x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რატომ აცვიათ ქირურგებს ლურჯი ან მწვანე ფორმა - დაფიქრებულხართ?
image

ყველა დროში თეთრი ითვლებოდა და ითვლება სისუფთავის ფერად. ამიტომ ექიმები თეთრ ხალათს ატარებენ. მაგრამ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოპერაციაზე შესვლისას ქირურგებმა დაიწყეს ლურჯი ან მწვანე უნიფორმის ჩაცმა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ოპერაციისთვის მწვანე ფერი განსაკუთრებით გამოსადეგია. და აი, რატომ:

image

ადამიანის თვალის ბადურა შედგება ერთი მხრივ ჩხირებისგან, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ნახევრად ჩაბნელებულ გარემოშიც კი დავინახოთ, მეორე მხრივ კი კოლბებისგან, რომლებიც ნორმალური განათების დროს ფუნქციონირებენ. ადამიანებს სამი ტიპის კოლბები აქვთ სხვადასხვა დონის მგრძნობელობით წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის მიმართ. წითლის მიმართ მგრძნობიარე კოლბები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის. ამით აიხსნება ის, თუ რატომ იზიდავს წითელი ფერი სხვა ფერებზე უფრო ადრე ჩვენს ყურადღებას. ამგვარად, საოპერაციო ოთახში, ლურჯი ან მწვანე ფერის დომინირების დროს ქირურგებს უფრო უადვილდებათ კონცენტრირება კონტრასტულ წითელ ფერზე - სისხლზე და, შესაბამისად, საკუთრივ ოპერაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ოპერაცია რამდენიმე დღეც კი გრძელდება, ექიმის თვალისთვის, უბრალოდ, აუცილებელია ამგვარი დასვენება.



ასევე საინტერესოა:

1. ასე კეთდება საკეისრო კვეთა - დეტალური ფოტოაღწერა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

2. როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება - დაიმახსოვრეთ ეს 6 ნიშანი!

3. როგორ კეთდება მკერდის გადიდების ოპერაცია - დეტალური ფოტოაღწერა. სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახონ!

4. 7 შეცდომა, რომელსაც კბილების წმენდისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

5. 5 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღებისას ვუშვებთ - ეს ბევრმა არ იცის!

0
6798
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6798
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0