x
image
მანჩო 777
სსრკ-ში მომხდარი ხუთი საშინელი ტრაგედია, რომლებსაც საბჭოთა ცენზურა წლების განმავლობაში მალავდა
კატასტროფა ბაიკონურის კოსმოდრომზე, საცხოვრებელი სახლის ტარანი ნოვოსიბირსკში, მასობრივი ჭყლეტა "ლუჟნიკებში" - ეს იმ ტრაგედიების მცირერიცხოვანი ჩამონათვალია, რომლებსაც საბჭოთა კავშირის ცენზურა წლების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა, თითქოსდა ხალხს იცავდა "ნეგატიური ინფორმაციის'' ზეგავლენისაგან. მოდით, ერთად გავიხსენოთ რამოდენიმე ასეთი შემთხვევა.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ხუთი საშინელი ტრაგედია, რომლებსაც სსრკ-ში წლების განმავლობაში მალავდნენ.


საცხოვრებელი სახლის ტარანი ნოვოსიბირსკში-1976 წლის 26სექტემბერი



ინციდენტს მალავდნენ 33 წლის განმავლობაში


1976 წლის 26 სექტემბერს გამთენიისას სამოქალაქო ავიაციის 23 წლის პილოტმა ვლადიმერ სერკოვმა ნოვისიბირსკის აეროდრომიდან გაიტაცა თვითმფრინავი Ан-2, რომლითაც ჩვეულებრივ გადაჰყავდათ მგზავრები, რამოდენიმე წრე დაარტყა ქალაქის თავზე და სრულიად მოულოდნებლად მიმართა ის პირდაპირ ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლისაკენ.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი მსუბუქწონიანი იყო (ეგრეთწოდებული ''კუკურუზნიკი''), ის 150 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა სახლს, გააკეთა კედელში ორმეტრიანი ხვრელი მესამე და მეოთხე სართულებს შორის; მისი წინა ნაწილი, სადაც ხრახნი და ძრავა მდებარეობდა, შევარდა ერთ-ერთ ბინაში, ფუზელაჟის და კუდის ნამსხვრევები კი სადარბაზოს კარებთან დაცვივდა.


image


დარტყმის დროს ''კამიკაძე'' დაიღუპა, მისი სხეული კიბეებზე დაგორდა და ერთ-ერთი ბინის კარებთან გაჩერდა. იქვე დაიქცა საავიაციო ბენზინი, რომელიც მყისიერად აალდა და სადარბაზოში ცეცხლის ალი ავარდა. სახლში მცხოვრები პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები შეძრწუნებულები ხტებოდნენ ფანჯრებიდან, ძირს ისროდნენ ბავშვებს, რომლებსაც საშველად მოვარდნილი მეზობელი სახლის მცხოვრებლები იჭერდნენ. თუმცა ყველას გადარჩენა ვერ მოხერხდა: ცეცხლში დაიღუპა ოთხი ადამიანი -ახალგაზრდა ქალი და 4-6 წლის სამი ბიჭუნა, ამასთან ბედის ირონიით ორი მათგანი საერთოდ არ ცხოვრობდა ამ ბინაში, ისინი სტუმრად იყვნენ მოსული ნათესავთან.


image


მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, უტვინო კამიკაძისათვის ხელი რომ არ შეეშალა სადარბაზოს წინ მდგარ ტირიფის ხეს. მასთან შეჯახების გამო მანქანა გვერდზე გადაიხარა და ბინების მაგივრად სადარბაზოში შევარდა. სერკოვის მიზანი იყო დაჯახებოდა მესამე სართულზე მდებარე ბინას, რომელშიც მისი ყოფილი ცოლი მშობლებთან და ორი წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. ქალმა ცოტაოდენი ხნის წინ მიატოვა ქმარი და ბავშვის ნახვასაც უკრძალავდა მას.. შურისმაძიებელი ქმრის გაანგარიშებით, ოჯახის ოთხივე წევრი სამზარეულოში სასაუზმოდ უნდა ყოფილიყო შეკრებილი მაშინ, როცა თავს ღვთის რისხვა დაატყდებოდათ, მაგრამ ზუსტად იმ დროს ბინა აბსოლუტურად ცარიელი იყო. გამომძიებლებმა ეჭვი აიღეს, რომ სურკოვის ყოფილმა სიდედრმა იცოდა, თუ რა უბედურებას უმზადებდა მათ ყოფილი სიძე და გაერიდნენ საბედისწერო ადგილს, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მეზობლები არ გააფრთხილეს. ასეა თუ ისე, ატეხილი მითქმა-მოთქმის და ინციდენტისაგან გარიდების მიზნით ოჯახმა ათზე მეტი ბინა შეიცვალა, საბოლოდ კი მათი კვალი დაიკარგა.



image


ხუთსართულიანი ''ხრუშჩოკა'' სასწრაფოდ აღადგინეს და გაარემონტეს, ხოლო ინციდენტი საგულდაგულოდ გაასაიდუმლოეს. ოფიციალურად მის შესახებ არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ განუცხადებია, მხოლოდ ხალხში დადიოდა ჭორები, რომ ეს იყო ტერორისტების თავდასხმა თუ "საშინელი პოლიტიკური აქცია". საბოლოოდ კი ამბავი დავიწყებას მიეცა.



მასობრივი ზედახორა "ლუჟნიკებში"-1982 წლის 20 ოქტომბერი


ტრაგედიას მალავდნენ 7 წელი


image

უეფას თასს 1/16 ფინალური მატჩის დროს, რომელიც მოსკოვის ''სპარტაკსა'' და ჰოლანდიის ''ჰაარლემს'' შორის გაიმართა ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, მოხდა ყველაზე საშინელი ტრაგედია საბჭოთა სპორტის ისტორიაში, თუმცა მინდორზე მყოფმა ფეხბურთელებმა ისე დაამთავრეს თამაში, რომ მის შესახებ არაფერი შეუტყვიათ. საბჭოთა ფეხბურთელებმა მომხდარი ტრაგედიის ამბავი მეორე დღეს შეიტყვეს, ხოლო ჰოლანდიელმა სპორტსმენებმა მხოლოდ 7 წლის შემდეგ, რაც მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

იმ საბედისწერო ოქტომბრის საღამოს სეზონისათვის უჩვეულო ყინვა იყო –10 გრადუსი. დღისით ტრიბუნები სველმა თოვლმა დაფარა, რომელიც საღამოს ყინულად გადაიქცა. ცუდი ამინდის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ბილეთების მხოლოდ მეხუთედი გაიყიდა, ამიტომ დაცვის სამსახურმა არსებული ოთხი ტრიბუნიდან მხოლოდ ორი გახსნა, რაც მათი აზრით, საკმარისი უნდა ყოფილიყო მაყურებლების დასატევად. ხალხი ძირითადად C ტრიბუნასთან მოთავსდა, რომელიც მეტროსთან უფრო ახლოს მდებარეობდა.


image


"სპარტაკი" 1:0 იგებდა, ორივე გუნდი ბოლო წუთებში უკვე დროის გაყვანაზე თამაშობდა, ამიტომ მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე სიცივისაგან შეწუხებულმა მაყურებელმა ჩათვალა, რომ საინტერესო მომენტები აღარ იქნებოდა და დაშლა დაიწყო. თვითმხლველები იხსენებდნენ, რომ მილიციამ ორი გასასვლელიდან მხოლოდ ერთი გახსნა, რათა იოლად გაეკონტროლებინათ ხალხის მასის გამოსვლა სტადიონიდან. უცებ კიბის ბოლო საფეხურზე ახალგაზრდა გოგონამ წაიფორხილა და დაეცა. მის დასახმარებლად წინა რიგებში მყოფი ადამიანები შემობრუნდნენ და სწორედ აქ დაიწყო ჯაჭვური რეაქცია: კიბეზე ჩამომავალი ხალხი ინერციით ეცემოდა ძირს, მათ ახალ-ახალი ნაკადი ემატებოდა. ადამიანები ეცემოდნენ, ჭყლეტდნენ ქვეშ მოყოლილებს, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა სხეულებისაგან წარმოქმნილი გორაკი. სიმძიმის გავლენით კიბის ლითონის საყრდენები ჩაიზნიქა და ადამიანები კიბიდან ძირს ცვიოდნენ ბეტონის იატაკზე.


image


შემთხვევითობის წყალობით, ზედახორა დაიწყო ზუსტად იმ დროს, როცა მატჩის ბოლო წამებზე სერგეი შვეცოვმა ჰოლანდიელებს მეორე გოლი გაუტანა. მატჩის გმირი წლების განმავლობაში ნანობდა ამ გოლს, ვარაუდობდა რა, რომ სწორედ ის გახდა ტრაგედიის მიზეზი: ზოგიერთი თვითმხილველის აზრით, სწორედ ამ გოლმა გამოიწვია გაუგებრობა და აჟიოტაჟი, რადგან სტადიონის დასატოვებლად მიმავალი ადამიანები უკან, ტრიბუნებზე გაბრუნდნენ და ეს გახდა ზედახორის დაწყების მიზეზი.

ტრაგედიის დროს 66 ადამიანი დაიღუპა: ძირითადად მოზარდები 15-დან 19 წლამდე. გვამები წყება-წყებად ელაგა პირდაპირ ლენინის ძეგლთან. გაზეთებმა, რა თქმა უნდა, მატჩის მსვლელობა გააშუქეს, მაგრამ ტრაგიკულ შემთხვევაზე სიტყვაც კი არ დაძრულა, მხოლოდ "საღამოს მოსკოვმა" ბოლო ხაზზე ორიოდე სიტყვით აღნიშნა, რომ მატჩის დროს მოხდა ინციდენტი, არიან დაშავებულები. უფრო მეტიც - ინფორმაციას დაღუპული მოზარდების მშობლებსაც კი უმალავდნენ და ისინი იძულებული იყვნენ საავადმყოფოებსა და მორგებში ეძებნათ ბავშვები; ამბობდნენ, რომ მათ ცხედრების ამოსაცნობადაც კი არ უშვებდნენ.

პირევლად ამ ტრაგედიის შესახებ მხოლოდ გორბაჩოვის ეპოქის დადგომისას ალაპარაკდა პრესა, თუმცა სიმართლე სრულიად გადაფარა ათასგვარმა ჭორმა: ამბობდნენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო და ჭყლეტაში ასობით ადამიანი დაიღუპა. ამგვარი ინფორმაცია გააჟღერა დასავლურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც.


image


სურათზე თქვენ ხედავთ ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონთან (ამჟამად "ლუჟნიკების'' სტადიონი) აღმართულ ძეგლს, რომელიც ტრაგედიის 10 წლისთავის აღსანიშნავად დაიდგა.


''შეშლილი" ესკალატორი მოსკოვის მეტროში - 1982 წლის 17 თებერვალი


ინციდენტი დამალული იყო ერთი წლის განმავლობაში


image

მოსკოვის მეტროპოლიტენის არსებობის მანძილზე ყველაზე საშინელი ავარია 1982 წლის 17 თებერვალს მოხდა მეტროსადგურ "ავიამოტორნაიაზე". ტრაგედია საღამოს, პიკის საათებში დატრიალდა, როცა უამრავი ადამიანი ბრუნდებოდა სამსახურიდან. ერთ-ერთ ესკალატორზე მოულოდნელად გადაძვრა მარჯვენა სახელური (გაუმართაობის გამო). ესკალატორის კიბე მგზავრების სიმძიმის ზეგავლენით არანორმალური სისწრაფით დაეშვა დაბლა. საავარიო მოწყობილობამ ძრავა გამორთო, მაგრამ არც მუშა და არც ავარიული მუხრუჭები არ ამუშავდა კონსტრუქციაში არსებული ხარვეზების გამო. პანიკაში ჩავარდნილი მგზავრების ნაწილი შეეცადა ზემოთ გაქცეულიყო, ესკალატორის მოძრაობის საპირისპიროდ, ისინი ეჯახებიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ფეხზე მდგომს შეენარჩუნებინათ წონასწორობა. ადამიანები ეცემოდნენ, ესკალატორის სიჩქარის გავლენით მიფრინავდნენ ძირს, სადაც სხეულების ზვავი გაჩნდა. წარმოუდგენელი საშიშროებით დამფრთხალი ხალხი ცდილობდა ბორდიურზე გადახტომას და მეორე, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ესკალატორზე გადასვლას, მაგრამ პლასტიკური საფარი, რომლის სისქე სულ რაღაც 3 მილიმეტრი იყო, ტყდებოდა მათი სხეულების სიმძიმით და ადამიანები ბალუსტრადაში ცვიოდნენ.


image


თვითმხილველების თქმით, მოძრავ მექანიზმს არ ჩაუთრევია არცერთი სხეული, ადამიანების იღუპებოდნენ ჭყლეტის, სიმაღლიდან გადმოვარდნის და დაზიანებული კონსტრუქციის ბასრ ზედაპირებთან კონტაქტის გამო. გაცოფებული ესკალატორის "სავარცხელი" თანდათანობით ითრევდა ფეხსაცმელებს, ჩანთებს, ტანსაცმელს, საფეხურები ტყდებოდა, ადამიანები ღებულობდნენ ჭრილობებს, ღია მოტეხილობებს, კიბის ბოლოს სისხლიანი ტბა დადგა. მთელი ეს აპოკალიფსი სულ ორი წუთი გრძელდებოდა, როცა ბოლოსდაბოლოს, მექანიზმი ხელის მუხრუჭით არ გააჩერეს სამანქანო განყოფილებიდან.

ტრაგედიამ რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სერიოზული ტრავმა მიიღო 30-ზე მეტმა, რამოდენიმე მათგანი სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი დარჩა. ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ფეხი გაეჭედა ესკალატორის საფეხურსა და ბაქანს შორის, ორი საათი იყო ამ მდგომარეობაში, სანამ მაშველებმა არ მოახერხეს მისი გათავისუფლება, ექიმებმა მისი ფეხის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ტრაგედიის შესახებ საინფორმაციო საშუალებები დუმდნენ, მხოლოდ "ვეჩერნაია მასკვაში'' დაიბეჭდა მცირე ინფორმაცია მომხდარი უბედურების შესახებ, თუმცა გარდაცვლილების ხსენებაც კი არ ყოფილა.



image

რადგან ტრაგედია არ გაშუქებულა პრესასა და ტელევიზიაში, ის მალე გადაიქცა შემზარავ ქალაქურ ლეგენდად. ადამიანები ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ მეტროს გვირაბში მოწყობილ სასაკლაოზე, ლაპარაკობდნენ ათასობით გარდაცვლილზე..საბედნიეროდ, იმხანად პიკის საათებშიც კი მეტროში არ იყო ისეთი ხალხმრავლობა, როგორიც დღესაა, თორემ საუბედუროდ, მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.


კატასტროფა ბაიკონურის კოსმოდრომზე - 1960 წლის 24 ოქტომბერი


ტრაგედიას მალავდნენ 30 წლის მანძილზე


image

კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Р-16-ის აფეთქება ბაიკონურის კოსმოდრომზე მოხდა მისი პირველი, საცდელი გაშვებისას. ცივი ომის გამწვავებასთან დაკავშირებით საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობდა ახალ-ახალი ზეძლიერი რაკეტების შექმნას, ამას დამატებული, ცდილობდა თავი მოეწონებინა მოახლოებული დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის წლისთავისათვის, ამიტომ ხრუშჩოვი და ბრეჟნევი თავად ხელმძღვანელობდნენ ამ პროექტს. სწორედ ასეთ დაძაბულ პირობებში, შიშისა და რისკის ფასად, სამხედროებმა ასაფრენ მოედანზე დაუსრულებელი რაკეტა გამოიყვანეს. ნაჩქარევად დამზადებულმა პროექტმა გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მსხვერპლი. 126 ადამიანი ცოცხლად დაიწვა ან მოგვიანებით გარდაიცვალა დამწვრობით მიყენებული ტრავმებით. მათ შორის იყო სარაკეტო ჯარების სარდალი, სსრკ-ის მარშალი მიტროფან ნედელინი, რომელიც ბუნკერში ყველაზე ახლოს იჯდა საცდელ რაკეტასთან.


image


კინოკამერებმა დააფიქსირეს საშინელი სურათი: რაკეტის გარშემო წრეებად გამორბოდა ცეცხლის ტალღები, რომელიც გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. ცეცხლიდან დროდადრო ცვიოდა ჩირაღდნებად ქცეული ადამიანების სხეულები, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ისინი გარბოდნენ ეკლებიან მავთულხლართებთან და უსიცოცხლოდ ეკიდებოდნენ ზედ. ცოცხლად გადარჩენილებმა საშინელი ტრავმები მიიღეს. გვამები იმდენად იყო დამახინჯებული, რომ შეუძლებელი გახდა ადამიანების ამოცნობა. არქივებში 55 წლის შემდეგ აღმოჩენილი ჩანაწრების მიხედვით, მარშალის გვამი ამოცნობილი იქნა სიმაღლით და მის ახლოს ნაპოვნი საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავით.


image


როგორც ასეთ შემთხვევებში ხდებოდა, ტრაგედია მკაცრად გაასაიდუმლოეს, ხოლო სარაკეტო ჯარების სარდლის სიკვდილი რომ როგორმე აეხსნათ, გამოიგონეს ავიაკატასტროფა, რომელშიც თითქოსდა დაიღუპა ნედელინი. ის პატივით დამარხეს კრემლის კედელთან, ხოლო დანარჩენი მსხვერპლი ჩუმად დაკრძალეს ბაიკონურის ძმათა სასაფლაოზე.


image



კოსმონავტ ბონდარენკოს სიკვდილი - 1961 წლის 23 მარტი


ტრაგედიას მალავდნენ 25 წელი


image

24 წლის ვალენტინ ბონდარენკო იყო ერთ-ერთი კანდიდატი ადამიანის პირველი გაფრენისა კოსმოსში. საბჭოთა კოსმონავტების რაზმში, რომელსაც ხომალდ "ვოსტოკით'' პირველად უნდა შემოეფრინა დედამიწისათვის, ის იყო ყველაზე ახალგაზრდა. ისტორიულ სტარტამდე სამი კვირით ადრე ბონდარენკო ტრაგიკულად დაიღუპა სურდობაროკამერაში საცდელი ვარჯიშის დროს. სურდობაროკამერაში კოსმონავტს სრულ მარტოობაში უნდა გაეტარებინათ დღეში რამოდენიმე საათი დაბალი წნევისა და ჰაერში ჟანგბადის მაღალი შემცველობის პირობებში.


image


კამერაში კოსმონავტები ეჩვეოდნენ კოსმოსში ყოფნას, ამოწმებდნენ მათ რეაქციას, ფსიქიკურ გამძლეობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. იქ ისინი ჭამდნენ, სვამდენ, იძინებდნენ, ერთი სიტყვით, ეს იყო კოსმოსური ხომალდის კაბინის იმიტაცია.


image


ერთ-ერთი სამედიცინო ტესტის დროს ბონდარენკომ სპირტით გაიწმინდა სხეულზე ის ადგილი, რომელზეც ბიოგადამცემები ჰქონდა დამაგრებული. უეცრად კოსმონავტს სპირტიანი ბამბა ხელიდან გაუვარდა და გავარვარებულ სპირალიან ქურაზე დაეცა, რომელზეც კოსმონავტი ჩაის ადუღებდა. ბამბა წამში აალდა. ახალგაზრდა კაცი შეეცადა სახელოთი ჩაექრო ცეცხლი, მაგრამ ჟანგბადიან ატმოსფეროში შალის ქსოვილს ცეცხლი მოედო და მან მყისვე მთელი კამერა მოიცვა. წნევის მაქსიმალური ვარდნის გამო კაბინის კარების გაღება მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა. ვალენტინი სხეულის 80%-იანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები რვა საათის განმავლობაში ამოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. მათი სიტყვით, გაგარინი ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილების მეგობარს და კოლეგას, მაგრამ ყოველი ცდა ამაო გამოდგა-ბონდარენკო გარდაიცვალა დამწვრობის შედეგად მიღებული შოკისაგან.


image


კოსმოსური შეჯიბრის ეპოქაში, მით უმეტეს, დიდი გაფრენის წინ სსრკ-ში მკაცრად იყო გასაიდუმლოებული ყველაფერი ის, რაც კოსმოსთან იყო დაკავშირებული. ბონდარენკოს სიკვდილი არა მხოლოდ დამალეს, არამედ ის გააქრეს პირველი ეკიპაჟის ყველა ჯგუფური სურათიდან, თუმცა ცნობილი კოსმონავტის გაუჩინარებას უკვალოდ არ ჩაუვლია და გავრცელდა ჭორები, თითქოსდა სსრკ კოსმოსში ათეულობით აგზავნიდა რაკეტებს, რომლებიც ორბიტამდე ვერ აღწევდნენ და ჰაერში ფეთქდებოდნენ.

საბჭოთა ოფიციალურმა ბეჭდვითმა გამოცემებმა მხოლოდ 1986 წელს აღიარეს კოსმონავტის სიკვდილი. ხარკოვში, ბონდარენკოს საფლავზე არსებული წარწერა "ნათელი ხსოვნა მფრინავი მეგობრებისაგან" შეიცვალა წარწერით:"ნათელი ხსოვნა კოსმონავტი-მეგობრებისაგან".

0
1806
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0