x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცნობილები, ყველაზე მნიშვნელოვანზე... ანუ, წიგნის კითხვაზე

წიგნი – ადამიანის ერთ–ერთი ახლო მეგობარია! თუმცა ეს ასე, უფრო ინტერნეტის გამოგონებამდე იყო. ახლა კი, ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი ინტერნეტი და სოციალური ქსელებია.


image


აქ, თემასთან დაკავშირებით, ცნობილი ადამიანების ციტატებს გთავაზობთ, რომლებიც წიგნის კითხვის სარგებლობაზე მიუთითებენ:


როცა კითხულობთ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, კარგად ლაპარაკს ეჩვევით.

ვოლტერი


კულტურა — ეს წაკითხული წიგნების რაოდენობა კი არა, გაგებული წიგნების რაოდენობაა.

ფაზილ ისკანდერი


ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის შეძლებენ მათ მართვას, ვინც ტელევიზორს უყურებს და არ კითხულობს.

ფელისიტი ჟანლისი


რაც უფრო მეტს კითხულობთ, მით უფრო ნაკლებად ჰბაძავთ სხვას.

ჟიულ რენარდი


ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: ვინც წიგნებს კითხულობს და ვინც უსმენს მათ, ვინც კითხულობს.

ბერნარ ვერბერი


კითხვა გონებისთვის — იგივეა, რაც სხეულისთვის ფიზიკური ვარჯიში.

ჯოზეფ ადისონი


არსებობს ერთი რამ, რაც იმაზე უფრო ცუდია, რომ 90 დღის მანძილზე არაფერი წაიკითხოთ — ეს 90 დღე არაფრის წაკითხვა და იმის ფიქრი, რომ არაფერი მომხდარა.

ჯიმ რონი


წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულებიც არსებობს. მაგალითად — მათი არ წაკითხვა.

რეი ბრედბერი


წიგნები — აზროვნების ხომალდები, რომელიც დროის ტალღებზე მოგზაურობენ და თაობიდან – თაობამდე, ფრთხილად ატარებენ თავიანთ ძვირფას ტვირთს.

ფრენსის ბეკონი


გახსოვდეთ: ის, რასაც თქვენ წარმოადგენთ, იმით განისაზღვრება, რასაც კითხულობთ.

ჯიმ რონი


ენდეთ წიგნებს, ისინი ყველაზე ახლობლები არიან. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩუმად არიან. ხოლო, როდესაც საუბარს იწყებენ, თქვენს წინაშე, სამყაროს ხსნიან.

ერნესტ ჰემინგუეი


კარგი წიგნი აისბერგივითაა – მისი შვიდი მერვედი წყლით არის დაფარული.

ერნესტ ჰემინგუეი


მკითხველი, ვიდრე მოკვდება, ათასი სიცოცხლით ცხოვრობს. ხოლო, ადამიანი, რომელიც არასდროს კითხულობს, მხოლოდ ერთით.

ჯორჯ მარტინი


კითხვის პარადოქსი: ის გვაშორებს რეალობას, რომ ის აზრით შეავსოს.

დანიელ პენაკი


წიგნების კოლექცია — იგივე უნივერსიტეტია.

თომას კარლაილი


წიგნების წინ ყველაფერი ფერმკრთალია.

ა. ჩეხოვი


ყველაფრის წაკითხვა არ გჭირდებათ; უნდა წაიკითხოთ ის, რაც სულში გაჩენილ კითხვებზე იძლევა პასუხს.

ლ. ტოლსტოი



image

არხის სხვა სიახლეები:


* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (I ნაწილი)

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები - რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (II ნაწილი)

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)



0
172
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0