x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115352
  • ვიდეო:352803
  • სურათი:489320
ტყვარჩელი - საქართველოს მკვდარი ქალაქი

imageმიტოვებული ქალაქი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე (ტყვარჩელი), რომელიც დაარსდა 1942 წელს, როგორც ინდუსტრიული ცენტრი აფხაზეთისა, მაგრამ ამ დროისთვისის სრულიად დაცლილია, რადგან 1992-1993 წლებში ქალაქმა უზარმაზარი ეკონომიკური და სხვა სახის დარტყმა მიიღო.


ეს ქალაქი ფენომენი იყო საბჭოთა პერიოდში, რადგან იქ შენდებოდა მრავალი შენობა ნაგებობები და იყო ძალზედ პოპულარული. მისი დაღმასვლა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ხოლო ქალაქის არსებობის საბოლოო წერტილი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომმა დასვა.

ქალაქის მოსახლეობა 40 000 ადამიანს შეადგენდა, მაგრამ ახლა, მოსახლეობის რაოდენობა ძალზედ მცირეა.

ტყვარჩელის მოსახლეობა დღეს ხუთი ათას ადამიანს შეადგენს. ეს არის თითქმის ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე 90-იანი წლების მდგომარეობით მყოფი ადმიანთა რაოდენობა. ადგილობრივ საავადმყოფოში ამბობენ, რომ თუ ადრე თვეში 700-მდე ბავშვი იბადებოდა ბედნიერები იყვნენ, ახლა კი ეს რიცვხი შემცირებულია და მინიმუმ 10 ბავშვი ჩნდება. ქუჩაში იშვიათად შეხვდებით ვინმე გამვლელს. ძირითადად, საზოგადოების დიდ ნაწილს მოხუცი მამაკაცები და ქალები შეადგენენ.


ისინი დგანან სადმე ბორდიურზე, ან სიგარეტს ეწევიან ჩრდილში, სადღაც პარკში. მაღალი, აწეული შენობები ჰგვანან ჭადრაკის დაფებს. თეთრ შენობებში, შავი ხვრელების სახით მოჩანს ფანჯრები. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ცარიელი ბინების ფანჯრების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე მოსახლე ადამიანებისა. საცხოვრებელ სახლებში, მაქსიმუმ 2-3 ოჯახის წევრია.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - გაეროს დახმარებით, ენგურის ხიდზე მიკროავტობუსი დაინიშნა

2 - ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთზე განახლებული „კუკუშკა“ ივლის

3 - აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები ბრიტანელი ფოტოგრაფისგან

4 - "შარდენზე პროვინციალიზმი და უკიდურესი გოიმობა თუხთუხებს"

5 - გორელი ახალგაზრდების კიდევ ერთი კამპანია მოსახლეობის თვითშეგნების ასამაღლებლად

0
4397
11-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
4397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0