x
მეტი
  • 15.12.2024
  • სტატია:138810
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512460
"დედიკო და მამიკო ცხენობანას თამაშობდნენ..." რა დაინახა ბავშვმა - ამბავი, რომელიც გაგახალისებთ
image

"შევდივარ საბავშვო ბაღში ბავშვის გამოსაყვანად (მაშა 3, 5 წლისაა). სანამ ბავშვს გამომატანს, ახალგაზრდა აღმზრდელი მიახლოვდება და მეუბნება:

- ეკატერინა მიხაილოვნა, თქვენთან კონფიდენციალური საუბარი მაქვს. გაქვთ დრო?

ვეთანხმები. მოშორებით გავყავარ და იწყებს:


- იცით, მეც მყავს ქმარი და პატარა შვილი (მე თავს ვუქნევ). მაგრამ როცა დაკავებული ვართ...ამით... (წითლდება)...ყურადღებას ვაქცევთ, რომ ბავშვს უკვე ეძინოს...თქვენი მაშა კი - საკმაოდ ჭკვიანი გოგონაა...შეიძლება თავს გაჩვენებთ, რომ სძინავს და სინამდვილეში თვალს გადევნებთ...

ვგრძნობ, როგორ მეცლება მიწა ფეხქვეშ... ვარწმუნებ, რომ უფრო ყურადღებით მოვიქცევით...და შვილსაც მეტად ვადევნებთ თვალყურს... სწრაფად გამომყავს ბავშვი და ბაღიდან უკანმოუხედავად გავრბივარ.

გზაში პატარას დაკითვას ვუწყობ:

- ჩემო სიცოცხლე, რა უამბე დღეს მასწავლებელს ჩემზე და მამაზე?
- ვუთხარი, როგორ თამაშობდით შენ და მამა ცხენობანას, მე კი თავს ვიმძინარებდი, სინამდვილეში კი გიყურებდით და ჩუმად ვიცინოდი...

საინტერესოა თქვენ რა გაიფიქრეთ ახალ? ალბათ იგივე, რაც აღმზრდელმა!

არადა ყველაფერი ისეთი მარტივია:

წინა საღამოს ჩვენი მამიკო სახლში შეზარხოშებული მოვიდა და ბავშვის მიმართ "სიყვარულის ბუშტი გაუსკდა" - ოთხზე დადგა და მაშას ცხენობანას თამაში შესთავაზა. ამგვარი შეთავაზებისგან გახარებული მაშა მამას ზურგზე შეახტა და ოთახში "ცხენოსნობა" დაიწყეს. არადა უკვე საღამოს 11 საათი იყო.

როგორც იქნა თავ-თავიანთ საწოლებში შევდენე.

15 წუთის შემდეგ მესმის ჩემი ქმრის ჩურჩული:


-მაშინკა, გძინავს?


ისიც ჩურჩულით პასუხობს:



- არა.
- როგორ ფიქრობ, დედიკოს სძინავს?


მე ხმას არ ვიღებ და ჩემთვის მეღიმება. ცოტა ხანი მოიცადეს და ჩემგან პასუხი რომ არ მიიღეს, ქმარმა განაგრძო:


-მოდი კიდევ ვითამაშოთ!


მაშა გახარებულია:


-მოდი!


ჩემი ქმარი თავისი ლოგინიდან ჩამოდის და ოთხზე დამდგარი მიემართება ქალიშვილის ოთახისკენ.


ცხადია, მეც ვერ ვითმენ - როგორი მოსათმენია, ხომალდზე ბუნტია! ჩემი მითითებები არ სრულდება! რეჟიმი ირღვევა!

მაგრამ ყვირილით ხომ ვერაფერს გავხდები... ჩამოვდივარ საწოლიდან, ფეხაკრეფით მივეპარები ქმარს, ზურგზე ვასკუპტები და წყნარად, მოფერებით ვუჩურჩულებ:


- აბა, ჩემო კარგო, წავედით საწოლისკენ!!

არც ისე ადვილია ჩემი ზურგით ტარება, ამიტომ სიცილს ძლივს ვიკავებდი, როცა ჩემი საცოდავი ქმარი საწოლისკენ "მიმაჯირითებდა".

იმ საღამოს ბავშვთან ცხენობანას თამაშის მცდელობა აღარ განმეორებულა.

P. S. მომდევნო დღეს აღმზრდელს ვუამბე, რა დაინახა სინამდვილეში ბავშვმა (უნდა გენახათ როგორ იცვლებოდა მის სახეზე გამომეტყველება...)

P. S.S. როცა ამ ამბის შესახებ ქმარს ვუამბე, კატეგორიული უარი განაცხადა ბავშვის გამოსაყვანად ბაღში სიარულზე... (და მთელი ერთი კვირა პირნათლად ასრულებდა თავის სიტყვას...)"



როგორც მიხვდით, მასალა თარგმნილია უცხოურენოვანი საიტიდან.


იხილეთ ასევე:


1. პირველკლასელის მოსწრებული პასუხები მასწავლებლის "ჩამჭრელ" შეკითხვებზე - სახალისო ამბავი

2. "ჩაი ხომ დალიე, ახლა მაჩვენე...უკანალი" - რა შეემთხვა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებელს

3. ერთსიტყვიანი წერილი, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა - რა უთხრეს ქალიშვილებმა დედას?

4. ერთი შეხედვით ეს გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა, მაგრამ კარგად დააკვირდით....- ამ ფოტომ ინტერნეტი დაიპყრო

5. "დედიკო, ნუთუ ვერ ხედავ როგორი ლამაზი ხარ?" - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!

6. 15 რამ, რაც ქალიშვილის მამამ უნდა იცოდეს

7. მამის წერილი პატარა ქალიშვილს მის მომავალ მეუღლეზე

8. ფრთხილად, ძიძაა! ანუ როგორ "დავიცვათ" ბავშვები ძიძებისგან (+ ვიდეომასალა)









2
12002
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
12002
  
2019, 28 იანვარი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 27 იანვარი, 19:34
,მაგარია
0 1 2