x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პელემ სამოქალაქო ომი "დააპაუზა"

image

ფეხბურთს და საერთოდ სპორტს, ნამდვილი საოცრებების მოხდენა შეუძლია და ეს რომ ასეა, მტკიცებულებად ერთ ფაქტს მოვიყვანთ, რომელიც გასული საუკუნის 60–იან წლებში მოხდა: ფეხბურთმა ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე სამხედრო კონფლიქტი - ნიგერიის სამოქალაქო ომი (1967–1970 წწ.) დროებით შეაჩერა. ტრაგიკულმა ომმა ნიგერიის ფედერალურ მთავრობასა და ბიაფრას არაღიარებულ რესპუბლიკას შორის, საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ამ დაპირისპირებამ, ფაქტობრივად, თანამედროვე ჰუმანიტარული დახმარების სისტემის განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მაგრამ, ამის მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაპირისპირებული მხარეები ზავზე ვერ დაიყოლია. თუმცა, რაც მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო, ის პელემ გააკეთა.

1969 წელს ფეხბურთის ვარსკვლავს, თავის ბრაზილიურ კლუბთან – Santos-თან ერთად, ნიგერიაში ფეხბურთების სერია უნდა ჩაეტარებინა. ქვეყნის კლუბებს შორის მოლაპარაკება სამოქალაქო ომის დაწყებამდე შედგა და ბრაზილიელებმა, ფინანსური მიზეზების გამო, მატჩები არ გააუქმეს. იმ პერიოდში, «Santos»–ი იმდენად წარმატებული იყო, რომ კლუბი სამხ. ამერიკის ჩემპიონატებში მონაწილეობას აღარ ღებულობდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ადგილობრივ კლუბებთან შესახვედრად მოგზაურობდა, რაშიც უზარმაზარ თანხებს იღებდა... ხოლო, მსოფლიო თასის მფლობელი პელე, რა თქმა უნდა, საუკეთესო მოთამაშე იყო. ამიტომ, გასაგებია, რომ არავის უნდოდა ასეთი სანახაობის ხელიდან გაშვება, ისეთი «წვრილმანისთვის», როგორიც ეთნიკური ომი იყო.

დაპირისპირებულმა მხარეებმა სასწრაფოდ მოილაპარაკეს და 48 საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ამასთან, გაცხადებული იყო, რომ ორივე ეთნოსის წარმომადგენელი მატჩზე დასასწრებად მივიდოდა... ფეხბურთზე დასწრების მსურველების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე სკამების დამატება გახდა საჭირო. მაგრამ, 48 საათის შემდეგ, ისინი ერთმანეთის კვლას დაუბრუნდნენ... ითვლება, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირებაში 3 მლნ–მდე ადამიანი დაიღუპა.


image


imageimageimageimage




1
153
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
153
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1