x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სუსლოვი 1961 წელს _ „ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა აფხაზეთიდან უნდა დაიწყოს. სამეგრელოს და სვანეთს კი საჭიროა ავტონომია მიეცეს“.
image
სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხაილ სუსლოვის მოხსენება 1961 წელს: „დღეს თუ არა, ხვალ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებენ კომუნიზმის წინააღმდეგ . ქართველებთან ბძოლა აფხაზეთიდან უნდა დაიწყოს. სამეგრელოს და სვანეთს, ავტონომია უნდა მიეცეს. მათში ცალცალკე უნდა გაღვივდეს ეროვნულ-ნაციონალური გრძნობები. საჭიროა ყველას დარწმუნება, რომ ქართველები ჩასახლებული არიან აფხაზეთში. აღმოსავლეთ საქართველო უნდა დაუპირისპირდეს დასვლეთ საქართველოს. ამის შემდეგ უნდა შესრულდეს შუამავლის როლი“.


მანამდე, ნიკიტა ხრუშჩოვი ჯიუტად იმეორებდა: „თუ ქართველები ცუდად მოიქცევიან, აფხაზებს გადავკიდებთ“.


აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტი, რეაქციული წრეებიდან რუსეთის მაღალი რანგის
პოლიტიკოსების და სამხედროების მიერ ათწლეულების მანძილზე კარგად დაგეგმილი
შეთქმულების ლოგიკური დასასრული იყო. კონფლიქტის ისტორიოგრაფიის გადახედვა ნათლად სცემს პასუხს კითხვაზე, ვის ინტერესებში შედიოდა და რა მიზნებს ემსახურებოდა საომარი მოქმედებების ესკალაცია.

მოვიყვანთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს:

1801 წელს რუსეთმა უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი პრაქტიკულად განხორციელებული ანექსიით და გაანადგურა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.





1811 წელს რუსეთმა ცალმხრივად, ყოველგვარი შეთანხმების დარღვევით გააუქმა
ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ღვთისმსახურების რუსულ ენაზე შემოღება დაიწყო.


1870 წელს რუსეთმა საქართველოს აფხაზი მოსახლეობის გენოციდი განახორციელა სახელწოდებით «мохаджирство».


1945 წელს ცკ-ს ყოფილი მდივანი, იმყოფებოდა რა დასასვენებლად სოხუმში, პარტიის
რეგიონალური კომიტეტის პირველ მდივანთან, მგელაძესთან შეხვედრაზე განაცხადა: „
არსებობს აზრი გაერთიანდეს აფხაზეთის კურორტები და სოჭი და შეიქმნას ერთიანი
საკურორტო ოლქი შავი ზღვის სანაპიროზე მოსკოვის უშუალო დაქვემდებარებაში“.


1948 წელს, სოხუმში დასავენებლად მყოფი პოსკრებიშევი უბრუნდება მოსკოვის
დაქვემდებარების ერთიანი საკურორტო რეგიონის შექმნის საკითხს: „როგორ შეხედავენ აფხაზი და ქართველი ამხანაგები, თუ გაერთიანდება სოხუმი, ახალი ათონი, გუდაუთა და გაგრა სოჭთან და შეიქმნება ერთიანი საკურორტო ოლქი მოსკოვის დაქვემდებარებაში?“
image
1956 წლის 9 მარტს ხრუშჩოვის მითითებით თბილისში უმოწყალოდ იქნა ჩაცხრილული მავზოლეუმიდან სტალინის გამოტანის საწინაარმდეგოდ გამართული სტუდენტური სამშვიდობო დემონსტრაცია. დემონსტრაციის დარბევას მოყვა მასობრივი მღელვარება, რაზეც ხრუშჩოვმა უპასუხა „გამაფრთხილებელი“ განცხადებით: „მიაყენეთ ვაგონები და გადაასახლეთ ყველა ქართველი საქართველოდან“. 60-იანების დასწყისში კი იმავე ხრუშჩოვმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა: „ქართველებო, აბა მიყურეთ! აი, გადაგკიდებთ აფხაზებს...“. სწორედ მაშინ, ხრუშჩოვმა გამოიძახა აფხაზეთის რეგიონალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი და მოთხოვა კომიტეტის აქტივის შეკრება, რომელსაც აფხაზების სახელით განაცხადი უნდა გაეკეთებია აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან შეერთების თაობაზე.



1977 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო მორიგი გადაწყვეტილება საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადების შესახებ. სტუდენტები, ინტელიგენცია და მთელი საზოგადოება საქართველოში გამოვიდა სახელმწიფო ენად ქარტული ენის სტატუსის შენარჩუნებისთვის. დაიწყო მასობრივი მღელვარება და გამოსვლები. შედეგად გადაწყდა დარჩეს ისე, „როგორც არის“.


ზემოთ მითითებულ ავტორებს არ ჩამორჩებიან თანამედროვე რუსი პოლიტიკოსები. მაგალითად - ალექსანდრე ვაშჩენკომ განაცხადა, „მთავარი ამოცანაა - მოვსპოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დავყოთ ის რამდენიმე ნაწილად“.


რუსეთის დუმის ვიცე -სპიკერი ჟირინოვსკი კი აცხადებს: „როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ საქართველოს აღარ ველოლიავებით. მაშინვე მოვახდენთ ნაციონალ-შოვინისტების ლიკვიდაციას და შევუერთებთ მას რუსეთს“.


დოკუმენტალურ და ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ აფხაზეთის კონფლიქტის პროვოკაცია მზადდებოდა კრემლის კაბინეტებში, ხოლო აფხაზეთის აღება - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში.


ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე აფხაზეთში, მთლიან იგნორირებას უკეთებდა რა საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, რუსეთი ცალმხრივად ახორციელებდა აფხაზეთის რეჟიმთან სხვადასხვა ტიპის შეთანხმებების
გაფორმებას. მათ შორის, 1992 წლის 19 მარტს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის განკარგულებით სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეთა ხელმძღვანელობას დაევალათ პირდაპირი სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობის დამყარება აფხაზეთთან. რუსეთის მხარდაჭერაში დარწმუნებული არძინბა
საომარი მოქმედებების დაწყებამდე იწყებს თავისი შეიარაღებული ფორმირებების
შექმნას, რომლისთვისაც იარაღს იღებდა ბომბორას (გუდაუთა) სადესანტო პოლკიდან. აღნიშნული სამხედრო ბაზა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ოფიციალურად დახურულად არის გამოცხადებული, დღევანდლამდე ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს აფხაზეთის სეპარატული რეჟიმის მხარდაჭერაში.


იმავე პერიოდში აფხაზეთში ხდება კრიმინალური მდგომარეობის პროვოცირებული გაუარესება - ძარცვავენ სატვირთო ეშელონებს, თავს ესხმიან ქართველ მაღალჩინოსნება და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის მხარდაჭერით და კრემლის ინსტრუქციებით გათამამებული არძინბა კონფლიქტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მიზანმიმართულად, განგებ ძაბავს ურთიერთობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უკვე ღიად აცხადებს: „... ნებისმიერ ფასად ვაიძულებთ ქართველებს რომ ჩვენ გვესროლონ ...“.


მიუხედავად იმისა, რომ არძინბას თანხმობით მოხდა საქართველოს ნაციონალური გვარდიის ნაწილების აფხაზეში შეყვანა სარკინიგზო მაგისტრალის დაცვის და ტვირთის
უსაფრთხოდ გადატანის უზრუნველყოფის მიზნით, ცეცხლი პირველად აფხაზეთის
არაკანონიერმა ფორმირებებმა გახსენეს მისივე (არძინბას) უშუალო ბრძანებით, რუსეთის საინფორმაციო საშუალბების მიერ ამ მოვლენების გაშუქებისას კი საქართველო დაახასიათებული იქნა, როგორც აგრესორი.


საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე რუსეთის როლი კიდევ უფრო მეტად გამოვლინა. კონფლიქტის დაწების პირველივე დღიდანვე გუდაუთის სამხედრო ბაზიდან დაიწყო სეპარატისტებზე შეიარაღების და საბრძოლო ტექნიკის გადაცემა, რის შედეგადაც დაახლოებით თვენახევარში შეიარაღებულ სეპარატისტულ ფორმირებებს ჰქონდათ ისეთი ტექნიკა, როგორიც არის ბრონირებული მანქანები БМП-2, ტანკები Т-72, სარაკეტო სისტემის დანადგარები БМ-21, ეგრეთ წოდებული «Град», ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.


სეპარატისტებზე რუსეთის დახმარებაზე და უშუალოდ კონფლიქტის პერიოდში შეთანხმებების დარღვევაზე, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ ფაქტს, რომელიც კონკრეტულად ამტკიცებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ როგორც კონფლიქტის ესკალაციას, ასევე მის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას.




1961 წელი, ციტატა სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის მიხაილ სუსლოვის მოხსენებიდან: „დღეს თუ არა, ხვალ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებენ კომუნიზმის წინააღმდეგ . ქართველებთან ბძოლა აფხაზეთიდან უნდა დაიწყოს. სამეგრელოს და სვანეთს, ავტონომია უნდა მიეცეს. მათში ცალცალკე უნდა გაღვივდეს ეროვნულ-ნაციონალური გრძნობები. საჭიროა ყველას დარწმუნება, რომ ქართველები ჩასახლებული არიან აფხაზეთში. აღმოსავლეთ საქართველო უნდა დაუპირისპირდეს დასვლეთ საქართველოს. ამის შემდეგ უნდა შესრულდეს შუამავლის როლი“.


მიუხედავად რუსეთის ასეთი პოლიტიკისა, საქართველოს ტოლერანტობიდან გამომდინარე, რუსეთმა ვერ შეძლო ქართველების ცნობიერებაში აფხაზებისგან მტრის ხატის შექმნა, ვერ შეძლო ქართველებისგან სისხლისმსმელების შექმნა. ქართველებისთვის აფხაზები დღესაც წარმოადგენენ ნათესავებს, მეგობრებს და მეზობლებს.




იხილეთ ასევე:

1. სამაჩაბლო ( სამხრეთ ოსეთი ) რუსეთის „დახმარებამდე“ და შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)



2. ავღანეთში დაკარგული. დაბრუნება 20 წლის შემდეგ ...

0
1505
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0