x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
იცით, რატომ უნდა წავისვათ იოდი ფრჩხილებზე?
image


ფრჩხილების ნორმალურ მდგომარეობაში ქონა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია შინაგანი სამყაროს გამოხატულებისა. თუ მათ ყოველდღიურად არ მოვუვლით, მალე ფუჭდებიან, ჭუჭყით ივსებიან და სუსტდებიან. ამიტომ, ბევრი ადამიანია დაინტერესე-

ბული, როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები.ყველაზე პოპულარული მეთოდია მათი იოდით დამუშავება, მაგრამ, სასარგებლოა თუ არა ეს? დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს არც ისე უსაფრთხოა. მისმა მოჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ფრჩხილის ფირფიტა, მოდით გავარკვიოთ, რაშია საქმე! ქიმიური თვალსაზ-

რისით, აფთიაქის “იოდი“, ეს არის სპირტში გახსნილი იოდის კრისტალები, მასში სპი-


რტის პროპორცია 90 პროცენტია, ამიტომ ის გამოაშრობს ფრჩხილის ზედაპირს და შეი-

ძლება აქერცლოს კიდეც. როგორც მიხვდით შედეგები შეიძლება საპირისპირო აღმოჩნ-

დეს. უფრო მეტიც, მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დამწვრობაც კი გამოიწვი-

ოს. სხვა მხრივ, მცირე რაოდენობით იოდის გამოყენებას, მართლაც შეუძლია გაამაგროს ფრჩხილები და შეაჩეროს მათი მტვრევა.იმისათვის, რომ მივიღოთ ნორმალური შედეგი იოდი არ უნდა გამოვიყენოთ სუფთა სახით, არამედ უნდა დავამატოთ აბაზანაში, კრემ-

ში ან ნიღაბში. სპეციალისტების აზრით, ყველაზე უსაფრთხო მისი გამოყენება აბაზანა-

შია. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ყველაზე მოუწესრიგებელ ფრჩხილებსაც კი გა-

მოასწორებთ. პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, მიუხედა-

ვად იმისა, რომ წყალში სულ რამოდენიმე წვეთი იოდია გარეული. აბაზანის შემდეგ ხე-

ლებს კარგად იმშრალებენ და ისვამენ მკვებავ კრემს, სასურველია აბაზანის მიღება ძილ-

ის წინ. ფრჩხილების გამაგრების გარდა, იოდს შეუძლია სხვა სარგებლის მოტანაც, მისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები ყველასათვის ცნობილია, კვირაში

ერთხელ ფრჩხილის ფირფიტების იოდით დამუშავება, დაგიცავთ ინფექციური დაავადე-

ბებისაგან. პროფილაქტიკის მიზნით იოდით დამუშავება კარგია, როცა აპირებთ აუზზე ან სპორტულ დარბაზში წასვლას, საერთო აბანოსი ან სოლარიუმში და ა.შ.

0
2640
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
2640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0