x
image
თეონა გორდეზიანი
ყველაზე გაყიდვადი რომანი წეროვანში მცხოვრებ მოზარდებს დაურიგდა
გამომცემლობა პალიტრა L- ის გამოცემა "წიგნის ქურდი" წეროვანში მცხოვრებ მოზარდებს დაურიგდა.


ამ ფაქტთან ერთად აღსანიშნავი ის ისტორიაა, რომელიც წიგნშია გადმოცემული და დარწმუნებული ვარ მოზარდებზე წარუშლელ კვალს დატოვებს. ეს გახდება მათთვის სიმამაცის, სიძლიერის მაგალითი, ყველანაირ რეალობაში შეძლებენ ნათელი ადგილების დანახვას, როგორც ამას მთავარი გმირი ომის პერიოდში ახერხებდა.


image


" წიგნის ქურდი" - 528 გვერდიანი დრამაა, პირველი ასოციაცია რაც შესაძლოა წიგნის კითვისას გაგიჩნდეთ ანა ფრანკია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეს გერმანელი გოგონას თვალით დანახული ომის პერიოდია.


ერთდრულად სევდიანი, სულის შემძვრელიც და ამავე დროს იმედის მომცემი ამბავი გახდა რეალურად ყველაზე გაყიდვადი ისტორია ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, პერიოდზე როცა გერმანია სუნთქვაშეკრული იყო.



ლიზელი, რომელიც მხოლოდ 9 წლისაა დედობილ-მამობილთან ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს.


ცრემლი, სევდა, ღიმილი, სიყვარული, ბოროტება, სიკეთე, ბედნიერება და ბოლოს სიკვდილი. ამ რომანში სწორედ სიკვდილის მიერ მონათხრობ ისტორიას მოისმენთ.

ავტორი ახალგაზრდა მარკუს მუზაკი უკვე 6 რომანის ავტორია, მათ შორის ყველაზე პოპულარული " წიგნის ქურდია".


image


მარკუსის დედა გერმანელია. მარკუსი მთელი ბავშვობა მშობლებისგან ომზე საოცარ ამბებს ისმენდა. ომზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და ებრაელ ტყვეებზე... სწორედ ეს ამბები ახსენდებოდა წიგნის წერისას... მისთვის მშობლების განვლილი გზა, მათი ბრძოლისუნარიანობა უკეთესი ცხოვრების საფუძველი გახდა.



აქ ბევრ ემოციასთან ერთად, რომელიც კითხვისას თქვენში თქვენდაუნებურად გაჩნდება გაგაოცებთ ლიზელის პერსონაჟის ერთგვარი ევოლუცია. ეს მაგალითია, იმის თუ როგორ ცვლის ადამიანს წიგნების კითხვა.


ლიზელი პატარა, მაგრამ ბევრი უბედურების, სიღატაკის, შიმშილის მომსწრეა.

მინდა ყველა მკითხველს და განსაკუთებით წეროვანში მცხოვრებ მოზარდებს ვუსურვო იყვნენ ლიზელივით ძლიერები, მამაცები, ამტანები...თქვენც შეგეძლოთ დაინახოთ ყოველგვარ გაჭირვებაში ნათელი ადგილები და თუ ამდროინდელი მდგომარეობა არა, მომავალი მაინც აუცილებლად იტყვის თქვენს სათქმელს.



დარწმუნებული ვარ ვის ხელშიც ეს წიგნი აღმოჩნდება, სქესის განურჩევლად....გულგრილი არავინ დარჩება, ზღვა ემოციები გაუჩნდება და ის შთაბეჭდილებები, რომელიც შესაძლოა არც აღარასდროს გაქრეს.

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0