x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნახშირის გამოყენების უჩვეულო ხერხები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ

გააქტივებული ნახშირი შავი ფერის ტაბლეტებია. ის გამოიყენება ალერგიის, მოწამვლის, დიარეის, დიზინტერიის და სხვა მრავალი დაავადების დროს. თუმცა არც თუ ისე ბევრმა იცის, თუ რაოდენ უნიკალურია ეს წამალი და რამდენ რამეში შეიძლება მისი გამოყენება. დღეს მე რამდენიმეს წარმოგიდგენთ.image1) შველის აკნეს
კანის დახურული ფორები აკნეს გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ნახშირს შეუძლია გამოდევნოს კანიდან ტოქსინები და სწორედ ამიტომ ის საუკეთესოა აკნეს, გამონაყარისა და შავი წერტილების სამკურნალოდ.
1. შეურიეთ 1 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი და 2 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი. ურიეთ მანამ, სანამ ერთიან მასას მიიღებთ.
2. წაისვით თხელი ფენა ამ ნარევისა სახეზე.
3. დააცადეთ რომ კარგად გაშრეს
4. კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით
5. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე დღის შემდეგ.image2) კბილების გათეთრება
ნადებთან და სიყვითლესთან საბრძოლველად ნახშირის გამოყენება საკმაოდ მომგებიანი ხერხია. გარდა იმისა, რომ ნახშირს შეუძლია მოგაშოროთ ყვითელი ნადები, ის აბალანსებს PH-ს თქვენი პირის ღრუში. ამ ყველაფრის გარდა, ის კარგია პირიდან ცუდი სუნის მოსაშორებლადაც.
1. დაასველეთ თქვენი კბილის ჯაგრისი და ამოავლეთ კარგად დაფხვნილ აქტივირებული ნახშირში.
2. გაიხეხეთ კბილები, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ ამას.
3. როდესაც მორჩებით გახეხვას, გამოივლეთ წყალი კარგად.
4. გაიმეორეთ გამოვლების პროცესი, სანამ სიშავე ბოლომდე არ გაქვრება.
5. გააკეთეთ იგივე კვირაში ერთხელ ან ორჯერ, რომ გქონდეთ მარგალიტივით თეთრი კბილებიimage3) კარგია მწერებისა და ფუტკრის ნაკბენებისთვის
ნახშირი ასევე კარგია მწერების და ფუტკრის ნაკბენის დროსაც. მას შხამი ამოაქვს ნაკბენიდან.
თუ დაუყოვნებლივ გმოიყენებტ, მას შეუძლია თავიდან აიცილოს შეშუპება, ასევე ტკივილი.
1. შეურიეთ დაფხვნილი ნახშირი ქოქოსის ზეთში
2. წაისვით ნაკბენზე
3. გაიმეორეთ ყოველ საათში მანამ, სანამ ტკივილისა და დისკომფორტის შემცირებას არ იგრძნობთ
image

0
2297
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0