ფეხბურთი ქართველი ფეხბურთელი სპორტული პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა,თუმცა არა დადებითი კონტექსტით 2016, 25 ოქტომბერი, 16:53 30 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ევროპის სპორტული გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა.
პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში პლოცკის "ვისლა"(რომლის შემადგენლობაშიც გამოდის მერებაშვილი)ლენჩნის "გურნიკთან" საკუთარ მინდორზე 1:2 დამარცხდა. კურიოზული გამოდგა ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მატჩი.გიორგი მერებაშვილმა მეტოქის საჯარიმოზე ჯერ მცველი მოატყუა, შემდეგ მეკარე და ბოლოს დაახლოებით 4 მეტრიდან ცარიელ კარში ბურთი ააცილა. Eurosport-ის შეფასებით, მერებაშვილის ეპიზოდი შესაძლოა წლის საუკეთესო ვერ გამოყენებული გოლი იყოს. "ვისლას" უიღბლობა ამით არ დამთავრებულა.პირველი გოლი მხოლოდ 85-ე წუთზე გაუშვეს, წონასწორობა ორ წუთში აღადგინეს, თუმცა მსაჯის დამატებულ წუთში შიმონ დრევნიაკმა "გურნიკს" გამარჯვების გოლი მოუტანა. 322 9-ს მოსწონს 1-ს არა
|