამოიყენება და როდესაც მას ასეთი საფრთხე ექმნება, ქვეწარმავალი მის თავიდან აცილებას ცდილობს და აქეთ-იქით იხრევა, რაც დამატებით ილუზიას ქმნის, «მუსიკალური ნომრის» წარმოდგენისას.

ყოველივე ამის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვამტკიცოთ, რომ კობრას სმენა არა აქვს და ცეკვითაც არ ცეკვავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემლოცველების სიცოცხლეს, ქვეწარმავლებთან მუშაობის დროს, საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გველებს შხამს კბილებიდან წინასწარ აცლიან.


0
417
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0