სხვა და მაინც,რამდენი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ დღეში? 2017, 1 თებერვალი, 2:30 ![]() ბევრს მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტ წყალს დალევს, მით უკეთესია და ხშირად საკუთარ თავს აიძულებენ ლიტრობით წყალი მიიღონ, 3 და ზოგჯერ 4 ლიტრიც კი. გახსოვდეთ, წყლის ჭარბად მიღებამ შესაძლოა წყლით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.90-იან წლებში, აშშ-ში, მარათონის მონაწილეების გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა, რისი მიზეზიც სწორედ წყლით ინტოქსიკაცია იყო.საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ იმაზე მეტ წყალს მიიღებთ, ვიდრე თქვენი ორგანიზმი გამოყოფს, სისხლში ნატრიუმის შემცველობა გაიზრდება.იმისთვის, რომ ბალანსი აღადგინოს, თქვენი ორგანიზმი წყალს სისხლიდან უჯრედებში გადაქაჩავს, რაც, ასე ვთქვათ, უჯრედების შეშუპებას გამოიწვევს.თუ ეს პროცესი ტვინში განვითარდა, შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს. ![]() ![]() კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ჰაგინსის განმარტებით, ადამიანისთვის აუცილებელი წყლის დღიური ნორმის მოცულობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს:სქესი, ასაკი, ჰავა, კლიმატური პირობები, კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობა და ესა თუ ის დაავადება. თუ თქვენ ცხელი და მშრალი ჰავით გამორჩეულ გარემოში ცხოვრობთ, ან ფიზიკური აქტივობა თქვენი ცხოვრების წესია, ბუნებრივია უფრო მეტი სითხის მიღება დაგჭირდებათ. 60კგ და 90 კგ წონის მქონე ადამიანებიც ერთმანეთისგან განსხვავებული მოცულობის წყალს მოიხმარენ.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წყალს ორგანიზმი საკვებიდან და სხვა სითხეებიდანაც ითვისებს, ამიტომ წყლის დღიური ნორმა 1-დან 3ლიტრამდე მერყეობს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ყველაფერი ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის მისაღები წყლის დღიური ნორმებია გამოთვლილი, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, ყველაზე კარგად თქვენმა ორგანიზმმა იცის, როდისაა საჭირო წყლის დალევა.უბრალოდ, მოუსმინეთ მას, ნუ უგულებელყოფთ წყურვილის გრძნობას და ნურც ლიტრობით წყლის ყლაპვას აიძულებთ თავს, მაგრამ მეორე უკიდურესობაშიც ნუ გადავარდებით და მხოლოდ შემაწუხებელი წყურვილის დროს ნუ გაგახსენდებათ ამ ჯადოსნური თვისებების მქონე სითხის დალევა. ზომიერება ამ შემთხვევაშიც საუკეთესო საშუალებაა თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ![]() 996 შეფასება არ არის
|