x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ოთახის მცენარეები, რომლებსაც სახლში წარმატება და ჯანმრთელობა შემოაქვთ - გაითვალისწინეთ!
image

ფენ-შუის უძველესი სწავლების მიხედვით, ზოგიერთ სახლის მცენარეს დადებითი ენერგიის გენერირების საუცხოო თვისება აქვს. ქვემოთ სწორედ ასეთ მცენარეებზე ვისაუბრებთ.

როზმარინი


image

თუ პრობლემები გაქვთ ძილთან დაკავშირებით, მოათავსეთ ქოთნით ეს მცენარე თქვენს საძინებელში. როზმარინი შესანიშნავად ხსნის დაღლილობას, ეხმარება ორგანიზმს მოდუნებაში, დასვენებაში და შფოთის დაძლევაში.

ლავანდა


image
ლავანდა სიყვარულისა და სიწმინდის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა. მისი უალმაზესი ყვავილები არა მხოლოდ თვალს ახარებს, არამედ სახლში სიყვარულის ენერგიასაც იზიდავს.

ალოე



image

ამ მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ ყველასათვის ცნობილია, რადგან იგი ხშირად გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ფენ-შუის სწავლულები გვირჩევენ ქოთნები, რომლებშიც ეს მცენარეია ჩარგული, მოვათავსოთ იმ ოთახებში, სადაც ავადმყოფი ადამიანები წვანან. ითვლება, რომ ალოე ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას.

ჟასმინი


image

ფენ-შუის ფილოსოფიის მიხედვით, ყვავილოვან მცენარეებს შეუძლია კარდინალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, აღავსონ ადამიანები პოზიტიური ენერგიით და დადებითად იმოქმედონ ზოგიერთ ცხოვრებისეულ ასპექტზე: გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა, განკურნონ სხვადასხვა დაავადებები, შეარიგონ ნაჩხურები.
ამ მცენარის მფლობელები დროთა განმავლობაში ძალიან კომუნიკაბელურები ხდებიან და სიცოცხლის ხალისით ივსებიან. წარმატების მოზიდვის და დადებითი ენერგიის ამაღლებისთვის რეკომენდებულია ჟასმინის განთავსება ოთახის სმხრეთ ნაწილში.

ბამბუკი


image

ეს მცენარე და, ასევე მისგან გაკეთებული ნივთები, ფენ-შუის ფილოსოფიის ერთ-ერთი თილისმაა. ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბამბუკის ხის დადგმით, ფულის ენერგიას ააქტიურებთ. თუ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დადგამთ, ახლობლებთან ურთიერთობებს მოაგვარებთ. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მცენარის ღეროების რაოდენობას: 3 ღეროს ბედნიერება მოაქვს, 5-ს ფინანსური წარმატება, 7-ს ჯანმრთელობა, 8-ს წარმატება ნებისმიერ წამოწყებაში, 20-ს კი - ძლიერი მეგობრობა.

პიტნა


image
ეს არის მცენარე, რომელსაც ორგანიზმზე განმაახლებელი ეფექტის მოხდენა შეუძლია: გვეხმარება თავი დავაღწიოთ დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას. ჩინელებს სჯერათ, რომ პიტნიანი ქოთანი ყველა სახლში უნდა იყოს, რადგან იქაურობას სასიკეთო ენერგიით აღავსებს.

ვარდი


image
ეს ყვავილი სიყვარულს, ერთგულებასა და სიწმინდეს განასახიერებს. ყველა მცენარეს შორის სწორედ ვარდი გამოყოფს ყველაზე დახვეწილ და მაღალ ენერგეტიკულ ვიბრაციას. ვარდის წითელი ბუჩქები შესანიშნავი თილისმაა მყარი ოჯახის შესანარჩუნებლად. ყვითელი ვარდები ხელს უწყობს გონებრივ მოქმედებას და ინტელექტის განვითარებას. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც შვილების ყოლა სურთ, სახლში ვარდისფერი ვარდი უნდა დარგონ.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. საგნები, რომლებსაც სახლში სიკეთე ან ბოროტება შემოაქვთ - დაიმახსოვრეთ ისინი!

image


2. 10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს - მოიშორეთ ისინი!

image


3. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!

image


4. საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image


5. უძველესი ხერხი, რომლითაც გაიგებთ ხართ თუ არა გათვალული - ეს ბევრს დაეხმარა!

image






0
1812
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1812
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0