x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
მსხვილი ნაწლავის კიბო-პირველი სიმპტომები
image

მიუხედავად იმისა, რომ მსხილი ნაწლავის კიბო ხანდაზმულთა დაავადებად მიიჩნეოდა, სულ უფრო ახალგაზრდავდება იმ პაციენტთა რიცხვი, ვისაც ამ ამ დიაგნოზს უსვამენ.

მსხვილი ნაწლავის კიბო ძალიან ნელა ვითარდება.ამის გამო, შემთხვევათა 70%-ში კიბოს აღმოჩენა მესამე ან მეოთხე სტადიაში ხდება, მაშინ, როცა დაავადების პირველ სტადიაზე განკურნების შანსი 95%-ია. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს მსხვილი ნაწლავის კიბოს, რათა დროულად მივმართოთ ექიმს.


ერთერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია რექტალური ანუ ნაწლავური სისხლდენა. თუ სისხლი შენიშნეთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა სისხლდენა აღარ განმეორდეს და დიდი ხნის მანძილზე თავი აღარ შეგახსენოთ, რის გამოც ექიმთან ვიზიტს გადადებთ, ამასობაში კი სიმსივნე ნელ-ნელა განვითარდება. სისხლდენა შესაძლოა ვერც შენიშნოთ, სისხლის დაკარგვის შედეგად კი ანემია განვითარდება.


სიმსივნე იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს მუცელში, დისკომფორტს, სპაზმს.აღინიშნება გულისრევა და შებერილობა.

ყურადღება მიაქციეთ ფეკალური მასის ცვლილებას, თუ მასა შედარებით დავიწროვდა ეს შესაძლოა მსხვილი ნაწლავის კიბოზე მიუთითებდეს. ზოგჯერ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს უჩნდებათ შეგრძნება, თითქოს ნაწლავების დაცლა უნდათ, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ მთავრდება.

როგორც ნაწლავების, ისე სხვა ორგანოს სიმსივნე წონის უეცარ კლებას იწვევს.ადამიანი საკმარის საკვებს იღებს, მაგრამ ორგანიზმი საკვებ ნივთიერებებს ვეღარ ითვისებს.


არ დატოვოთ უყურადღებოდ არცერთი სიმპტომი. დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე მნიშვნელოვნად ამარტივებს მის მკურნალობას. ყველაზე გავრცელებული სკრინინგ ტესტია კოლონოსკოპია, განავლის ანალიზი კი საშუალებას იძლევა მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ცვლილებები იქნას აღმოჩენილი.

0
5429
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
5429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0