x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭკვიანი ადამიანები მალე გადაშენდებიან

image



ისლანდიელთა ცხოვრებაზე დაკვირვებითა და მათი დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ სწავლისადმი მიდრეკილება და მაღალი ინტელექტი ნეგატიურად მოქმედებს შთამომავლობის გაგრძელებაზე – ნათქვამია ჟურნალ PNAS გამოქვეყნებულ სტატიაში. ბოლო წლებში გენეტიკოსები აქტიურად ცდილობენ გამოავლინონ გენები და მუტაციები, რომელიც კავშირშია აუტიზმთან, შიზოფრენიასთან და ტვინის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან; ასევე, ვარიაციები გენებში, რომელიც კავშირშია ანომალიურად მაღალ და დაბალ ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან. მეცნიერები ამ ყოველივეს ასეულობით ათასი ადამიანის გენების სტრუქტურის შედარებით ავლენენ.

ახლახანს, როგორც კერი სტეფანსონი, deCODE პროექტიდან, ამბობს – გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს დნმ-ში ათეულობით მუტაცია და ვარიაცია, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტში მაღალ აკადენიურ მოსწრებასთან ან ინტელექტთან არის კავშირში. სტეფანსონმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, აღნიშნული ვარიაციები რა გავლენას ახდენს შთამომავლობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, ბავშვთა რაოდენობაზე და ევოლუციური ხედვით მსგავს მნიშვნელოვან პარამეტრებზე.

კვლევის ჩასატარებლად მეცნიერებმა გამოიყენეს კომპანია deCODE მონაცემთა ბანკი და ერთმანეთს შეადარეს 110 ათასი ისლანდიელის დნმ-ში განათლების დონე და მცირე მუტაციები – კუნძულის მთელი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი. რამდენადაც აკადემიური მოსწრების დონეზე მოქმედებს ათობით და ასობით სხვადასხვა გენი, მკვლევარებმა შეისწავლეს დნმ-ის არა ცალკეული მუტაციები და ფრაგმენტები, არამედ გენების მთელი ჯგუფები.

ექსპერიმენტის ჩატარებაში მეცნიერებს დაეხმარა ის ფაქტი, რომ ისლანდია წარმოადგენს საკმაოდ იზოლირებულ კუნძულს კარგად შესწავლილი მოსახლეობის გენეალოგიით და ამასთან, ბავშვების, მათი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების და მათი წინაპრების აკადემიური მოსწრების სტატისტიკით.
ექსპერიმენტის მიზანი იყო დაედგინათ – არსებობს თუ არა კავშირი ბავშვების რაოდენობას, გენებსა და განათლებას შორის. როგორც სტეფანსონო აღნიშნავს – არსებობს და ის ნეგატიურია – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ "ჭკვიან" გენს შეიცავს ამა თუ იმ ადამიანის გენომი, უფრო ნაკლები ბავშვი ჰყავს.
საშუალოდ კი, თუ გავითვალისწინებთ ისლანდიის იმ მოსახლეობას, რომელიც ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას, აღმოჩნდა რომ "ჭკვიანი" გენების მატარებლები 6% ნაკლებ ბავშვს აჩენდნენ, ვიდრე სხვა ადამიანები.

თუ ამ აღმოჩენას ბიოლოგიურ ენაზე გადავიყვანთ, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ იყო ჭკვიანი – სულაც არ არის მომგებიანი ევოლუციური თვალსაზრისით – ჭკვიანი მშობლების შვილები უფრო ნაკლებ შთამომავლობას დატოვებენ და ხშირ შემთხვევაში უშვილოდ წავლენ ამ ქვეყნიდან, ვიდრე სხვა ადამიანები. შესაბამისად, რამდენიმე ხნის შემდეგ ჭკვიანი ადამიანები მთლიანად დაუთმობენ ადგილს თავიანთ კონკურენტებს "საშუალო" დონის განვითარებით, რომლებიც გაცილებით წარმატებულები არიან გამრავლებასა და საწინააღმდეგო სქესის მიზიდვაში. აღნიშნული პროცესი, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დღესვე შეგვიძლია დავინახოთ – პროპორცია იმ ადამიანებისა, რომლებიც "ჭკვიანი" გენების მატარებლები არიან, შემცირებულია 1990 წელთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე

მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება

5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!

მეექვსე გრძნობა – მეცნიერები მისი განვითარების 7 მეთოდს გვთავაზობენ

8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ

9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ

რა მოხდება, თუ ადამიანები ხორცის ჭამაზე უარს იტყვიან


1
302
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
302
  
2017, 2 თებერვალი, 15:22
ახლაც დეფიციტია ამ მხრივ, დააკვირდით სატელევიზიო გამოკითხვებს და სტუდიებში მიწვეული "პროდვინუტების" მსჯელობას...
0 1 1