x
image
გვანცა1234
გაგრძელდება თუ არა სერიალი? - რა განცხადებას ავრცელებს ,,ხელოვნური სუნთქვის'' შემოქმედებითი ჯგუფი

სულ ცოტა ხნის წინ “რუსთავი2''-ის ეთერში გამოჩნდა ქართული დრამა “ხელოვნური სუნთქვა''. სერიალმა ტელეეკრანებზე გამოჩენისთანავე მოიპოვა ხალხის სიყვარული და დიდი ინტერესი გამოიწვია მაყურებლისა. სერიალი გახლავთ “ფორმულა კრეატივის'' ნამუშევარი. მისმა არაჩვეულებრივმა საუნდტრეკმა - “Imagination'', მაღალმა ხარისხმა, პროფესიონალმა მსახიობებმა, საკმაოდ საინტერესო და ჩახლართულმა სიუჟეტმა სერიალს ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა. imageმისი სიუჟეტი დაახლოებით ასეთია:
“შოთა სასწრაფოს ექიმია, მარტოხელა მამა, რომელიც 12 წლის ქალიშვილთან, მელანოსთან ერთად ცხოვრობს. მამა-შვილის ურთიერთობა იდეალურია, თუმცა, მათ ბედნიერებას შავ ლაქად აწევს ახალგაზრდა დედის ტრაგიკული სიკვდილი.
მათ ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოდის: თამუნა ჟურნალისტია, მწერლობაზე მეოცნებე, ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც შოთასა და მელანოს იდილიას თავდაყირა დააყენებს.
„ხელოვნური სუნთქვა“ გვიყვება გმირების დრამატიზმით, ვნებებით სავსე ისტორიას, სადაც სრულიად მოულოდნელი ბედნიერება ხშირად ენაცვლება სერიოზულ პრობლემებს.
აქ ერთმანეთს უპირისპირდება სასწრაფოს ექიმის გამუდმებული ბრძოლა სიცოცხლისათვის და მწერალი/ჟურნალისტი ქალის სურვილი, გამოიკვლიოს სხვების ცხოვრება, ამოხსნას მათი საიდუმლოებები.
მოახერხებენ თუ არა შოთა და თამუნა ახალი ცხოვრების დაწყებას? მოისურვებს თუ არა პატარა მელანო, მამის სიყვარული სხვას გაუყოს?
„ხელოვნური სუნთქვა“ დრამაა, სადაც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, რამდენის დათმობა შეუძლია ადამიანს ბედნიერებისათვის''.
სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ: თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, რუსკა ქარქაშაძე, ანი ბებია, დათო ჯაყელი, ქეთი ცხაკაია, და სხვები.imageსულ ცოტა ხნის წინ ერთგულმა მაყურებელმა იხილა საკმაოდ დამაინტრიგანებელი სცენა, რომლის მიხედვითაც მთავარ გმირს - შოთას სახლში პოლიცია აკითხავს და აპატიმრებს. სწორედ ასე დასრულდა სერიალის მეორე სეზონი. ხალხი მოუთმენლად ელოდა შემდეგ სერიებს, თუმცა მოულოდნელად “ხელოვნური სუნთქვის'' შემოქმედებითმა ჯგუფმა თავის “Facebook'' გვერდზე მსგავსი განცხადება გამოაქვეყნა:
“მეგობრებო,
ხელოვნური სუნთქვის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის! <3
ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. :) მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს! <3
მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას - ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი''.image
ამ განცხადებამ მაყურებელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგიერთები არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ, ზოგი კი უბრალოდ მადლობას უხდიან შემოქმედებით ჯგუფს ორი არაჩვეულებრივი სეზონის შექმნისათვის.

0
167
7-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0