x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137501
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება
image

image

როგოიც არ უნდა გემრიელი და სასარგებლო იყოს მომზადებული კერძი, მეორედ გაცხელების შემთხვევაში, შეიძლება ყველა სასარგებლო თვისება დაკარგოს. გარდა ამისა, გაცხელებულ კერძს შეუძლია მოწამვლის ან კუჭთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ზოგიერთი კერძი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ.

თერმული დამუშავების დროს, პროდუქტი კარგავს ვიტამინების და მიკროელემენტების ნაწილს, ხოლო ყოველი მომდევნო გაცხელების შემდეგ, პროდუქტის სასარგებლო თვისებები სულ უფრო მეტად მცირდება. მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაცხელების შემდეგ, კერძში შეიძლება მავნე ნივთიერებები გაჩნდეს, რომლებსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ასეთი კერძების რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და წონის მატება გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმები არ იძლევიან კერძის გაცხელების რეკომენდაციას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან რომელიმეს შეიცავს.

image

1. ნიახური


ნიახური — ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია. და სასარგებლოა ის თერმული დამუშავების შემდეგაც, სანელებლიან სუპებში და პიურეში. მაგრამ სასარგებლო თვისებებს ის მანამდე ინარჩუნებს, ვიდრე კერძს მეორედ გააცხელებენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ნიახური შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა, როდესაც ის უმია ან გავლილი აქვს პირველადი თერმული დამუშავება. მაგრამ, ხელმეორედ გაცხელების შემთხვევაში, ნიტრატები ტოქსიკურ ნიტრატებად და კარცეროგენულ ნივთიერებებად გადაიქცევა, რომელმაც შეიძლება, სიმსივნის წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

image


2. სოკო


სოკოსთან დაკავშირებით მდგომარეობა ისედაც არ არის მარტივი — მიუხედავად იმისა რომ მასში დიდი რაოდენობით ცილები, ამინომჟავები და ვიტამინებია, ზოგიერთი სახეობა, შეიძლება, რთული ასათვისებელი იყოს ორგანიზმისთვის. მაგრამ, პირველადი დამუშავების და მომზადების დროს, წესით, პრობლემა არ უნდა წარმოიქმნას. ხოლო სოკოს კერძის გაცხელების შემთხვევაში, სასარგებლო თვისებების პროდუქტი, შეიძლება, ზიანის მომტანად გადაიქცეს. გაცხელების დროს, ცილა სტრუქტურას იცვლის, რამაც შეიძლება, მუცლის შებერვა, კუჭ-ნაწლავის სპაზმები და მუცლის ტკივილი გამოიწვიოს. როგორც მკვლევარები ამბობენ, სოკოს კერძის შეთბობა, მხოლოდ 70 °С შეიძლება.

image

3. კვერცხი


რა თქმა უნდა, ძნელად საპოვნელია ადამიანი, რომელიც ერბოკვერცხს აცხელებს. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, გაფრთხილება არავის ავნებს: მეორედ გაცხელების დროს, კვერცხი შეიძლება ტოქსიკური გახდეს. აქ იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც სოკოს გაცხელების შემთხვევაში.

image

4. კარტოფილი


კარტოფილის მოყვარულებისთვის ალბათ დიდი მოულოდნელობა იქნება იმის გაგება, რომ ამ პროდუქტის გაცხელება არ შეიძლება. პირველადი თერმული დამუშავების დროს, კარტოფილის სახამებლის დაშლა რამდენიმე უვნიბელ ნაერთებად ხდება. მაგრამ, მეორედ გაცხელების შემთხვევაში, კარტოფილიანი კერძი, შესაძლებელია ბოტულიზმის მიზეზი გახდეს (განსაკუთრებით, ფოლგაში გაცხელების შენთხვევაში). ამიტომ, გასტროენტეროლოგები რეკომენდირებით, პიურე, შემწვარი ან გამომცხვარი კარტოფილი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ. სხვათა შორის, იგივე მიზეზით, კარგი იქნება, თუ კარტოფილ-ფრიზეც უარს იტყვით.

image

5. ქათამი


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქათმის კერძის გაცხელებაც არ შეიძლება. მეორედ გაცხელების შემთხვევაში, სასარგებლო ცილები, რასაც ეს პროდუქტი შეიცავს, მაშინვე ზიანის მომტან ნივთიერებად გარდაიქმნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ გაცხელებული ქათმის კერძი არის გასტრიტის და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების მიზეზი.

image

6. ხორცი

image

ეს პროდუქტი მეორადი თერმული დამუშავების შემთხვევაში, გემოსაც კარგავს და მარტივად ასათვისებელ ცილებსაც. ხორცი ისედაც რთულად მოსანელებელი პროდუქტია და ცილების დაკარგვის შემდეგ, ის უკვე სახიფათო ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. თუ წესად გაქვთ ხორციანი კერძის გაცხელება, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიშნები გაგიჩნდებათ ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით. პრობლემები შეგექმნებათ.

2
19601
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19601
  
2017, 24 მარტი, 15:16
ხაჭაპურის :)
2017, 24 მარტი, 14:44
და რომელი პროდუქტის გაცხელება შეიძლება?
0 1 2