x
გულში ჩამწვდომი ნაწყვეტები საბავშვო ზღაპრებიდან
image


ჩვენი ბავშვობა საკმაოდ მალე გადის, თუმცა სამუდამოდ გვამახსოვრდება. ეს ზღაპრების დამსახურებაც არის. ჩვენი საყვარელი ზღაპრების წაკითხვა ღირს როგორც ბავშვობაში, ასევე ზრდასრულობის პერიოდშიც, რადგან მათში იმ ღრმა აზრის დანახვას შევძლებთ, რომელსაც ბავშვობაში ყურადღებას არ ვაქცევდით.




"პატარა უფლისწული" – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი

image


უფროსებს ძალიან უყვართ ციფრები. როდესაც ახალ მეგობარს შეიძენ, ისინი არ გკითხავენ ყველაზე მთავარს. ისინი არასდროს გკითხავენ: "როგორი ხმა აქვს? რა თამაშები მოსწონს? მოსწონს თუ არა პეპლები?" ისინი კითხულობენ: "რამდენი წლისაა? რამდენი ძმა ჰყავს? რამდენს იწონის? რამდენს შოულობს მამამისი?" და ამის მერე ჰგონიათ, რომ იცნობენ ადამიანს.



"მერი პოპინსი" – პამელა ტრევერსიimage– ჩვენც, მერი პოპინს?
– ჩვენც რა?

– დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ?

– შეიძლება... ყველაფერი დამოკიდებულია...

– რაზე?

მან ერთდროულად ნაზად და სევდიანად გაიღიმა.

– თქვენზე!



"ზღაპრები პატარა მელიაზე" – იგორ ფარბარჟევიჩიimage– მელია – უთხრა ერთმა მელამ მეორეს, – გთხოვ, გახსოვდეს თუ გიმძიმს, ცუდად ხარ, მოწყენილი ხარ, გეშინია, დაიღალე – უბრალოდ თათი გამომიწოდე. მე კიდე ჩემს თათს გამოგიწვდენ, სადაც არ უნდა იყო, თუნდაც იქ სხვა ვარსკვლავები იყოს და ყველა თავით დადიოდეს. იმიტომ რომ ერთი მელიის დარდი, გადანაწილებული ორ მელაზე – ეს ხომ, საერთოდ არ არის საშიში. ხოლო როდესაც თათში გიჭირავს სხვისი თათი – რა მნიშვნელობა აქვს რა არის კიდევ იქ, სამყაროში?



"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" – ლუის კეროლიimage

– თუ შეიძლება მითხარით აქედან საით უნდა წავიდე?

– სად გინდა, რომ მოხვდე? – უპასუხა კატამ

– ჩემთვის სულერთია – თქვა ალისამ

– მაშინ სულერთია საით წახვალ – აღნიშნა კატამ

– ... ოღონდ სადმე მოვხვდე – განუმარტა ალისამ

– სადმე აუცილებლად მოხვდები... საჭიროა მხოლოდ საკმარისად დიდხანს იარო.



"ვოლვეტის კურდღელი" – მარჯორი უილიამსიimage– შენ მხოლოდ მაშინ ხდები ნამდვილი – არწმუნებდა კურდღელს, ტყავისგან შეკერილი ბრძენი ცხენი – როცა ვინმეს დიდხანს უყვარხარ. კი არ გეთამაშება, არამედ ნამდვილად უყვარხარ.

– ეს მტკივნეულია? – შეეკითხა კურდღელი

– ზოგჯერ – უპასუხა ცხენმა, რადგან ყოველთვის სიმართლეს ამბობდა – მაგრამ შენ თუ ნამდვილი ხარ, მაშინ შეძლებ ტკივილის ატანას.

– და როგორ ხდება ეს? უცებ მზად ხარ, თითქოს გასაღებით დაგქოქეს თუ დროდადრო ხდება?

– დროდადრო, – თქვა ცხენმა – შენ ხომ ნამდვილი ხდები. ამას დიდი დრო უნდა. ამიტომაც, ეს იშვიათად ემართება მათ, ვინც სრულებით უბრალოდ ჩხუბობს, ჩაკეტილია და სხვებისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ჩვეულებრივ როცა ნამდვლი ხდები, ტყავი გაქვს გაქუცული, თვალები ბუდიდან გცვივა, კიდურები ჩამოკიდებული გაქვს და საერთოდ ძალიან საწყლად გამოიყურები. მაგრამ ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, რადგან ის ვინც გახდა ნამდვილი, შეუძლებელია იყოს შეუხედავი. მხოლოდ იმის თვალში იქნები შეუხედავი, ვისაც არაფერი ესმის.



"ზღარბი ნისლში" – სერგეი კოზლოვიimage– მე აუცილებლად, გესმის? აუცილებლად – თქვა დათვმა. ზღარბმა თავი დაუქნია.

– მე აუცილებლად მოვალ შენთან, რაც არ უნდა მოხდეს. მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის.

ზღარბმა შეხედა ჩუმი თვალებით. დუმდა.

– რატომ ხარ ჩუმად?

– მე მჯერა – თქვა ზღარბმა


0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0