x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
24 წელი სოხუმის დაცემიდან - აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები ბრიტანელი ფოტოგრაფისგან
image

ერთ-ერთი ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი (Mike Goldwater) 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა სადაც შეესწრო აფხაზეთის ომს და მან დააფიქსირა ბევრი ისეთი კადრი, რომელიც დღემდე ჩვენთვის უცნობია, ამ კადრებში გადმოცემუილა ის მძიმე წუთები, რომლებიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა განვლეს.

image

გოლდვოტერს საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული აქვს ის ფაქტი თუ როგორ მოხვდა იგი ამ ყველაფრის ეპიცენტრში.



„1993 წლის სექტემბერში საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი. აფხაზეთს რუსეთმა დაუჭირა მხარი და შემოიყვანა სეპარატისტები, რომლებიც იბრძოდნენ სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ქალაქ სოხუმში. მე ხშირად მქონდა რეპორტაჟები საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ამიტომ გადავწყვიტე ეს თემაც გამეშუქებინა.

imageერთ-ერთ სასტუმროში ჩემს კოლეგას შევხვდი, მეორე დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. თითქმის საღამო იყო, როდესაზ ზუგდიდში ჩავედით, ქუჩაში არავინ ჩანდა. იმ დღესვე წავედით სოხუმში. მანქანაში ჩემს პატარა რადიოს ვუსმენდი სადაც ამბობდნენ, რომ სოხუმი დაეცა“.


1.სოხუმის დაცემის მეორე დღე, ფრონტის მეორე ხაზი ოჩამჩირე გახდა, ქართველები კი ქალაქს ტოვებენ.

image2. მატარებლის სადგური, დედა-შვილის შეხვედრა, დედას შვილი დაღუპული ეგონა.

image3. სოხუმის დაცემის შემდეგ, დღე როდესაც ოჩამჩირე გახდა ახალი ფრონტის ხაზი, ბოლო მატარებელი, რითაც ქართველები ტოვებდნენ ქალაქს, (ეს მატარებელი
განკუთვნილი იყო ტვირთების გადასაზიდად)

image4. ოჩამჩირედან წამოსული ბოლო მგზავრები.

image5. ჯარისკაცმა გოგონას ყუმბარა აჩუქა, ხოლო შემდეგ გოგონამ ისევ უკან დაუბრუნა იგი.

image6. ოჯახი ოჩამჩირეში ცდილობს, რომ რაიმე გადაარჩინოს მისი დამწვარი სახლიდან.

image7. ახალგაზრდა ოჯახი ზუგიდის ხიდზე.

image8. საქართველოს მთავრობის ჯარისკაცები, აქ ასევე იყვნენ მოხალისეებიც.

image9. ექსპრეზიდენტი ოჩამჩირეში.

image10. ათიათასობით ქართველი ოჩამჩირეს ტოვებს და გალისკენ მიიწევს.

image11. ქართველები მანქანის ძარით მოემართებიან ოჩამჩირედან.

image13. ზუგდიდის ხიდზე მოხუცი ქალი, რომელიც სეპარატისტებთან იყო, რათა გაეგო რაიმე ინფორმაცია მის ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე.image14. დილით. აფხაზეთიდან გამოქცეული ლტოლვიები ზუგდიდის ხიდთან დგანან და უყურებენ სეპარატისტების ტანკებს.image15. ხალხი ვერტმფრენის მოლოდინში, ვერტმფრენს ისინი უსაფრთხო ადგილას უნდა გადეყვანა, მაგრამ უშედეგო ლოდინის შემდეგ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ყინვაში გზა ფეხით გაეგრძელებინა.image16. მიგრანტთა ნაწილი ვერტმფრენში ადის.image17. ეს სატვირთო ტალახში უიმედოდაა გაჭედილი.image18. ბავშვებმა და ბებიამ ჭუბერში, მიტოვებულ მანქანას შეაფარეს თავი.image19. ტალახში ჩაჭედილ ცხენს ამოსვლაში ეხმარებიან.image20. ჭუბერის უღელტეხილი.image21. ლტოლვილებმა ქალის გვამი დატოვეს და გზას აგრძელებენ.image22. სუსხიანი დილა ჭუბერის ხეობაში.image23. დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ელოდება სამედიცინო დახმარებას, მას ამხნევებენ ლტოლვილები.image24. პრეზიდენტი შევარდნაძე ემზადება ერთ-ერთი ფრანგულ სატელევიზიო პროგრამაში გამოსასვლელად.image



ფოტოების დასათაურება ეკუთვნის ფოტოგრაფს, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი.





9
11625
11-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
11625
  
2017, 25 სექტემბერი, 1:53
უფლის წყალობით,მთელი ოჯახი ცოცხლები ჩამოვედით.მადლობა სვანებს!ყველა სოფელში,რომელიც გამოვიარეთ დახმარების ხელი გამოგვიწოდეს.
2017, 25 სექტემბერი, 1:49
10 წლის ვიყავი...ყველა კადრი მახსოვს,ისევე თვალნათლივ როგორც ფოტოებზეა...მეტიც... მტკივა...დრო ვერ კურნავს ამ ტკივილს,ვერ ანელებს დაბრუნების სურვილს.
2016, 4 ნოემბერი, 15:06
კი დავით სამწუხაროდ მართალი ხარ
2016, 4 ნოემბერი, 14:30
რა თქმა უნდა ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას, მაგრამ საქართველო დაღუპა ღალატმა, მხედრიონის ჯარი ცალკე ხოცავდნენ ქართველებს და აფხაზეთში ჩამოსახლებულ აბსუებს და აფსუები კიდევ ცალკე + ნაბიჭ.....### და ავად სახსენებელი სომხები. შევარდნაძე ყ#### კაცამ ოფიციალურად გადასცა აფხაზეთი რუსებს, ხო და ვის უნდა ებრძოლა? კიდევ დიდი სისხლის ღვრა მომხდარიყო? ყველაფრის თავი და ბოლო იყო ღალატი და როცა ქვეყანაში ღალატი იმარჯვებს იქ უკვე პარტიზანულ ბრძოლებს ყველანაირი აზრი ეკარგება...
ფოტოგრაფს მადლობა ასეთი შესანიშნავი კადრებისთის.
2016, 2 ნოემბერი, 23:09
მადლობა ასეთი შეფასებისთვის და კიდევ ფოტოგრაფს უნდა ვუმადლოდეთ, ასეთი კადრების გამო.
2016, 2 ნოემბერი, 18:37
მძიმე კადრებია, მაგრამ ყველამ უნდა ნახოს! ერთ-ერთი საუკეთესო სტატიაა, ბრავო!
2016, 2 ნოემბერი, 16:53
:( არ მინდა ომი
2016, 2 ნოემბერი, 12:42
სურათები კარგი და ამავდროულად საშინელია.
ისე რა საშინელება გამოიარა ამ ხალხმა.
მაგ მოვლენებიბის დროს პატარა ვიყავი და პირადად არ მიგრძვნია.
მაგრამ წაკითხული რაც მაქვს და დოკ. ფილმებში რაც მინახია, ხშირად მიფიქრია საერთოდ რატო მოხდა ეგ ავად სახსენებელი ამბები, შეიძლებოდა თუ არა რამენაირად მისი თავიდან არიდება და ბოლოს რატო დავმარცხდით უმცირესობასთან?
ვაანალიზებ და მესმის რო ყველეფრის უკან "დიიდი" რუსეთი იდგა და დგას, მაგრამ ეს ამდენი ხალხი დევნილებად რო წამოვიდნენ (მესმის რო დედები, ბავშვები, მოხუცები გამოაცილეს სამშვიდობოს ) რატო არ აიღეს იარაღი ხელში რატო არ მიბრუნდნენ უკან და თუგინდ პარტიზანულად რატო არ დაუწყეს ბრძოლა და სისხლის გაშრობა?
ალბათ ყველას ვერ მოთხოვ გმირობას და თავგანწირვას და ტელევიზორში ნანახზე ლაპარაკი ადვილია , და არც ის ვიცი მე როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილზე და არავინ ჩათვალოს რო ამ ადამიანებიდან ვინმეს ვკიცხავ , უბრალოდ რაღაცნაირად მტკივა და მაწუხებს ეს ღიად დარჩენილი მართლაც და ჭრილობა
2016, 2 ნოემბერი, 11:30
ძალიან კარგია
0 1 9