სხვა შეგიძლიათ 20 წამი ცალ ფეხზე გაძლოთ? სინჯეთ და ნახეთ რას განსაზღვრავს ეს ფაქტი 2016, 17 დეკემბერი, 11:57 შესაძლოა იფიქრეთ, რომ გიჟია ის, ვინც მსგავსი რამ მოიფიქრა, თუმცა ფაქტს, რომელიც ადასტურებს თქვენს შესაძლებლობას გაძლოთ სულ ცოტა 20 წამი მაინც, შეუძლია თქვენი ტვინის ჯანმრთელობაზე იმეტყველოს. წინასწარ მცდარ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, უბრალოდ წაიკითხეთ სტატია, სადაც წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ახალი კვლევების შედეგებს.
იაპონიაში, კიოტოს გენომური მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები, სადაც 1400 ადამიანი გამოიყენეს, რომელთა ასაკი საშუალოდ 67 იყო. ექსპერიმენტის მიზანი იყო მონაწილეს თვალ გახელილს ცალ ფეხზე მდგომ პოზიციაში შესძლებოდა გაჩერება 20-დან 60 წამამდე. დასაშვები იყო მხოლოდ ორი ცდა. ექსპერიმენტის საუკეთესო პასუხების მიხედვით MRI აპარატის მეშვეობით მათ შეისწავლეს თითოეული ამ მონაწილეს ტვინი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც 20 წამითაც ვერ შეძლეს ამ პოზიციაში- ცალ ფეხზე გაჩერება, ტვინის ერთი ფაზის დაზიანება ჰქონდა, თუმცა მანამდე არანაირი სიმპტომი ამაზე არ გამოვლენილა. ტვინის ცალი ფაზის დაზიანება მჭიდროდაა დაკავშირებული ინსულტთან, დემენციასა და პარკინსონის დაავადებასთან. გარდა ამისა კი 15%-ს, რომელთაც ასევე ვერ შეძლეს ცალ ფეხზე გაჩერება, ტვინის 30%-ის დაზიანება აღმოაჩნდათ. 16%-ს, რომელთაც ასევე ვერ შეძლეს ცალ ფეხზე გაჩერება, ტვინის 35%-ის დაზიანება აღმოაჩნდათ. ხოლო დანარჩენებს, ვინც ვერ შეინარჩუნა ეს ბალანსი, გამორჩეოდნენ დაბალი გონებრივი შესაძლებლობებით. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა კავშირი უნდა ჰქონდეს ტვინთან, ცალ ფეხზე დგომას? მსგავსი ბალანსის მიღწევა მხოლოდ სამი კომპონენტით ხდება: პროპრიოცეფცია (ორგანიზმის ნაწილების მდგომარეობისა და მოძრაობის შეგრძნება), ხედვა და ვესტიბულური აპარატი (ვესტიბულური აპარატის ნორმალური დაბალანსებული ფუნქციობა აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება). ანატომია სკოლიდან ამინც გეცოდინებათ და ადვილი მისახვედრია, რომ ტვინი აკონტროლებს ამ სამივე უნარს. აქედან გამომდინარე კი, კოორდინაციაში ნებისმიერი არეულობა, მაგალითად არა კოორდინება- მიუთითებს ტვინის დარღვევებზე. ამ ტესტის გაკეთება ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ სახლის პირობებში. თუ კი ბალანსს ვერ შეინარჩუნებთ 20 წამის განმავლობაში მაინც, სავარაუდოა, რომ თავის ტვინში არსებობს გარკვეული დარღვევა. ამ შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართედ ექიმს. 9106 21-ს მოსწონს
|