x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
სასმელი კურკუმით, რომელსაც დიდი რაოდენობით ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან და ჭარბი წონისგან ათავისუფლებს

image


კურკუმას სასარგებლო თვისებები მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ეს სანელებელი ფლობს ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, ანტისეპტიკურ თვისებებს. დაუმატეთ ის პირველ და მეორე თავის კერძებს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროთ ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნის რისკი.

კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან რომელიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს.
ბოლო გამოკვლევების თანახმად კურკუმა ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას. in vitro - ს ტესტების თანახმად, 80% ავთვისებიანი პროსტატის კიბოს უჯრედები განადგურდა ამ არაჩვეულებრივი სანელებლის ზემოქმედების ქვეშ.
ამასთან, თუ ამ არაჩვეულებრივ სანელებელს თქვენს ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ, ამით გაიძლიერებთ იმუნიტეტს, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

სწორედ ამის გამო, ისინი, ვისაც ზედმეტი კილოგრამების მოკლება სურთ, ხშირად იღებენ კურკუმას. სტატიაში გაგიზიარებთ არა მხოლოდ გემრიელ, არამედ საოცრად სასარგებლო სასამელის რეცეპტს. მისი დახმარებით ძალიან მარტივად გათავისუფლდებით ჭარბი წონისგან და შეძლებთ ორგანიზმის დეტოქსიკაციას.


ინგრედიენტები:

– 3 ლ. წყალი;

– 2–3 ლიმონი;


– 150 მლ. თაფლი;

– 2 ს.კ. კურკუმა.


მომზადების წესი:


1. სასმელისთვის მოამზადეთ 3 ლიტრიანი ქილა;

2. აადუღეთ წყალი, ცოტა გააგრილეთ და გადაასხით ქილაში;

3. დაამატეთ თბილ წყალში თაფლი და კურკუმა;

4. კარგად გარეცხეთ ლიმონი და ქერქიანად წვრილ სახეხზე გახეხეთ. გადაიღეთ ქილაში და ხუფი დააფარეთ. ნაყენი 24 საათის მანძილზე გააჩერეთ.


მოხმარების წინ აუცილებელია სასმელი გადაწუროთ. მიიღეთ 120 გრ. დღეში 3-ჯერ ნახევარი საათით ადრე ჭამამდე. ეს კურსი 3 კვირის მანძილზე ჩაიტარეთ. შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს!


ასევე დაგაინტერესებთ:


ნუ გაანადგურებთ ამ მცენარეს! ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახია


9 სამკურნალო სასმელი გაციების წინააღმდეგ, რომელიც თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად გააძლიერებს


ინდოეთში ამ რეცეპტს უკვდავების ელექსირს ეძახიან!


თქვენს ირგვლივ ყველას გრიპი ან სურდო აქვს და არ გინდათ გადაგედოთ? მაშინ მიიღეთ ეს მარტივად მოსამზადებელი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება


რატომ უნდა დავლიოთ დღეში 1 ჭიქა ვისკი. რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ამ უნიკალურ სასმელს


მეექვსე გრძნობა – მეცნიერები მისი განვითარების 7 მეთოდს გვთავაზობენ


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"



0
1849
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
1849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0