x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ყველაზე ხელგაშლილი მოწყალების მთხოვნელი - ამ ადამიანის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს
image


ეს ფოტოები ინტერნეტში, ალბათ, ბევრს გინახავთ. მაგრამ, ცოტა თუ იცის ამ მოხუცის ისტორია. მას დობრი («დობრინის» შემოკლებული სახელი) ერქვა, ბულგარეთში ცხოვრობდა და 104 წლის ასაკში გარდაიცვალა (1914 – 2018). ხოლო, მისი სულის მშვენიერების ამბავი, დიდი ხნის წინ გასცდა დობრის სამშობლოს საზღვრებს.

ზამთარ–ზაფხულ ის უხეში ქსოვილის სამოსს და უბრალო ფეხსაცმელს ატარებდა. სოფიას ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარის წინ იდგა და მოწყალებას თხოულობდა. ყველა ბავშვს, რომელიც მასთან ფულის მისაცემად მიდიოდა ხელებს უკოცნიდა. მისგან კი, სიკეთე და სინათლე «ასხივებდა» და ადამიანები ამას გრძნობდნენ.


image


მრავალი წლის მანძილზე, ის თანხებს ბულგარეთის ტაძრების აღსადგენად აგროვებდა და საკუთარი საჭიროებისთვის, ერთი ევროც არ დაუხარჯავს. ის პენსიაზე და იმ წყალობით ცხოვრობდა, რომელსაც საკვების სახით იღებდა — ეს შეიძლება პური ან ხილი ყოფილიყო.

2010 წელს დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ ტაძრის შესახებ, რომლის წინაც მოხუცი მათხოვრობდა და ჟურნალისტმა ტაძრის არქივის შესწავლის დროს, შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა: ყველაზე გულუხვი კერძო შემოწირულობა, რომელიც საკათედრო ტაძარს ოდესმე მიუღია — 40 ათასი ევრო — მოხუცი მათხოვრის, დობრის მიერ იყო გაღებული.

image


ბაბუა დობრი სხვებსაც ეხმარებოდა, — მაგ., ელექტროენერგიის და სითბოს გათიშვის ზღვარზე მყოფი ბავშვთა სახლის კომუნალური გადასახადები გადაიხადა. ის უსახლკაროებსაც ხშირად ეხმარებოდა. მაგრამ, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ მის მიერ გაკეთებული ყველა კეთილი საქმის შესახებ, რადგამ მას საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა...

სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით, ჩვენი სამყარო უკეთესი ხდება.


image




image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. სტალინი და იუმორი – 15 რეალური ფაქტი, ბელადის ცხოვრებიდან

2. როგორ ფიქრობთ, რამდენ ომში მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირმა?

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. "თირკმელების ხეობაში" უმრავლესობა ერთი თირკმელით ცხოვრობს

0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0