x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გამოივლეთ ამ ერთი ინგრედიენტისგან დამზადებული სავლები და რაც თქვენს კბილებს მოუვა, გაგაოცებთ!

ყველას უნდა ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი ჰქონდეს. ამის ერთ-ერთი წინმსწრები მოვლენა კი თეთრი და ჯანმრთელი კბილებია. სწორედ ამიტომ გვთავაზობს დღესდღეობით ბაზარი უამრავ კბილების გასათეთრებელ საშუალებას. უმეტესობა ამ საშუალებებისა ძალიან ძვირია, ხშირად კი უშედეგო.
რატომ უნდა დავხარჯოთ უამრავი დრო და ფული, როდესაც შეგვიძლია მივმართოთ სახლის პირობებში მკურნალობას და თანაც ბუნებრივი საშუალებით. ეს საშუალება არის - ვაშლის ძმარი. imageვაშლის ძმარი შეიცავს მნიშვნელოვან მინერალებს, ფერმენტებს და პექტინს. ის უზრუნველყოფს კბილების გათეთრებას, კბილების ზედაპირიდან ლაქების და ყვითელი ნადების მოშორებას და იმ მიკრობების განადგურებას, რომლებიც იწვევენ არასასიამოვნო სუნს პირის ღრუში.
როგორ გამოვიყენოთ ის?
ჩაასხით ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალში, ეს სავლები გამოივლეთ ყოველ დილით. შემდეგ კი გაიხეხეთ ჯაგრისით კბილები, როგორც აქამდე აკეთებდით.
! გაფრთხილება ! - ვაშლის ძმარი მჟავაა და შესაძლოა მან გამოიწვიოს კბილების დაზიანება. ამიტომ არასოდეს გამოიყენოთ ის წყლის გარეშე. imageდამატებითი რჩევები:
* შეამცირეთ შავი ჩაისა და ყავის მოხმარება
* შეწყვიტეთ მოწევა!
* გაამდიდრეთ თქვენი რაციონი კალციუმით მდიდარი პროდუქებით ( რძე, კეფირი, მაწონი, ყველი, სოიო, არაჟანი, კვერცხი, ხაჭო ).
* ამოიღეთ ხმარებიდან ან მნიშვნელოვნად შეამცირეთ შაქრის შემცველი შოკოლადის, კანფეტების, ნამცხვრების და სხვა ტკბილეულის მოხმარება.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

image

0
1272
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0