პროფილაქტიკა ქოქოსის ზეთი სიმსივნის წინააღმდეგ 2017, 7 თებერვალი, 18:41 სიმსივნე - ეს არის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი დაავადება. ყოველწლიურად იზრდება მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევები, აქედან ბევრი სი- კვდილით მთავრდება. ეს იმის გამო ხდება, რომ მკურნალობის არსებული მეთოდები, როგორიცაა ქირურგიული ოპერაცია და ქიმიოთერაპია, ყოველთვის წარმატებული არაა ყველა ტიპის კიბოსთვის, ამასთან მათ აქვთ სხვადასხვა უარყოფითი ეფექტი. ამერიკელ- მა მეცნიერებმა გააკეთეს აღმოჩენა, რომ ქოქოსის ზეთი შეიცავს ლაურინის მჟავას, რომე- ლიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს. ამასთან, ქოქოსის ზეთს შეუძლია მრავალი დადები- თი ეფექტის მოხდენა ორგანიზმზე. მასში შემავალი კომპონენტი აძლიერებს იმუნურ სი- სტემას და იცავს სხვა დაავადებების განვითარებისგან, განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოპოროზის დროს, ვირუსული დაავადებების დროს (მაგ: ჰეპეტიტი C და ჰერპესი) შარდის ბუშტის ინფექციების, ალცჰაიმერის დაავადებების, ქრონიკული დაავადებების და სიმსივნის დროს. ქოქოსის ზეთი იხმარება ასევე, ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტე- ბის დასაძლევად. როგორც ირკვევა, ეს ზეთი პანაციაა სხვადასხვა დაავადებების წინაა- ღმდეგ ბრძოლაში. კოსმეტიკურ წარმოებაშიც პოპულარულ საშუალებად ითვლება, მისი საშუალებით ხდება შავი ლაქების მოცილება, თმებს ხდის ხავერდოვანს და მბზინვარეს. ქოქოსის ზეთი თმებისთვის (ნიღაბი) ხშირი ღებვა, ფენის ხმარება, დახვევა და ლაქის გამოყენება აშრობს და აფუჭებს თმებს, განსაკუთრებული მოვლის გარეშე ძნელია შეინარჩუნოთ ბუნებრიობა, ქოქოსის ზეთი მსუბუქი ტექსტურის წყალობით, საუკეთესოდ აღწევს თმის ძირებში და კვებავს მათ. თუ თქვენ გსურთ, რომ ლამაზი თმა გაზარდოთ, ჯერ უნდა მოიშოროთ გაყოფილი და დამ- წვარი ბოლოები. ყველაზე აგრესიული ქიმიური ზემოქმედების შედეგების გამოსწორე- ბაც, შესაძლებელია ამ ნიღაბის დახმარებით. უკვე პირველივე გამოყენებიდან თმები ხდება რბილი და ფაფუკი, ერთი თვის შემდეგ კი თმა ჯანსაღია და ბრწყინავს.პერიოდუ- ლობა უნდა იყოს კვირაში 2 ჯერ, თუ თქვენ გაქვთ ძალიან მშრალი და დაზიანებული თმა, პირველ თვეში სასურველია ნიღაბი ყოველი თავის დაბანისას გაიკეთოთ. წაისვით ზეთი თმაზე და დაიტოვეთ მთელი დღით (რაც მეტი უკეთესი). თმის აღდგენა ინდივი- დუალურია, ზოგი შედეგს ხედავს მეორე დღიდანვე, ზოგს გაცილებით მეტი დრო სჭირ- დებათ. ქოქოსის ზეთი წასმის წინ შეათბეთ. გისურვებთ წარმატებებს ! 78 7-ს მოსწონს
|