x
მეტი
  • 14.06.2025
  • სტატია:142747
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515221
"გიჟი“ – "მატყუარას" წინააღმდეგ – მასკი ტრამპს "დასამარებით" ემუქრება

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი პოლიტიკური დუეტი ასე მალე დაიშლებოდა. თუმცა, მათ შორის, ეტყობა "შავმა კატამ" გაიარა და... როგორც ამბობენ, ილონ მასკი საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, რომელიც დღეს არსებულ 2 პარტიას "დაასამარებს".


image


დღეს კი, ყველაზე აქტუალური საკითხი ის არის, თუ ვინ, ვინ "გადააგდო" — პოლიტიკოსმა — მილიარდერი, თუ მილიარდერმა პოლიტიკოსი? და ვინ უფრო მეტად დაზარალდება ამ დაპირისპირებაში?

ტრამპს და მასკს შორის, ბოლო დროს, უთანხმოება რომ არსებობდა, არავისთვის იყო საიდუმლო. გასულ კვირას, ტრამპმა მასკს საზეიმო გაცილება მოუწყო ვაშინგტონში და თეთრი სახლის სამახსოვრო ოქროს გასაღებიც გადასცა. მაგრამ, ამან მასკს წყენა ვერ გაუნელა: მან მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი (DOGE) დატოვა, ხოლო, მისი კომპანიის — Tesla–ს აქციები ისე გაუფასურდა, რომ წარსული დიდებისგან, თითქმის აღარაფერი დარჩა…

ილონ მასკმა წასვლისას "კარი გაიჯახუნა", ხოლო ტრამპი, მის კომპანიას, სახელმწიფო კონტრაქტების შეწყვეტით დაემუქრა. ამას ისიც დაერთო, რომ ტრამპმა «დიდი და ლამაზი კანონის» მიღება გადაწყვიტა, რომელიც მასკის აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა იმ შემცირებას გააუქმებს, რის მისაღწევადაც, მან ამდენი იშრომა (კანონი ითვალისწინებს მრავალ ხარჯს, მაგალითად, თავდაცვისა და საზღვრის დაცვისთვის).

«გაგიჟდა»

თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან მერცთან შეხვედრისას, ტრამპმა, როგორც ყოველთვის, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მასკზე კი თქვა, რომ ისინი მეგობრები აღარ იყვნენ, რადგან მასკი მის "ლამაზ" კანონპროექტზე გაბრაზდა, რომელიც ელექტრომობილებსაც შეეხო — თუ კანონი ძალაში შევა, მასკის ავტომობილებზე საგადასახადო შეღავათები გაუქმდება. და კიდევ იმიტომ, რომ ტრამპმა, NASA–ს სააგენტოს უფროსად, მასკის პროტეჟე, ასევე მილიარდერი ჯარედ ისაკმანი არ დანიშნა, რომელიც დემოკრატების მხარდამჭერი აღმოჩნდა.

ილონ მასკი, ტრამპის კომენტარს, მათ ურთიერთობაზე, X –ზე გამოეხმაურა: "მე რომ არა, ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებდა. ტრამპი — მატყუარაა..." – განაცხადა მან.

"ის გამოიფიტა, ნამდვილად გაგიჟდა", — იყო ტრამპის პასუხი ამაზე.

ამის შემდეგ, მასკმა პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც კითხულობდა, დადგა თუ არა დრო, რომ ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს, იმ ორი პარტიის ნაცვლად, რომლებისგანაც უკვე დავიღალეთ? ამ მომენტისთვის, გამოკითხვაში 1 263 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და 82, 3% მის იდეას ემხრობა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი, რომლისაც სკოლიდან მოყოლებული გვჯერა

* რატომ მალავენ ინფორმაციას მთვარის შესახებ? – NASA–ს ყველაზე დიდი საიდუმლო

* აფრიკა – 15 საოცარი ფაქტი შავი კონტინენტის შესახებ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



1
143
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
143
  
დავწერდი კახურად ამ ამბავზე რასაც ვფიქრობ,მარა ავტორს და საზოგადოებას ვცეთ პატივი,თორე ერთი ერთში დააჯდებოდა ამ ამბავს
0 1 1