x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იცით როგორ გამოიყურება მტრედის ბარტყი?

image


თუ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ სად იზრდებიან პატარა მტრედები (ხუნდები) და რატომ არის, რომ ვერასოდეს ვხედავთ მათ ქალაქში კი არა, სოფელშიც კი?


გარეგნობა


კვერცხიდან ახლადგამოჩეკილი ხუნდები, ისევე როგორც სხვა ფრინველების ბარტყები, სრულიად უსინათლოები და შიშვლები არიან. პატარა მტრედები, რა თქმა უნდა, ისეთი მომხიბვლელები არ არიან, როგორც დიდები. თუმცა, არამიმზიდველი გარეგნობა მათ ძალიან ეხმარებათ. დიდი ფრინველები ისე აგებენ ბუდეებს, რომ ახალადგამოჩეკილი ბარტყების შემჩნევა, ცხოველებისთვისაც კი რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანზე.

image
კვერცხიდან ახლად გამოსული ბარტყი მხოლოდ 10 გეამს იწონის. პირველ დღეს ის სრულიად მელოტია. იშვიათი და თხელი ღინღლი მოგვიანებით უჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცხოვრების პირველ დღეებში, ძალიან უსუსურია და გათბობა ესაჭიროება. დედა მტრედი ბუდეს არასოდეს ტოვებს და თუ დროებით გაფრინდა – მის ადგილს მამალი მტრედი იკავებს. პირველ კვებას მტრედის ბარტყი გამოჩეკიდან 4-6 საათის შემდეგ იღებს. ის ძალიან სწრაფად მატულობს წონაში და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს – გამოჩეკიდან II დღეს, მისი მასა 8-ჯერ იზრდება (ქვემოთ ფოტოზე 10 დღის მტრედები არიან), ხოლო 22 დღის შემდეგ – არსებული წონა უორმაგდებათ. ამის შემდეგ, წონის მატება თანდათანობით ხდება და ფრინველის სხეული მოძლიერებას და ფრენისთვის ზადებას იწყებს. 60-70 დთის შემდეგ, პატარა მტრედი, იმდენსვე იწონის, რამდენსაც მისი მშობლები.

image
ყველაზე სწრაფად პატარას ნისკარტი ეზრდება. 12 დღის შემდეგ, მისი სიგრძე ისეთივეა, როგორიც დიდი მტრედის ნისკარტის სიგრძე, ხოლო სიგანე, შეიძლება, უფრო მეტიც იყოს! ნისკარტის ფორმირება მტრედის ცხოვრების 38 დღეს სრულდება.


ადგილი, სადაც პატარები იზრდებიან


image


ბარტყები ან ბუდეში ან სამტრედეში იზრდებიან. ეს იმაზეა დამოკიდებული, შინაურები არიან, თუ გარეულები (ანუ პატრონი არა ჰყავთ). ეს უკანასკნელები, ბუდეებს მიტოვებულ შენობებში ან სახლის სახურავებში იკეთებენ. შეიძლება, ის ხშირ ფოთლიან ხეზეც გაიკეთონ – ბუდე ყოველთვის მყუდრო და თვალიდან მოფარებული არის.

ბუდეში ბარტყები ძალიან დიდ ხანს არიან. ფრინველების ამ რიგის (მტრედისნაირები) წარმომადგენდლებ 28-45 დღის შემდეგ სწავლობენ ფრენას და საჭმლის მოპოვებას. ბუდიდან პირველი გამოფრენიდან ძალიან მალე, ისინი სრულიად დამოუკიდებლები ხდებიან და სამყაროს შეცნობას იწყებენ.

image
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მტრედებს შფოთვის მეტისმეტად მაღალი შეგრძნება აქვთ და შეიძლება, იმ ბარტყს აღარ აჭამონ, რომელსაც ხელში ადამიანი აიყვანს. ამიტომ, თუ შემთხვევის მოხვდით მტრედის ბუდის სიახლოვეს, ხელი არაფერს ახლოთ და სასწრაფოდ გაეცალეთ იქავრობას, ვიდრე დიდი მტრედი დაგინახავთ.
ამრიგად, ვერც სოფელში და ვერც ქალაქში მტრედის ხუნდებს იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ დიდი მტრედები მათ კარგად მალავენ და როდესაც ბუდიდან ამოფრინდებიან, უკვე იმხელები არიან, რომ რთული გასარჩევია – ბარტყი არის, თუ დიდი მტრედი.

26
814
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
814
  
2017, 16 ივნისი, 13:32
სრულიად მართალი ბრძანდებით, მტრედებს თვალებთან დაკავშირებით უჩნდებათ პრობლემები და აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტ-ექიმს. ის ნახავს და მკურნალობას დაუნიშნავს.
2017, 15 ივნისი, 23:15
ის ერთი თვალიდან საერთოდ ვერ იხედება.
2017, 15 ივნისი, 23:08
ორი მტრედი გვაჩუქეს და ორივეს თავიდანვე მარჯვენა თვალზე რაღაც სჭირდა, დასიებული ჰქონდათ. მარა ეხლა ერთ მტრედს ის რაღაც უფრო გაუდიდდა თვალზე და გაქვავდა. მეორეს თვალზე ყვითელი რაღაცეები გამოსდის და რა არის?? დაავადება??
2017, 15 მაისი, 18:57
გარჩევა ვიზუალურად შეიძლება: მამალი მტრედები უფრო დიდები არიან, დედალი პატარაც არის და თავიც პატარა აქვს. გარდა ამისა, გარჩევა ნისკარტის ფორმის მიხედვითაც შეიძლება: დედალ მტრედს ნისკარტის საფუძველი ვიწრო აქვს, ხოლო მამალს – განიერი და ბრტყელი. თან მას უფრო დიდი ზომის გასქელებული კანი აქვს ნისკარტის თავზე.
და დედალი და მამალი მტრედი როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან??
და როგრო გავარჩიოთ მამალი და დედალი მტრედი ერთმანეთისგან?
2017, 8 მაისი, 21:13
დიახ, თითო დედალს, თითო მამალი სჭირდება. წყვილები უნდა დააკომპლექტოთ. თან მტრედები ერთგული ფრინველები არიან და ვიდრე მამალი მტრედი შვილებს აჭმევს, სხვა მტრედისკე არ გაიხედება.
და ეს ბარტყები თუ დედლები იქნებიან მამალი მტრედი ხო გვეყოლება და წელს დაგვიდებენ კვერცხებს?? ტუ თითო დედალს თითო მამალი სჭირდება?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10