x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვინ უყვარდა სინამდვილეში გალაკტიონის მუზას და რატომ არ კითხულობდა პოეტის ლექსებს მერი შერვაშიძე
image
მარიამ პროკოფის ასული ერისთავ-შერვაშიძე (1890(5)-1986) ისტორიას შემორჩა, როგორც მე-20 საუკუნის ერთიერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი. ის იყო მხატვარ საველი სორინისა და გალაკტიონ ტაბიძის მუზა.
image

თავადის ასული მერი ყოველთვის, ხანშიშესულობის დროსაც კი, თაყვანისმცემლებით იყო გარშემორტყმული. ამავდროულად, მისი ბიოგრაფია ჭეშმარიტად არისტოკრატულია: მასში არ არის არც საჯარო დრამატული სკანდალები და არც ჩახლართული სასიყვარულო ისტორიები.

მერის მამა, თავადი პროკოფ შერვაშიძე, იყო გენერალ-მაიორი და რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმის წევრი.
image

მერი და მისი და, თამარი საქართველოში, ბათუმში დაიბადნენ, თუმცა მალე ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა.


image

დები: ელენა, მერი და თამარი

თავისი გარეგნობისა და არისტოკრატული მანერების წყალობით, მერი დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნას სეფე-ქალი გახდა.
image

იმის მტკიცებულებად, თუ როგორი აღფრთოვანებულნი იყვნენ ახალგაზრდა ლამაზმანით სასახლის კარზე, გამოდგება შემდეგი ისტორია: თავადისასული, რომელიც ყველგან და ყოველთვის აგვიანებდა, ერთხელ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნების პანაშვიდზე დედოფლის შემდეგ მივიდა. ეს პროტოკოლის უხეში დარღვევა იყო და სასჯელიც დაუყოვნებლივ უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ ნიკოლოზ II-მ შეხედა გოგონას და მიმართა: "თავადის ასულო, ცოდვაა იყო ასეთი მშვენიერი".
image

1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მერი ოჯახთან ერთად იძულებული გახდა თბილისში გადასულიყო. საქართველოს დედაქალაქი იმ დროის რუსული ინტელიგენციისთვის თავშესაფრად იქცა. სწორედ თბილისში შექმნა საველი სორინმა თავისი ყველაზე ცნობილი ნახატი - თავადის ასულ მერის პორტრეტი.
image

ლეგენდის თანახმად, წლების შემდეგ აღნიშნული ტილო "დაბინავდა" მონაკოს პრიცესას, გრეის კელის საძინებელში. გაღვიძებისას იგი ჯერ ნახატს უყურებდა ხოლმე, შემდეგ სარკეში იხედებოდა და ასე ხვდებოდა კარგად გამოიყურებოდა თუ არა იმ დღით.
image

1915 წელს გალაქტიონ ტაბიძე ქმნის მერისადმი მიძღვნილ პოეტურ ციკლს. ის, თუ კონკრეტულად რომელ მერის ეძღვნება ეს ქმნილება, თითქმის არავისში არ ბადებს ეჭვს. გალაკტიონის ბიოგრაფები წერენ, რომ ახალგაზრდა და ღარიბი პოეტი ულამაზეს თავადისასულს ერთხელ პარკში შეხვდა. ქალმა გვერდით ჩაუარა და ვერც შენიშნა იგი. პოეტი კი იმ წუთიდან განწირული იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე გულით მერისადმი სიყვარული ეტარებინა. თავად მერი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ გალაკტიონ ტაბიძეს არ იცნობდა და არც მისი ლექსები ჰქონდა წაკითხული. ეს უკანასკნელი ალბათ მართალიც იყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ შერვაშიძეს ძალიან უყვარდა საქართველო და ემიგრაციაში ყოფნისას ენატრებოდა, ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა. "ვეფხისტყაოსანიც" კი, რომელიც ყოველთვის საწოლთან ედო, რუსულად თარგმნილი იყო.

ცნობილი ლამაზმანის ერთადერთი სიყვარული

მერის მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი მამაკაცი უყვარდა.


image
მერის მეუღლე, თავადი გრიგოლ ნიკოლოზის ძე ერისთავი

გიგოშა ერისთავს იგი პეტერბურგში შეხვდა. მაგრამ, როგორც ცნობილია, დედოფლის სეფე-ქალებს გათხოვება არ შეეძლოთ. რევოლუციის შემდეგ კი, 1919 წელს მერი დაინიშნა თავის რჩეულზე. გიორგი ნიკოლოზის ძე ერისთავი მეფე ერეკლე II-ს შვილთაშვილის შვილი იყო.
imageთავადი გრიგოლი უფლისწულ ალექსეისთან ერთად.

1921 წელს საბჭოთა ჯარები საქართველოში შემოვიდნენ და მერი და მისი მეუღლე იძულებული გახდნენ კონსტანტინოპოლში გადასულიყვნენ. პირველმა თვეებმა ლხინსა და უდარდელობაში ჩაიარა, მაგრამ მალე ფული გაუთავდათ, პოლიტიკური ვითარებაც სულ უფრო დაძაბული ხდებოდა. მეუღლეებმა გადაწყვიტეს პარიზში გადასახლებულიყვნენ. მერი, პირველად ცხოვრებაში, იძულებული გახდა ემუშავა. საბედნიეროდ იგი შეხვდა თავად დიმიტრი პავლოვიჩს, რომელსაც ოდესღაც რომანი ჰქონდა კოკო შანელთან. სწორედ მან შესთავაზა თავადის ასული შანელს მოდელად.


image
იმ დროს სლავური და, მით უმეტეს, იდუმალებით მოცული კავკასიური სილამაზე ევროპელებს აღაფრთოვანებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყოფილი საფე-ქალის მანერები და სახის ნაკვთები ძლიერ კონტრასტში მოდიოდა მართალია, ლამაზ, მაგრამ ჩვეულებრივ მანეკენებთან. მერის გამოკვეთილმა პროფილმა, მეტყველმა თვალებმა და კეთილშობილურმა სიარულისა თუ ჯდომის მანერამ სწრაფად გაუკვალა მას გზა Chanel-ის სახლში და ერთ-ერთი საუკეთესო მოდელად აქცია.
image

მაგრამ მერი არ იყო მხოლოდ მოდელი. მას იწვევდნენ მაღალი წრის წვეულებებზე და ლიტერატურულ ღონისძიებებზე, მან გაიბრწყინა ვერსალში ნიკოლოზ II-ის სახელობის რუსული კორპუს-ლიცეუმის გახსნაზე და რუსული გიმნაზიის კურთხევაზე. საუკუნის დასაწყისის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფები პატივად თვლიდნენ მასთან მუშაობას. მისი მონაწილეობით ჩვენებებზე უამრავი ხალხი იკრიბებოდა. თავადის ასულის სილამაზესა და დახვეწილ მანერებზე მთელი პარიზი ლაპარაკობდა.
image

სწორედ მერიმ გამოიტანა პირველად პოდიუმზე Chanel-ის მკაცრი და იმავდროულად უძვირფასესი მარგალიტის მძივი. მას შემდეგ მარგალიტის მძივი ქალის ყელზე არისტოკრატულობისა და კარგი გემოვნების სიმბოლოა.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, მოდელად მუშაობას მერი მაინც დამცირებად მიიჩნევდა. ამიტომ, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში თავადისასულმა დატოვა მოდის ბიზნესი. და წლების შემდეგაც კი, თავს არიდებდა საკუთარ სამოდელო საქმიანობაზე საუბარს.

Chanel-ის სახლიდან წასვლის შემდეგ თავადის ასულის ცხოვრებაში ბევრი ცუდი მოხდა. 1946 წელს დაეღუპა უსაყვარლესი მეუღლე, გუცა. მერიმ, როგორც ერთგულმა მეუღლემ ძალიან მწვავედ განიცადა მისი დაკარგვა. 60-იან წლებში იგი ნებაყოფლობით ჩაეწერა მოხუცთა თავშესაფარში - თუმცა ძალიან ძვირში.



image

იქ მას სამი ოთახი ჰქონდა, ძვირფასი ავეჯით გაწყობილი. იმავე დროს, იგი იღებს მემკვიდრეობას: ყოფილმა თაყვანისმცემელმა გადაწყვიტა ეჩუქებინა მისთვის 50 ათასი დოლარი. მაგრამ თაყვანისმცემლის ეს ჟესტი ქართველ ლამაზმანს გულგრილს ტოვებს და საცხოვრებალად სიკვდილამდე პანსიონში რჩება.

მერი შერვაშიძე სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სტილის ხატად რჩებოდა. მისი ყოველი სახალხო გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევდა. მაგრამ, ჩანდა, რომ თავად არც აქცევდა ამას ყურადღებას. მისი ცხოვრებაც და ამ სამყროდან წასვლაც იყო საკუთარი ღირსების შეგრძნებით სავსე, თავაწეული და თავდაჯერებული.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამბავი სიყვარულისა, რომლის წინააღმდეგი იყო მთელი მსოფლიო - ბევრისთვის უცნობი ისტორია

image

2. ლენინის საიდუმლო სიყვარული - ქალი რომელიც ბელადის მუზა იყო

image

3. მაიაკოვსკის ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორია, რომელიც პარიზში ლეგენდად იქცა

image

4 "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღების ინტიმური ნაწილი - ის, რაც ცოტამ თუ იცოდა...

image



3
3605
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3605
  
2016, 8 დეკემბერი, 9:25
ძალიან, ძალიან, ძალიან აღფრტოვანებული ვარ ამ ქალბატონით. და ძალიან მწყდება გული, რომ არავინ არ იცნობს მას ასე,მხოლოდ მშრალი მონაცემები იყო მასზე ყოველთვის, როგორც მხოლოდ გალაქტიონის მუზა...არა და რა ლამაზი ისტორია ქონია :-(
2016, 7 დეკემბერი, 18:03
დიდი მადლობა შეფასებისთვის
2016, 7 დეკემბერი, 17:17
როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო სტატიაა! ამდენი რამ მერის ცხოვრების შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი
0 1 3