იარაღი და ტექნიკა ნაგანი-ლეგენდარული იარაღი 2017, 18 თებერვალი, 16:04 პროტოტიპი ცნობილი “ნაგანი"-სა დაიბადა მცირე საოჯახო ქარხანაში. აქ, ნიჭიერმა და
ხელმაჯვე ადამიანებმა ემილ და ლეონ ნაგანებმა, ჩამოაყალიბეს რევოლვერის ზოგადი
პრინციპები, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იქნება ერთგული თანამგზავრი, ჯარის-
კაცებისთვის და ოფიცრებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ემილ და ლეონ ნაგანების მცირე
ქარხანისთვის პისტოლეტი გახდა მოულოდნელი წარმატება. ფონის დიზაინი მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ქვეყნებში დადგა სამხედრო-ტექნიკის განახლების საკითხი. ახალი იარაღის გარეშე დიდ ომში ჩართვა უკვე შეუძლებელი იყო. დიდი პრო- ბლემა იყო ჯარისკაცის პირადი შეიარაღება: საჭირო იყო საიმედო და იაფიდ საწარმოე- ბელი იარაღი. ოფიცრებს და ჯარისკაცებს ემილმა წარუდგინა ბელგიის თავდაცვის სამინისტროს რევოლვერის ორი ვარიანტი. ოფიცრებს დაურიგდათ იარაღი, რომელიც სასხლეტზე თითის დაჭერით ავტომატურად ისროდა. ჯარისკაცებს კი შეგნებულად გაურთულეს, მათ სროლა შეეძლოთ მხოლოდ სასხლეტის ხელით გადაწევის შემდეგ. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ დაეზოგათ საბრძოლო მასალა. საბრძოლო სწავლებები იმ დროისთვის დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა. აღიარება რევოლვერის პირველივე მოდელი (1878 წლის ნიმუში) მისაღები აღმოჩნდა არამარტო ბელგიელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც. რევოლვერ ნაგანის მოდიფიკაციით გამოშვება დაიწყეს უმსხვილესმა ქარხნებმა: ბელგიურმა “ლეპაჟმა" “ბაიარმა" “ფრან- კოთმა", გერმანულმა “ენელმა" და რუსეთში ტულის იარაღის ქარხანამ. 1049 10-ს მოსწონს |
მაგრამ კალაშნიკოვისა არ იყოს მუშა პისტოლეტია ძლიერი შემაკავებელი ძალით
ისე კი შეიძლება იცოდე კიდეც წაკითხული მაქ მაკაროვს ვალტერი აქ აღებული ასევთქვათ მოდელად, უბრალოდ კონსტრუქცია და ნაწილები არის გამარტივებული :-))
ვალტერი სერიოზულია , მე პირადად პარაბელუმი მომწონს .
მაგრამ რა იარაღიდანაც გამისვრია პირადად ყველაზე ეფექტური მაკაროვი იყო