სხვა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! 2017, 13 თებერვალი, 15:32 ალჟირში ქალები უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე მამაკაცები. ალჟირი აფრიკის ყველაზე დიდი ქვეყანა არის, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ეს ქვეყანა 35-ე ადგილზე დგას მსოფლიოში. ამჟამად, იქ თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო გასული წლის დასაწყისში – 5 მლნ. ცხოვრობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის 90% ქვეყნის ჩრდილოეთში, ზღვისპირა რეგიონებში ცხოვრობს. ხოლო საჰარის უდაბნოში მაცხოვრებლების უმრავლესობა – ძირითადად, ოაზისებში არიან კონცენტრირებულები, თუმცა, დაახლოებით, 1.5 მლნ. ადამიანი დღესაც მომთაბარე ან ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას ეწევა. ალჟირელების 28, 1% – 15-წლამდე ასაკის ბავშვები არიან. მამაკაცების და ქალების რაოდენობა კი, თითქმის თანაბარია. ფინანსური თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქალებს უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს. ქვეყანაში, იურისტების 70% და მოსამართლეების 60% — ქალები არიან. გარდა ამისა, ქალები დომინირებენ მედიცინის სფეროშიც და მათი წვლილი ოჯახის ბიუჯეტში, ხშირ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცი. და კიდევ — უნივერსიტეტის სტუდენტების 60% გოგონები არიან. P. S. ქვემოთ მოცემულია გენდერული უთანასწორობის ინდექსის (2016 წ.) მიხედვით შედგენილი რუკა, რომელზეც ჩანს, რომ ამ მხრივ, ალჟირში უფრო უკეთესი მდგომარეობა არის (274-402), ვიდრე საქართველოში (402-546)(რედ.). თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * უჩვეულო ახალი ამბები: უცხოპლანეტელები ბრიტანეთში, მამალი ციხეში და გოგონა-გველი ინდოეთში * დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ნათესავები ყოფილან * ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან * 42 წლის ქალმა 11 ტყუპი გააჩინა * ის, რაც გაკვეთილი ანაკონდას სხეულში ნახეს, ნამდვილად დაუჯერებელია! 820 12-ს მოსწონს
|