x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქალი საჭესთან

imageქალების უმრავლესობა არ დაიწყებს კამათს, რომ მამაკაცები უკეთ მართავენ მანქანას. ამ ზოგადი სტერეოტიპის ტყვე ხდებიან თვით ფემინისტებიც კი. როგორც ყველანაირი სტერეოტიპი, ისიც ნეგატიურად მოქმედებს ქცევაზე. შესაბამისად ბევრი ქალი ქვეცნობიერად აპროგრამებს თავს საჭესთან შეცდომებზე. ავტომობილი არის პასუხისმგებლობა, რომლის აღება საკუთარ თავზე სავსებით შეგიძლიათ. მსოფლიო სტატისტიკა მოწმობს, რომ საგზაო შემთხვევა ქალების დანაშაულის გამო ნაკლებად ხდება, ვიდრე მამაკაცების. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალებს განვითარებული აქვთ პერიფერიული მხედველობა (თითქმის 180 გრადუსი) და ახლომხედველობა. მამაკაცებს კი-„სიღრმითი მხედველობა“ შორ მანძილზე. ქალი-მძღოლები ნაკლებად ხვდებიან ავარიაში გვერდითი დაჯახებით. მამაკაცები უკეთესად ორიენტირებენ ღამით, ქალები კი დღისით. ქალებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული ყურადღება, რადგან მათ სისხლში მეტია ჰორმონილი ესტროგენი, რომელიც პასუხისმგებელია შუბლის წილის მუშაობაზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის ტვინს გააჩნია სპეციალური უბანი, რომელიც პასუხისმგებელია სივრცით ამოცანებზე. ქალების 10 %-ს აქვს გარემოში ორიენტირების შესანიშნავი ან კარგი უნარი. მამაკაცებს უყვართ სწრაფი სიარული დაკლაკნილ გზებზე, რადგან მოქმედებას იწყებს მათი ოსტატური ორიენტაცია -სიჩქარეთა სწრაფი გადართვა, შეჭიდებასთან და მუხრუჭთან ერთდროული მუშაობა, მოსახვევის, მობრუნების და მანძილის შეფასება. ქალებს უჭირთ ამგვარი გათვლა, ამიტომ ისინი „ფრთხილობენ“, მაგ. მოძრაობს ტრასაზე 10 წუთი ჩართული ციმციმით, სინამდვილეში მისი გამორთვა კი არ დაავიწყდა, არამედ ცდილობს გვერდით გადახვევას და დარწმუნებული არ არის, რომ მას „გაუშვებენ“, ან ქალი იწყებს ადრე დამუხრუჭებას, რის გამოც უკან მომყოლ მძღოლს, რომელიც 100 კმ-ის 80 კმ/სთ-ით გავლას ფიქრობდა, უწევს სწრაფი დამუხრუჭება. ავტოსერვისებში დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ქალებს უჭირთ სიჩქარის გადართვა. დადიან მეორე სიჩქარით, არ გადართავენ „ნეიტრალურში“, რაც იწვევს ძრავის დაზიანებას. ორი დიდი სირთულე, რომლებთანაც გამკლავება უჭირთ ქალებს არის -პარკირება და რუკა. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ქალების 15 %-ს შეუძლია პირველივე ცდაზე დააყენოს მანქანა ტროტუარის პარალელურად. ქალს მამაკაცისგან განსხვავებით, უჭირს გზის გაგნება სამხრეთისკენ, თუ რუკა ორიენტირებულია ჩრდილოეთზე, ის ატრიალებს რუკას, რათა შეუთავსოს ის მოძრაობას. მართვის ზეპირი ინსტრუქცია-გაიაროს 5 კმ ჩრდილოეთით, შემდეგ მარჯვნივ შემობრუნდეს, მას ძალიან აბნევს. სამაგიეროდ ის შესანიშნავად იმახსოვრებს საყვარელ მაღაზიასთან მისასვლელს.. გაითვალისწინეთ, და შეიძინეთ პარკტრონიკიანი მანქანა ან გააჩერეთ მანქანა ძველი წესით-მოშორებით, მაგრამ თავისუფალ სივრცეში. აირჩიეთ სამგანზომილებიანი რუკა, ნავიგატორი მეტად გამოსადეგია, გზის ახსნისას ითხოვეთ ვიზუალური ორიენტირები. ძალიან ბევრ ქალს აფრთხობს ავარიული სიტუაცია, როგორც ძალადობის აქტი, რადგან მას ვერ უწევენ წინააღმდეგობას. თანამედროვე მანქანები აღჭურვილია ხელსაწყოებით, რომლებიც ავტომატურად რეაგირებს მძღოლის შეცდომებზე, ასევე მანძილის კონტროლის სისტემით. მცირე ლიტრაჟიან მანქანებს შემთხვევით არ უწოდებენ ქალებისას, რადგან ადვილია მანევრირება, მართვას აადვილებს ავტომატური კოლოფიც.

1
594
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
594
  
2012, 13 მაისი, 18:29
რა სისულელეაა 17ის ვარ და მანკანას ბევრ კაცზე უკეტ ვატარებ
0 1 1