x
image
გვანცა1234
როგორი წელი ქონდათ ცნობილებს? ,,ესეთი ფინანსურად მძიმე წელი ბავშვობაში თუ მქონია'' - სტეფანე მღებრიშვილი

აი მიილია 2016 წელი და სულ რამდენიმე საათში მთელ მსოფლიოში ახალი - 2017 წელი შემობრძანდება. საინტერესოა, როგორი იყო ცნობილი ქართველებისთვის ეს წელი და რა მოლოდინები აქვთ მათ სამომავლოდ, მამლის წელიწადში.imageსტეფანე მღებრიშვილი:
2016 წელს მადლობას ვუხდი, მიუხედავად იმისა რომ მაინც ცოტა მძიმე იყო... გლობალურად მსოფლიოსთვის... მე ვერ დავიწუწუნებ, რადგან მხოლოდ ფინანსურად შემეხო. ესეთი ფინანსურად მძიმე წელი ბავშვობაში თუ მქონია, მაგრამ ისე გავიდა რომ არცერთ ჩემს მეგობართან არ შემიმჩნევია.. წუწუნი არ მიყვარს .. მადლობას ვუხდი ამ წელს იმისთვის (ეგოიზმისთვის მაპატიეთ) ყველანი ცოცხლები ვართ და არ გაგიკვირდებათ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი...ამიტომ 2016 წელო - მადლობა! ❤
რაც შეეხება ახალ 2017 წელს, მეც როგორც ყველა განსაკუთრებულად ველოდები! დიდი იმედებით და სიხარულით! ყველას გილოცავთ წინასწარ! ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ! დანარჩენი მოგვარებადია! საუკეთესო სურვილებით!!! ❤
გურამ შეროზია:
ჯერ კი არ გასულა წელი, მაგრამ მოდით, წინსწრებით შევაჯამებ და თან დროს გავიყვან ფრენამდე ^^
- 2016 წელს ვიმოგზაურე 14 ქვეყანაში, ზოგში პირველად, ზოგში გავმეორდი, თუმცა ქალაქები ახალი იყო, ჯამში ქვეყნიდან გავედი 6-ჯერ.
- ვიყიდე მეორე ბინა წინა წლის დასასრულს, გარემონტდა სულ "ჩემ გემოზე" და გადმოვცხოვრდი.
- გამიჩნდა შემოსავლის ახალი, სტაბილური წყარო: გავაქირავე პირველი ბინა პლეხანოვზე, ტურისტებზე
- შევიძინე რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი, რომლებიც თურმე მთელი ამდენი წელი მაკლდნენ და მარილზე წავიდა ძველთაგან რამდენიმე :დ
- დავიწყე ლექციების წაკითხვა ორ ახალ უნივერსიტეტში: იბსუში და სეუში
- პირველად წავიკითხე ლექციები ევროპაში - პოლონეთში, მიწვეული ვარ ასევე რუმინეთში, ანუ გავხდი საერთაშორისო ლექტორი და ტრენერი.
- დავატრენინგე 7 დიდი კომპანია, არსებული სამსახურების პარალელურად
- დავიწყე გადაცემის წაყვანა საზოგადოებრივ მაუწყებელზე
- ბლოგის ფბ ფეიჯის ლაიქები გაიზარდა 12, 000დან 27, 000-მდე.
- ბლოგზე მყავდა ჯამში მილიონი ვიზიტორი (არც მეტი არც ნაკლები)
- ბინის საყიდლად აღებული სესხის ძირი შევამცირე სამჯერ.
- ჩავატარე ათამდე საჯარო ლექცია და მოვხსენი დამსწრეების რეკორდი.
- ბლოგის დამსახურებით სამჯერ მიმიწვიეს ინფო ტურში, ანუ უფასოდ სამოგზაუროდ და ვერცერთხელ ვერ წავედი :/
- შემოსავლები გაიზარდა 34%-ით
- ჩემი მიმდინარე დამსაქმებელი კომპანიების რაოდენობამ შეადგინა მაქსიმუმი: 7 :დ
- მქონდა ყველაზე ემოციებით აღსავსე და აქტიური წელი
- ყველაზე მეტი უცნობი აგრესორ-მტერი შევიძინე, რაც ძალიან მიმაღლებს თვითშეფასებას :)))
- წარმატებით და კარგი ტემპით დავიწყე რიგით მე-5 ენის, ესპანურის აღდგენა-სწავლა :))
- და პირველი კვარტლის დაგვირგვინება: ხატია (უკომენტაროდ) და აგერ უკვე 1 წელი გავა... :)))

ჰოდა, ამ ბედნიერ ფონზე, გემშვიდობებით 5 დღით და გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ^_^
გიორგი ქისტაური:
ჩვეულებრივი წელი იყო ჩემთვის, არაფერი განსაკუთრებული. არ ყოფილა "ყველაზე ცუდი" წელი.
ჩემს თავს და თქვენ გისურვებთ, რომ 2017 წელი ყოფილიყოს მრავალფეროვანი, ლამაზი, არა-ჩვეულებრივი, სულიერად მშვიდი და ფიზიკურად დამღლელი, აუცილებლად თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ❄
ნანუკა ჟორჟოლიანი:
დასასრულს უახლოვდება წელი, რომელიც ჩემგან იმსახურებს გულწრფელ მადლობას.
ყოველთვის მემახსოვრება 2016.

0
319
5-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0