x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ტელეფონი დასველდა

image


თუ ტელეფონი შემთხვევით წყალში ჩაგივარდათ, რაც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მისი გადაგდება და ახალის ტელეფონის შეძენა, საჭირო არ არის.
უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიღოთ წყლიდან, რომ წყალმა შიგნით შეღწევა ვერ მოასწროს და რაც მთავარია, არ ჩართათ შესამოწმებლად, ვიდრე არ გააშრობთ.
imageჯერ ტელეფონი უნდა მოამზადოთ:

image1. ამოიღეთ ელემენტი.
2. ამოიღეთ SIM-ბარათი, მეხსიერების ბარათი და მოხსენით სხვა პერიფერიული მოწყობილობები.

imageამის შემდეგ, უკვე გაშრობაც შეიძლება:

image1. გაწმინდეთ ტელეფონი მშრალი რბილი ქსოვილით. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ამოძრაოთ, რომ წყალმა კორპუსის შიგნით მოძრაობა არ დაიწყოს.
2. გამოიყენეთ მტვერსასრუტი. მას შეუძლია წყალი შეიწოვოს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ ტელეფონის ყველა დეტალი დამაგრებული იყოს.
ყურადღება: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფენი. რადგან ის წყალს კი არ ამოაშრობს, სხვა ადგილზე გადაიტანს, რაც გაშრობას კიდევ უფრო გაართულებს.
3. ჩადეთ ტელეფონი ბრინჯში 24 საათით, რადგან ის ძალიან კარგად იწოვს ნესტს.

imageმხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება ტელეფონის აწყობა და შემოწმება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ტელეფონით უკვე ნამდვილი კოცნის გაგზავნა შეიძლება

* NOKIA ბაზარზე ბრუნდება

* iPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზე

* ექსტრემალური შემთხვევები და მობილური ტელეფონების ფუნქციები

* მობილური ტელეფონები ახლა და 20 წლის წინ. როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება

0
807
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
807
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0