x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რას განსაზღვრავს თქვენი ფრჩხილის ფორმა?
ხელები ჩვენი სავიზიტო ბარათია. თუ საუბრისას თანამოსაუბრეს გაუოფლიანდება ხელის გულები, ან აუკანკალდება ხელები, თუ ფრჩხილები მოუვლელი და ბინძური აქვს, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ადვილია გამოვიტანოთ დასკვნები, მაგრამ ალბათ წარმოდგენაც არ გექნებათ, რომ ასევე ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენი ფრჩხილის ფორმას.

image

ხელის თითების (ცერა) ფრჩხილის შვიდი ძირითადი ფორმა არსებობს და თითოეული მათანი თქვენს პიროვნებას აღწერს.



1. ვერტიკალურად წაგრძელებული.


image

თქვენ შემოქმდებითი და კომუნიკაბელური ადამიანი ბრძანდებით. დადებით ურთიერთობებს ამყარებთ ყველასთან და ამიტომ მეგობრებს და ახლობლებს მოწონთ თქვენთან ყოფნა. ძალიან რომანტიული და ბუტია ხართ. ხშირად მეტ ყურადღებას უთმობთ წვრილმანებს და თვალყურიდან გეპარებათ ის მნიშვნელოვანი.




2. ჰორიზონტალურად ფართო.

image

თქვენ პირდაპირი ადამიანი ბრძანდებით, ყოველთვის პირში ეუბნებით გარშემომყოფთ სათქმელს მათი დახმარების მიზნით. არ სურთ ამის თქვენგან მოსმენა, თუმცა ძალიან კარგად იციან, რომ მართალი ხართ. ზუსტად იცით რა გსურთ ცხოვრებაში, თუმცა ამბიციური და აგრესიული ხართ, ეს გრძნობები კი ხშირად უგულო და მოუთმენელ ადამიანად გაქცევთ ხოლმე.




3. კვერცხისებური ოვალი.

image

თქვენ არ ხართ ის, ვინც ცხოვრების რითმს მისდევს, თქვენ თქვენი ტემპი გაქვთ, რაც გეხმარებათ ცხოვრებაში ჰარმონიისა და ფსიქიკის შენარჩუნებაში. თქვენი ფიქრები ყოველთვის ნათელი და ლოგიკურია. გახასიათებთ წინასწარი გათვლები, სანამ სვლას გააკეთებთ. ის ხართ, ვინც იცის როგორ შეინარჩუნოს მეგობრობა მრავალი წლის მანძილზე.




4. კვადრატი–მართკუთხედი.

image

თქვენ ძალიან მამაცი და მომთმენი ადამიანი ხართ. არასოდეს არ იღებთ რისკიან გადაწყვეტილებებს და ეს თვისებები გეხმარებათ ცხოვრებაში მეტი სარგებელი გქონდეთ. სერიოზული პიროვნება ხართ, რის გამოც ყველა პატივს გცემთ, თუმცა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანებთან და ახლო მეგობრებთან ხართ საკმაოდ ანცი და ხუმარა.




5. სამკუთხედი.

image

თქვენ ხართ ადამიანი გენია. არა მარტო ძალგიძთ საკუთარი იდეების დაბადება–გენერირება, არამედ სხვების (იდეების) სრულყოფილებამდე მიყვანა. სწრაფად აღწევთ წარმატებას ბიზნესში და გარშემომყოფნი აღფრთოვანებულები არიან თქვენით.




6. ნუშისებრი.

image

მეგობრული და პატიოსანი ადამიანი ხართ. თქვენი დადებითი სულიერებიდან გამომდინარე კი, ყოველთვის ეიმედებით გარშემომყოფთ და მათ მოწონთ თქვენს გარემოცვაში ყოფნა, რადგან მხოლოდ დადებით რჩევებსა და კომპლიმენტებს გასცემთ. მიუხედავად ხასიათის ასეთი სირბილისა, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი მყარი და ძლიერი ხართ და გამოსავალს ყველა შემთხვევაში პოულობთ.




7. უსწორმასწორო.

image

ხართ ამბიციური და შრომისმოყვარე ადამიანი. მიზნის მისაღწევად არაფერზე არ დაიხევთ უკან, თუნდაც ამისათვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა დაგჭირდეთ. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა კი თქვენი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.



0
1427
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0