x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ბრედ პიტი გამოტყდა, რომ ჯოლი სხვა ქალის გამო მიატოვა- ვინ არის ის?
ბედნიერი, მზრუნველი და ექვსი შვილის ლამაზი ოჯახის აუდიტორია, ჩვენთვის გაურკვეველ ვითარებაში დაინგრა. ერთი შეხედვით არაფერი აკლდა წყვილს, თუმცა როგორც ჩანს ის მნიშვნელოვანი უპირველესი აღმოჩნდა.


image


ხან ჯოლი სახელდებოდა მიზეზად, ხან კი მსახიობი Marion Cotillard–ი ამოსვარეს ტალახში, რომ ვითომ ბრედმა ჯოლი სწორედ მის გამო მიატოვა, რადგან მათ სულ ცოტა ხნის წინ ერთად ითამაშეს ფილმში, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა, თუმცა როგორც სხვა დანარჩენი, ესეც მორიგი ჭორი აღმოჩნდა. მათ დაშორებას "საუკუნის გაყრა" უწოდეს. რა მოხდა სინამდვილეში?


image



აქამდე გაუხმაურებელ დეტალებზე ბრედ პიტი გაზეთ The Sun –ის ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ანჯელინა სწორედ ქალის გამო მიატოვა, თუმცა არა Marion Cotillard–ის, არამედ თავად ჯოლის საუკეთესო მეგობრის arminka Helich–ის გამო. ბრიტანეთის ლორდთა პალატის უდიდესი წარმომადგენელი ქალი დიდ გავლენას ახდენდა ჯოლიზე. ის არამარტო მეგზურობდა საქველმოქმედო ვიზიტებზე მსახიობს (ჯოლი), ბარონესა ასევე აქტიურად ამზადებდა ჯოლის პოლიტიკური კარიერისთვის და პირდებოდა ადგილს ლორდთა პალატაში.


"ჩვენი სახლი საარჩევნო შტაბად იქცა! ადრე ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მე და ენჯი ვიღებდით ერთად, ეხლა კი ის მხოლოდ ბარონესას აზრზეა დამოკიდებული. სწორედ მაგ ქალის გამო დაინგრა ჩვენი ოჯახი. ხშირად ვფიქრობ, რომ ცოლად მყავს პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარი კარიერითა და ინტერესებითაა დაკავებული და სხვა არაფერი არ ადარდებს. სამეულს კი პოლიტიკოსი Chloe Dalton–ი ქმნის და ერთად "კუდიანების ტრიოს" წარმოადგენენ, რადგან განაწყვეს ჯოლი ოჯახის, ჩემს წინააღმდეგ. ჯოლი სულ გაგიჟდა, მაგრამ მე კიდევ მაქვს მის მიმართ გრძნობები"– საუბრობს ბრედ პიტი გაზეთ The Sun –ის ჟურნალისტებთან.

imageimage

ამ დროს კი ანჯელინა ჯოლი დაშორების სულ სხვა მოტივს ასახელებს, რომ დაშორების მიზეზი ბრედის ცუდი მამობისა და ცუდი ქმრად ყოფნის გამო მოხდა. გასულ კვირას კი ჯოლიმ ბრედის წინააღმდეგ ლოს–ანჯელესის განყოფილებაში სრჩელიც კი შეიტანა ბავშვებზე ძალადობრივი მოპყრობის ბრალდებით. თვითმხილველთა თქმით კი, როდესაც მოგზაურობიდან ბრუნდებოდნენ, პიტი ძალიან გაღიზიანებული იყო, ბავშვებს უყვიროდა და ცოტა ხელითაც შეეხო, რაც ჯოლისთვის მოთმინების უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.


როგორც ჩანს, მათი დაშორების ახალ–ახალი დეტალები იჩარხება ყოველდღე, საინტერესოა, რა იქნება შემდეგ?



იხილეთ აგრეთვე:


ბრედ პიტს ენჯიმ გულის ფორმის კუნძული აჩუქა.


"ოჯახის დანგრევის მიზეზები".


"ოჯახის დანგრევის მიზეზები" 2. (რჩევები ქალებს).


როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული...


კიდევ ერთი წარმატება ღვინის ისტორიაში.


2013 წლის სიკეთის ეტალონი გამოვლინდა.


ფოტოები, რომლებიც დაგიბრუნებთ სიყვარულის რწმენას.


ანჯელინა ჯოლი "ბრედთან" ქორწინების შემდგომ ცხოვრებასა და საქორწინო ფიცზე ალაპარაკდა


ცნობილები, რომელთა "ბოლოდროინდელმა- საშინელმა" გარეგნობამ მსოფლიო გააოგნა


10 ჰოლივუდური წყვილი, რომელთა დაშორება საზოგადოებამ ძალიან განიცადა



0
426
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0