მადონა ასეთი საქციელით გამოირჩეოდა ხოლმე, მაგრამ კარგა ხანია ასეთი რამ აღარ გაუკეთებია. ვერ ვიტყვით გაუღიმა თუ არა თურქეთს ბედმა, მაგრამ ფაქტია რომ მათ 53 წლის მადონამ მკერდი აჩვენა. თავიდან მომღერალი თითქოს აჰყვა ეკზალტირებული თაყვანისმცემლების თხოვნას, მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტში გაჩერდა და მაყურებლები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა. თურქებამდე ის ისრაელში იყო სადაც ცეცხლოვანი შოუ მოაწყო თუმცა საქმე აქამდე არ მისულა. მომღერალი თელ ავივის სტადიონზე 35 ათასი მაყურებლის წინაშე გამოვიდა. მისი თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულნი სულაც არ დარჩენილან. სცენაზე გამოსულმავარსკვლავმა ყველას აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ისეთივე ენერგიულია, როგორიც ადრე. მომღერალმა მთელ დარბაზს თავისი ბიცეფსი აჩვენა და საკუთარი ფიზიკური ფორმით ყველა გააოცა.მადონა თავად არ იკლებს გართობას, მაგრამ თავის შვილს სიგარეტის მოწევას უკრძალავს. როგორც ჩანს მზრუნველი მშობელია. საინტერესოა, გოგონა დედას რამდენად დაუჯერებს და მოწევას თავს თუ დაანებებს. ჟურნალისტს მომღერალთან ბუნებრივი შეკითხვა გაუჩნდა: ვარსკვლავიმოწევის ასეთი წინააღმდეგი თუა, მაშინ რატომა ეწევა თავად ამ მავნე ჩვევის პროპაგანდას, როდესაც საკუთარ კლიპში სიგარეტით ჩნდება. მადონას ფანებს ასეთი მადონა მოსწონთ თუმცა არის ფანების ის ნაწილი ვინც უკმაყოფილოა მისი ასეთი საქციელით რაც მან თურქეთში გააკეთა.