x
მეტი
  • 15.07.2025
  • სტატია:143340
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515408
აღმოსავლური სიბრძნის ოქროს გამონათქვამები

აღმოსავლური ფილოსოფია — საუკუნეების სიბრძნის, ცოდნის და გამოცდილების სინონიმი. ასეთი ღირებული და ღრმა გამონათქვამები, არცერთ სხვა კულტურაში არ არსებობს. მათი სიბრძნე და ცხოვრებისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულება, ყველაფერში: ცხოვრების წესში, ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებში და სულიერი ფასეულობებში აისახება.


image


აქ 20 საუკეთესო, აღმოსავლურ გამონათქვამს მოვუყარეთ თავი, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც ეს სამყარო და ისეთი ძვირფასი, — როგორც ოქრო.


1. მიბაძეთ სიკეთის კეთებაში თქვენს მტრებსაც კი და ნუ მიბაძავთ ცუდ საქციელში, საკუთარ მშობლებსაც კი.


2. გულიდან წამოსული სიტყვა, პირდაპირ გულში აღწევს. ხოლო ის, რაც ენას სწყდება, ყურებს არ სცდება.


3. ვისაც გაწითლება შეუძლია, მას შავი გული ვერ ექნება.


4. სუსტებზე გამარჯვება, — დამარცხების ტოლფასია.


5. ყველაზე დიდი უბედურება — იმ ადამიანის დახმარების საჭიროებაა, ვინც ზიზღის ღირსი.


6. ყოველთვის შეხედეთ საგნებს ნათელი მხრიდან. ხოლო თუ ასეთი არა აქვს, — იმდენ ხანს წმინდეთ ბნელი, ვიდრე არ გაბრწყინდება...


7. ბედნიერება, ჩრდილს ჰგავს, რომელიც თქვენთან ერთად დადის: მას დევნით, — ვერ დაიჭერთ, მისგან გაიქცევით და გამოგეკიდებათ.


8. მადა პირველი ლუკმით მოდის, ჩხუბი კი — პირველი სიტყვით.


9. კარგია მხოლოდ ის შფოთი, რომლის წყალობით, შემდეგში, სიმშვიდე მოდის.


10. ერთი ისრით, ორი სამიზნეს განადგურება არ შეიძლება.


11. ნამდვილი მეგობრი მხოლოდ ის არის, ვინც ქვებს და ეკლებს აცილებს თქვენს მიერ გასავლელ გზას.


12. არსებობს სილამაზე, რომელზეც წლებს გავლენა არ აქვს, — ეს გულის სილამაზეა.


13. დიდი მდინარე უხმოდ მიედინება, ჭკვიანი ადამიანი არასდროს უწევს ხმას.


14. ფულით საათის ყიდვა შეიძლება, მაგრამ არა დროის.


15. ჩვენში ის ყვავდება, რასაც ვასაზრდოვებთ — ასეთია ბუნების მარადიული კანონი.


16. ის ვინც ნაკლზე მიგითითებთ, ყოველთვის მტერი არ არის, ხოლო ვინც თქვენ ღირსებებზე საუბრობს, ყოველთვის მეგობარი არ არის.


17. იმის ნუ გეშინიათ, რომ რამე არ იცით — გეშინოდეთ იმის, რომ არ სწავლოთ.


18. მასწავლებელი მხოლოდ კარს გიხსნით — გზა მარტომ უნდა გაიაროთ.


19. თუ წაბორძიკდით და წაიქეცით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდიხართ.


20. კეთილშობილი ადამიანი, სულში ყოველთვის მშვიდია, ხოლო არაკეთილშობილის სული, ყოველთვის შფოთავს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 საუკეთესო ლუქი Victoria's Secret-ის 2025 წლის ანგელოზების შოუდან

* სახალისო ისტორიები სტალინის ცხოვრებიდან

* როგორ მიიღო ალა პუგაჩოვამ ისრაელის მოქალაქეობა?.. – ცნობილი გახდა მომღერლის ნამდვილი სახელი და გვარი

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
308
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0