უამრავი მავნე ჩვევა არსებობს, რომელზეც ადამიანი არც კი ფიქრობს, ინსტიქტურად აკეთებს და არც იმაზე ფიქრობს, რომ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. გთავაზობთ რვა ყველაზე გავრცელებულ ჩვევას, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი
ყოველდღიურად ვაკეთებთ.
1. ბევრი წყლის დალევა
მართალია, წყალი ძალიან სასარგებლო და შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა დასაცავი. არც მეტი და არც ნაკლები! თუ თქვენ ბევრს მოძრაობთ, შეგიძლიათ მეტი წყალი დალიოთ, მაგრამ თუ თქვენ მთელ დღეს უმოძრაოდ ატარებთ, აუცილებლად აკონტროლეთ წყლის ოდენობა. ასევე, კარგია თუ წყალს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგ საათნახევრის შემდეგ მიიღებთ. დაუშვებელია ჭამის დროს წყლის დალევა. ასე რომ, მიიღეთ წყალი ზომიერად თქვენი აგებულებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე.
2. ფეხის ფეხზე გადადება
ფეხის ფეხზე გადადება იწვევს ვენების გაგანიერებას და საზიანოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ვენების ვარიკოზული დაავადება აწუხებს. ჯდომის ასეთი მანერა ქალებისთვის და კაცებისთვის ერთნაირად დამახასიათებელია და ბევრმა ჩვენთაგანმაც
იცის რომ ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რთულია აკონტროლო მავნე ჩვევა, როცა ის თავს კომფორტულად გაგრძნობინებს.
3. ჩიტების გამოკვება
ბავშვების სეირნობისას, ბევრი მშობლისთვის არის დამახასიათბელი მტრედების გამოკვება. ეს შეიძლება ბავშვებისთვის კარგი გასართობია, მაგრამ ძალზედ საშიშია.
ქალაქის ფრინველები 50%-ით საშიშები არიან, ვიდრე ტყის ფრინველები. მტრედები კი ისეთი დაავადებების გადამტანები არიან, როგორიცაა ტუბერკულიოზი, ფსიტაკოზი, ჰისტოპლაზმოზი, სალმონელეზი, ტულარემია, ლისტერიოზი და ა.შ.
4. უხარისხო მზის სათვალეების ტარება
დაბალი ხარისხის სათვალეები გარდა იმისა რომ არ იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, აორმაგებს კიდეც გამოსხივებას, რამაც საბოლოოდ კატარაქტაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
5. მკურნალობა ე.წ. „გრელკით“, ქართულად - სათბურა
მტკივან ადგილას ცხელის დადება ბევრს ახასიათებს, ტკივილის შესამსუბუქებლად. თუმცა, ბევრი ტკივილის გამომწვევი მიზეზი არსებობს, რა დროსაც მტკივანი
ადგილის გახურება დაუშვებელია. მაგალითად, პანკრეასის, ქოლეცისტიტის, ბრმა ნაწლავის ტკივილისას. ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს შინაგანი სისხლდენითაც. ასევე, დაუშვებელია ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ტკივის გაყუჩება სათბურათი. ასე რომ, აუცილებელია, პირველ რიგში ტკივილის გამომწვევი მიზეზი გაიგოთ.
6. სამუშაო ადგილას ჭამა
რა თქმა უნდა, ყველა სამუშაო ადგილი ერთნაირი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თქვენს სამუშაო ადგილას გაცილებით მეტი ბაქტერია ბუდობს, რის გამოც ეს ჭამისთვის შეუფერებელი ადგილია. თუ ეს საკმარისი არგუმენტი არ არის თქვენთვის, მაშინ იფიქრეთ იმაზე, როგორ აწუხებს თქვენს კოლეგებს საჭმლის სუნი.
7. უცხიმო რძის დალევა
თუ ფიქრობთ, რომ ცხიმგამოცლილი რძე იგივეა როგორიც ჩვეულებრივი, ცდებით. რძიდან ცხიმის გამოცლისას, ყველა საჭირო ვიტამინი მას მიყვება და რძე ასე სრულიად უსარგებლო ხდება. ბევრი მწარმოებელი ასეთი რძის დამზადებისას უბრალო რძის ფხვნილებს იყენებს, რაც უამრავ კონსერვანტებს შეიცავს. ასე რომ, ნუ გარისკავთ და თუ რძე გინდათ, მიიღეთ ნამდვილი!
8. ისწავლეთ სწორად ჯდომა!
მუშაობისას მიეყრდენით სკამს და თავი იგრძენით თავისუფლად.ნუ იქნებით დაძაბული და წელში გამართული. ასე დაძაბულობა და სტრესი მეტად შესამჩნევი ხდება თქვენთვის.