x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით 23 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა უცხოპლანეტელებთან ბრძოლაში
image
შოკისმომგვრელი საბუთები, რომლებიც 23 ჯარისკაცის უცნაურ სიკვდილზე იუწყება, ( უცხოლანეტელების მიერ გაქვავებულები), აღმოჩენილი იქნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აქივში ათასობით გასაიდუმლოებულ ფაილებს შორის, იუწყება Daily Express.

საბუთში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, როდესაც 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვმა ძალაუფლება დაკარგა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მრავალი ფაილი მოხვდა ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში. მათ შორის სავარაუდოდ აღმოჩნდა 250 ფურცლიანი საქმე უფო-ს თავდასხმაზე ფოტოსურათებით და მოწმეთა ჩვენებებით.

image

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეფშის მსგავსი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გამოჩნდა ციმბირში სამხედრო ბაზის თავზე და ჩამოგდებული იქნა რაკეტის მეშვეობით. მოწმეთა თქმით, ჩამოვარდნილი აპარატის ნამსხვრევებიდან გამოძვრა ხუთი საშუალო სიმაღლის დიდ თავიანი და დიდი შავი თვალებიანი ჰუმანოიდი. მათ საბჭოთა ჯარისკაცების მიმართულებით გაუშვეს თეთრი მბრწყინავი სფეროსებრი სინათლის ბურთი, რომელიც გუგუნებდა და შიშინებდა. უცნაური ობიექტი აფეთქდა და 23 ჯარისკაცი ქვად გადააქცია. მომხდარის თვითმხილველია უცხოპლანეტელებთან ბრძოლაში გადარჩენილი ორი ჯარისკაცი.


სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაქვავებული
ჯარისკაცების ნაშთები გადაცემული იქნა მოსკოვის ოლქის საიდუმლო სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. სპეციალისტების აზრით, იმ ენერგიის წყარო, რომელმაც წამში შეცვალა ჯარისკაცების სხეულის სტრუქტურა, გადააქცია რა ნივთიერებათ, რომლის მოლეკულური სტრუქტურა კირქვას გვაგონებს, დღემდე უცნობია დედამიწელებისთვის.


ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში დაამატეს, რომ თუ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ეს დოკუმენტები რეალურ მოვლენებს აღწერს, მაშინ ეს უაღრესად
საშიში შემთხვევაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ უცხოპლანეტელები ფლობენ ისეთ იარაღს და ტექნოლოგიებს, რომლებიც სცილდება ჩვენი წარმოდგენის ფარგლებს.

(გამოცემის ავტორები შეგვახსენებენ, რომ ფრთხილად უნდა მივუდგეთ იმ
დოკუმენტებს, რომლებსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ავრცელებს ინტერნეტში, იმდენად, რამდენადაც ისინი შეიძლება დეზინფორმაციის მატარებლები იყვნენ.)


თვით საწყისი დოკუმენტი თარიღდება 1993 წლის 27 მარტით და წარმოადგენს
უკრაინული გაზეთის «Вечерний Тернополь»-ის ამერიკული დაზვერვის
სპეციალისტების თარგმანს.



იხილეთ ასევე:

1. აფრიკის ტომების მისნების შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება...



2. რუსეთის ქვეშ ადუღებული ლითონის აჩქარებული „მდინარე“ აღმოაჩინეს


3. მეცნიერებმა ნაცისტების სკივრი აღმოაჩინეს უცხოპლანეტელების ძვლებით!!!


4. მაგნიტურ დღეებს შეხვდით მომზადებული- ექიმები გვირჩევენ



1
1441
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
1441
  
2017, 7 მარტი, 11:44
შეცდომაა სტატიაში, კერძოდ ნამსხვრევებიდან ხუთი კი არა ექვსი დიდ თავიანი და დიდი შავი თვალებიანი ჰუმანოიდი გამოძვრა. ეს ამერიკელების მორიგი ბოდიალიაააააა, როგორ ყველაფერი გჯერათ
0 1 1